Terraria
Terraria | |
---|---|
დეველოპერ(ებ)ი |
Re-Logic Engine Software (კონსოლები) Codeglue (მობილური) |
გამომცემელი |
Re-Logic 505 Games |
დისტრიბუტორი |
Microsoft Windows (საცალო) ევრ Merge Games |
პლატფორმ(ებ)ი | |
გამოსვლის თარიღი |
16 მაისი, 2016
|
ჟანრ(ებ)ი |
მოქმედებითი-სათავგადასავლო გადარჩენა |
რეჟიმ(ებ)ი |
ერთმოთამაშიანი მრავალმოთამაშიანი |
დიზაინერ(ებ)ი |
ენდრიუ სპინკსი უიტნი ბერდი |
პროგრამისტ(ებ)ი | იორაი ომერი |
მხატვარი |
ვიქტორ მოურა ჯემისონ ჰეისი |
კომპოზიტორი | სკოტ ლოიდ შელი |
მედია | ციფრული დისტრიბუცია |
საიტი | terraria.org |
Terraria — ვიდეო თამაში მოქმედებითი-სათავგადასავლო ჟანრში, რომელიც შექმნა სტუდია Re-Logic-მა. თამაშში მოთამაშეს შეუძლია გამოიკვლიოს მსოფლიო, შექმნას ნივთები, ააშენოს შენობები და შეებრძოლოს სხვადასხვა არსებებს.„Terraria“-ს ხშირად ადარებენ „Minecraft“-ს[6]. „Terraria“-ს აქვს დადებითი შეფასებები კრიტიკოსებისგან[7]
„Terraria“ თავდაპირველად გამოვიდა Microsoft Windows-ზე 2011 წლის 16 მაისს. სავარაუდოდ გაყიდა თამაშის დაახლოებით 50,000 ასლი გამოსვლის პირველ დღეს, ერთდროულად ხაზზე იყო 17 000 მოთამაშე პირველი დღის პიკზე.[8] გამოსვლიდან ცხრა დღეში გაიყიდა 200,000 ასლი და იქცა კვირის ყველაზე გაყიდვად თამაშად, რომელმაც ჩამოიტოვა „The Witcher 2„ და „Portal 2“.[9] 2017 წლის თებერვლის მონაცემით გაიყიდა 20 მილიონი ასლი.[10]
თამაში გამოვიდა PlayStation Network-ზე და Xbox Live Arcade-ზე მარტის ბოლოს, 2013 წელს ექსკლუზიური შემადგენლობით. (ევროპის და ავსტრალიის გარდა) PS3-ის ევროპული და ავსტრალიური გამოსვლის თარიღი იყო 15 მაისი, 2013 წელი. 2013 წლის 28 მარტს გამოცხადდა რომ Terraria მალე გამოდიოდა PlayStation Vita-ზე. ის გამოვიდა იმავე წლის 11 დეკემბერს. PlayStation 3, Xbox 360 და PlayStation Vita ვერსიები შექმნა ნიდერლანდურმა კომპანია Engine Software-მა. 2013 წლის 29 აგვისტოს Terraria გამოვიდა iOS-ის ოპერაციულ სისტემაზე, რომელიც შექმნა კომპანია Codeglue-მა.[11] Terraria ასევე გამოვიდა Android-ზე 2013 წლის 12 სექტემბერს.[12] 2014 წლის 3 ივნისს გამომცემელმა 505 Games-მა დაადასტურა რომ „Terraria“ გამოდიოდა Xbox One-ზე და PlayStation 4-ზე 2014 წლის ბოლოს.
თამაშის პროცესი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თამაშის დასაწყისში მოთამაშემ უნდა შექმნას პერსონაჟი და მსოფლიო. პერსონაჟისთვის შეიძლება შეირჩეს სქესი, ვარცხნილობა, თმის ფერი, თვალები, კანი, ტანსაცმელი, 3 სირთულის დონე და სახელი. მოთამაშეს შეუძლია მსოფლიოს ზომაც შეურჩიოს (პატარა, საშუალო, დიდი).
