„The Lovely Linda“ — პოლ მაკ-კარტნის სიმღერა, რომელიც პირველად გამოიცა მის 1970 წლის ალბომზე McCartney. იგი ალბომის პირველი სიმღერაა. სიმღერა მუსიკოსმა მიუძღვნა მეუღლე ლინდა მაკ-კარტნის.
სიმღერა დაიწერა 1969 წელს[1], შოტლანდიაში, სადაც მუსიკოსი მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა.[2] იგი წარმოადგენდა ერთგვარ საპასუხო ქმედებას ჯონ ლენონის მიერ იოკო ონოსთან ურთიერთობაზე გაკეთებულ განცხადებებზე.[3] „The Lovely Linda“ იყო ალბომისთვის ჩაწერილი პირველი სიმღერა.[4] იგი პირველად ჩაიწერა პოლის მიერ 1969 წლის დეკემბერში, შობამდე, ახალ 4 ფირიან ჩამწერზე, რომელიც მუსიკოსმა სახლში დაამონტაჟა[5]
სიმღერა 42 წამიანია[6] და მაკ-კარტნის ყველაზე მოკლე სიმღერას წარმოადგენს. იგი სიმღერაში ყველა ინსტრუმენტზე უკრავს. იგი აგრეთვე ტაშს უკრავს, რომელსაც ავტორები ჩიპ მედინგერი და მარკ ისტერი უწოდებენ „პერკუსიულ ტაშს“.[7] სიმღერა სრულდება სიცილის ხმით.[1] 1970 წლის აპრილში ალბომის გამოცემის პერიოდში მაკ-კარტნიმ განაცხადა, რომ ეს იყო მომავალი სრული სიმღერის ერთგვარი ანონსი.[7] თუმცა სიმღერის სრული ვერსია დღემდე არ გამოცემულა.[1] ჩვეულებრივი სტუდიური ვერსია მოხვდა 2001 წლის კრებულში Wingspan: Hits and History.