ნიკას დიდი თავსატეხი დაატყდა თავს.ეს თავსატეხი მის შორეულ წარსულს უკავშირდებოდა.
წლების წინ ნიკას და მის საუკეთესო მეგობარს,ვიღაც ბანდსთან შეტაკება მოუვიდათ,რის შედეგადაც ნიკას საუკეთესო მეგობარი-გიორგი დაიღუპა.ნიკამ ბანდის უფროსს-ბექას უჩივლა და 10 წლიანი ციხე მიუსაჯეს. ბანდის მეთაურმა ნიკას დაურეკა და უთხრა:
-რა გგონია ციხეში ჩამსვი და თავს დაგანებებ?გიორგის სიკვდილი მონაგონი იქნება ისეთს გიზამ, სიცოცხლეს ჩაგამწარებ.თუნდაც კიდევ ოცი წელი მომისაჯონ,სულ ერთია,მაინც მოგკლავ,ეს დაიმახსოვრე,ჩემი გამოსვლა და შენი სიკვდილი ერთი იქნება.
ნიკას ეშინოდა მისი.შურისძიება ბექას ნამდვილად კარგად გამსოდიოდა.ახლა მარტო თავის თავზე კი არა,ბარბარეზეც დარდობდა, ვაითუ მისთვის რამე დაეშავებინა ბექას.ეს დარდი კლავდა და გამხელას ვერც კი ბედავდა ბარბარესთან.ეგონა გამშორდება ან ძალიან ინერვიულებსო.ამიტომ,აპირებდა ეს საიდუმლო შეენახა,თუმცა ბექას გამოსვლამდე სულ რაღაც ორი წელი რჩებოდა და საფრთხე ნელ-ნელა მატულობდა.არავინ იცოდა ბექა რას მოიმოქმედებდა და რითი იძიებდა შურს,ან საერთოდ იძიებდა თუ არა? მაგრამ შიში,რომელიც ნიკას ბექასთან საუბრის შემდეგ დარჩა, ძალიან აშინებდა და თავზარს ცემდა. ყოველ დღე ფიქრობდა რა შეიძლება გაეკეთებინა,მაგრამ პასუხი ცხადი იყო-ნიკა ბექას წინაშე უძლური იყო. ხან რას მოიფიქრებდა ნიკა,ხან რას თუმცა ყველა ვარიანტში ბექა შურს მაინც იძიებდა და არც ერთი გამოსავალი მთლად მომგებიანი არ იყო.ბოლოს არჩია დალოდებოდა ბექას გამოსვლას და ენახა რას მოიმოქმედებდა ის.მოლოდინი იმისა, რომ მალე შეიძლება მოგკლან, ტანჯავდა ნიკას და ყოველ დღეს უმწარებდა.ზოგჯერ ფიქრობდა თავად ეძია შური ბექასთვის,ცოტა ხნით ციხეში ჩამჯდარიყო და ცოცხალი ყოფილიყო ვიდრე,პირიქით ბექას ეძია შური და ნიკა მომკვდარიყო. ორივე ვარიანტი სულს უმძიმებდა ნიკას ,თუმცა სხვა გზა არი იყო,ერთი დაშავდებოდა,ერთი- გადარჩებოდა.__________________________________________
YOU ARE READING
ლუნა(დასრულებული)
Romanceსიყვარულს,რომელიც არ უნდა დაწყებულიყო,მაგრამ მაინც დაიწყო, არავინ იცის როგორი დასასრული ექნება...