16

29 5 11
                                    

ჯონგუკი შუა ღამეს ხმაურმა გააღვიძა. გაურკვევლად აცეცებდა თვალებს სიბნელეში და ცდილობდა რამე დაენახა, ეგონა კიმი დაიარებოდა მაგრამ ხელი რომ მოაფათურა გვერდით პირდაპირ მის მკერდს შეეხო,  დაფეთებული მაშინვე წამოფრინდა ფეხზე, გონება დაუცარიელდა წამებში და თითქმის შიშველი მაშინვე გავარდა უნჰეს ოთახისკენ, კარის შეხსნისას ლამის გული ამოუვარდა, მოხუცი ქალბატონი პირქვე ეგდო იატაკზე საწოლის გვერდით,  სწრაფად მიირბინა მასთან და ჩაიმუხლა, ცრემლები მოჩქეფდა მისი თვალებიდან აგონიაში მყოფმა ისიც კი ვერ მოიფიქრა თეჰიონისთვის დაეძახა.
ქალს ვერც ეხებოდა შიშისგან,  მუხლებზე იდგა და ხმამაღლა ტიროდა, იცოდა, მიხვდა, რაც მოხდა.
მაღალმა ხმამ კიმიც გააღვიძა და ომეგა თუ ვერ აზროვნებდა ალფა დაიხარა მისი პულსის გასასინჯად, როცა დარწმუნდა ქალმა დატოვა ეს სამყარო ომეგა ჩაიკრა გულში, მაგრად მოეხვია.

-ჯერ არ უნდა მომხდარიყო-სიტყვებს ძლივს აბავდა-ჯერ არუნდა დავეტოვებინე-კიმს უჭერდა მკლავზე მთელი ძალით

-გაივლის, ყველაფერი კარგად იქნება-არიცოდა რით ენუგეშებინა, ეხლა რაცარუნდა ეთქვა ყველაფერი უმნიშვნელო იქნებოდა ამ ტკივილის ფონზე, ვერაფრით გააქარწყლებდა, მხოლოდ გვერდში დგომათუ შეეძლო და გააკეთებდა კიდეც.

უსიტყოდ, ყველანაირი ემოციის გარეშე ააფრიალა ომეგა ხელში და ოთახში გაიყვანა, საწოლში ჩააწვინა მტირალი და მაშინვე გამობრუნდა უკან, ქალის გვამი გაასწორა, შუბლი მოსწმინდა  დაცემის შედეგად რომ დასისხლიანებია და გადაწყვიტა იუნგისთვის ეთხოვა დახმარება.

::::::::

ქალი ფერმასთან შორიახლოს მთის წვერზე დამარხეს, რადგანაც უნჰეს არავინ ჰყავდა არ ქონდა მნიშვნელობა სად იქნებოდა მისი გაციებული უსიცოცხლო სხეული.
მაღლობიდან ყველაფერი ძალიან  თეთრად ლამაზი იყო, თოვლს დაეფარა არემარე,  ისევ თოვდა, ალბათ არც  გადაიღებდა  მთელი დღის მანძილზე და ჯონგუკს ეგონა ბუნებასაც  ესმოდა  მისი, სწორედ ასე გრძნობდა თავს, მძიმედ, თან საშინლად მსუბუქად, ფერმკრთალად და თეთრად, ნაცრისფრად.
ეგონა რომ მზად იყო, ელოდებოდა რომ მალე დადგებოდა ეს დღე, ქალი ბოლო პერიოდს საშინლად იტანჯებოდა, ყვიროდა. სახსრები სტკიოდა, თითქმის არაფერს ჭამდა და რაც ყველაზე საშინელი სანახავი იყო ჯონგუკისთვის ქალი ვეღარავის ცნობდა, სხვა სამყაროში იყო, გამუდმებით არარსებულ ადამიანებს ელაპარაკებოდა, მკვდრებს და ცოცხლებს რომლებსაც იდესმე შეხვედრია, ჯონს სახელებს ჩამოუთვლიდა ხოლმე ჩემს სანახავად მოვიდნენ ცუდად რომ ვარო, დიახ ეს ტანჯვაა  ჯონგუკი უფრო იტანჯებოდა ვიდრე მოხუცი რომელსაც ვერ გაეგო სად იყო, ხოდა თავი შეამზადა მოსალოდნელზე, მაგრამ ამდენი კვირის სიმამაცე და სიმტკიცე ქალის გვამის დანახვისთანავე გაქრა, მაშინვე დაპატარავდა, ის ხომ მეორე დედად მოიაზრებოდა მისთვის.

ყველაფერი ერთშიWhere stories live. Discover now