შინაარსზე გადასვლა

ღარიბი

ვიქსიკონი გვერდიდან

ქართული

[რედაქტირება]

ეტიმოლოგია

[რედაქტირება]

არაბული სიტყვისაგან.

წაკითხვა

[რედაქტირება]

მნიშვნელობა

[რედაქტირება]
  1. მცირე ქონების პატრონი, მცირე შემოსავლის მქონე.
    მდიდარს ართმევს, ღარიბს აძლევს, ღმერთი როგორ წაახდენსა! (ხალხური). დავიბადე ღარიბ ოჯახში, ვიზრდებოდი სიღარიბე–სიღატაკეში (დავით კლდიაშვილი)
    ➤ სინონიმები: ხელმოკლე, უქონელი, ღატაკი, გაჭირვებული, ღარიბ-ღატაკი, არასმქონე, უპოვარი, გახრეკილი, გაღლეტილი, ალქატი, ხელმოკლე, გაჭირვებული, ცარიელ-ტარიელი, უქონელი
    ➤ ანტონიმები: მდიდარი
  2. იგივეა, რაც ღარიბული.
    ღარიბი, უბრალო სადილის შემდეგ გამოვეთხოვე მოხუცს (ნიკო ლორთქიფანიძე)
  3. უბრალო, მოურთავი, გაუწყობელი.
    სოფელ დიცურის პატარა, ღარიბ ეკლესიაში წირვა გათავდა (ნიკო ლომოური)
    ➤ სინონიმები: ღარიბული
    ➤ ანტონიმები: მდიდარი, მდიდრული
  4. ცოტას მქონე, ცოტას შემცველი.
    ზამთარში ტყე და მინდორი ... სულდგმულით ძლიერ ღარიბი არის (იაკობ გოგებაშვილი)
  5. მწირი, უღალო.
    ჭვავი და შვრია არა მარტო ეგუეიან შედარებით უფრო ღარიბ ნიადაგს, არამედ ამ მწირი არიდან ახერხებენ მეტი რაოდენობით საკვებ ნივთიერებათა ამოღებას. (ი. ლომ.)
    ➤ სინონიმები: მწირი, უღალო
    ➤ ანტონიმები: მდიდარი, ღალიანი
  6. სიღრმეს, ძალას მოკლებული, განუვითარებელი, სუსტი.
    მოთხრობა შინაარსით ღარიბია (იაკობ გოგებაშვილი)
    ➤ სინონიმები: განუვითარებელი, სუსტი, მდარე
    ➤ ანტონიმები: ღრმა, მდიდარი, ძლიერი, განვითარებული
  7. ძველი: იხილეთ ყარიბი.
    თუ საწუთრომან დამამხოს, ყოველთა დამამხობელმან, ღარიბი მოვკვდე ღარიბად, ვერ დამიტიროს მშობელმან. ( რუსთაველი)
    ➤ სინონიმები: ყარიბი
  8. გადატანით: იშვიათი, უბადლო.
    გამოჩნდა მთვარე ნათლითა გარე შუქ–მონავანითა, ფარდაგსა შიგან მჯდომარე შესამოსლითა მწვანითა, საკრძალავი და ღარიბი, უცხო პირად და ტანითა (რუსთაველი)
    ➤ სინონიმები: იშვიათი, უბადლო, უცხო, საუცხოო

წარმოებული ლექსიკა

[რედაქტირება]
➤ წარმოებული სიტყვები: სიღარიბე, ღარიბდება, ღარიბობა, ღარიბული, ღარიბ-ღატაკი, ღარიბ-ღატაკდება, ღარიბ-ღატაკული, ღარიბად, ღარიბი მარგალიტი
➤ შესიტყვებები: ღარიბთა თავშესაფარი, ღარიბთა კომიტეტები
➤ ანდაზები: მდიდარს უთხრეს, მშვიდობაში და ღარიბს უთხრეს, ვინ მოგცა

თარგმანები

[რედაქტირება]

წყაროები და რესურსები

[რედაქტირება]
  • ნეიმანი ალ., ქართულ სინონიმთა ლექსიკონი, მესამე გამოცემა, თბ.: „განათლება“, 1978, გვ. 440.
  • სულხან-საბა ორბელიანი, ლექსიკონი ქართული : [ორტომეული], ტ. 2, თბილისი: „მერანი“, 1993, გვ. 247.