Vii-ს კონტროლერი, რომელსაც გააჩნია მოძრაობის დეტექტორის ფუნქცია, მეტად წააგავს Wii Remote-ის კონტროლერს. იგი ხელმისაწვდომია ვარდისფერ, თეთრ და ლურჯ ფერებში.[4] კონსოლი მოიხმარს 16-ბიტიანი Sunplus SPG (S core) ცენტრალურ პროცესორს. მასში ჩაშენებულია 12 ერთეული თამაში.
მისი თავდაპირველი ფასი შეადგენდა 1280 იუანს. კონსოლის სახეშეცვლილ ვერსიას, რომელსაც ბლოგერები კოლოქვიალურად უწოდებენ Vii 2, გააჩნია მოდერნიზებული კონტროლერი და განახლებული დიზაინი, რომელიც Nintendo Entertainment System-სა და PlayStation 3-ს მოგვაგონებს.[5]
2008 წელს იაპონიაში გამოვიდა კონსოლის სახეშეცვლილი ვერსია სახელწოდებით V Sports (Sport Vii).[6]