პერსონაჟის შექმნის შემდეგ, (პერსონაჟი მახსოვრდება და ამ პერსონაჟით შეიძლება თამაში სხვა მსოფლიოებში. ასევე მახსოვრდება ნივთები) ის ჩნდება შემთხვევით გენერირებულ მსოფლიოში. მოთამაშეს თავიდან ეძლევა სპილენძის ნაჯახი, წერაქვი და ხანჯალი. მოთამაშეს არანაირი მიზანი არ აქვს ერთის გარდა, გადარჩეს. ნაჯახით ხის მოჭრა შეიძლება, წერაქვით მადანის, ქვის და მიწის მოპოვება, ხანჯალით (ან ხმლით) მონსტრების განადგურება (ასევე მონსტრების განადგურება შეიძლება ინსტრუმენტებითაც მაგრამ ამას მეტი დრო დასჭირდება). მოკლული მონსტრებიდან იყრება ნივთები, რომელიც პერსონაჟს დაეხმარება განვითარებაში.
სხვადასხვა მატერიალებით რომლებიც მოთამაშემ მოიპოვა თამაშის პროცესში, შეიძლება გაკეთდეს სხვადასხვა ნივთები რომლებიც გაადვილებს და გაამრავალფეროვნებს თამაშს, მაგალითად ხისგან შეიძლება გაკეთდეს ხის კარი, ხის ინსტრუმენტები და ბევრი სხვა. იმისთვის რომ მოთამაშემ შეძლოს გააკეთოს გაცილებით რთული ნივთები მას სჭირდება ხელობის სხვადასხვა სადგურები: სამუშაო მაგიდა, სამჭედლო, საკერავი მანქანა, სახერხი მანქანა რომლების დადგმა მოთამაშეს შეუძლია სახლში.
მოთამაშეს შეუძლია ააშენოს სახლი-ციხესიმაგრე. სხვადასხვა მიზნების შესრულების შემდეგ (მაგალითად ბოსის მოკვლა, ცეცხსასროლი იარაღის პოვნა) ცალკეულ ოთახებში სახლდებიან NPC პერსონაჟები, მაგალითად ვაჭრები, ექთნები ან ჯადოქრები.[13] რომლებიც მოთამაშეს ევაჭრებიან და ამარაგებენ ნივთებით, ასევე ზოგიერთი იძლევა დავალებებს როგორიცაა თევზის დაჭერა. NPC პერსონაჯები იმ შემთხვევაში სახლდებიან თუ ოთახში არის კედლები, შუქის წყარო, სკამი, მაგიდა. ყველა პერსონაჯს თავისი მოთხოვნილებები აქვს გადმოსაცხოვრებლად, მაგალითად იმისთვის რომ ვაჭარი გადმოსახლდეს საჭიროა 50 ვერცხლის მონეტა. თუ ოთახი დაინგრევა NPC ეძებს ახალ ადგილს საცხოვრებლად.
ერთ-ერთი ძლიერი მონსტრის გაჩენის და დამარცხების შედეგად რომელსაც ეწოდება Wall of Flesh, რომელიც ჩნდება ვუდუ თოჯინის ლავაში ჩაგდებით, მოთამაშე მსოფლიოში ამატებს "რთულ რეჟიმს" (ინგლ. hard mode) რომელიც იწვევს დიდ ცვლილებებს მსოფლიოში როგორიცაა უფრო ძლიერი მტრები და მეტი ბოსები.[14] ასევე იხსნება ახალი NPC-ები, ძველი ბოსების უფრო ძლიერი ვერსიები, და ასევე ბოსები ყრიან ბევრ ნივთებს რომელიც სპეციალური ნივთების ხელობაში გამოიყენება. მსოფლიოს უფრო დიდი ნაწილი ხდება კორუფციული და ახალი კორუფციული ბიომი დაიწყებს ზრდას.
გამოდის ხოლმე განახლებები რომლებიც Terraria-ს უმატებენ ახალ ნივთებს, არსებებს და სხვას. მაგალითად, 1.1 განახლების შემდეგ თამაშში დაემატა მავთულები რომლის საშუალებითაც მოთამაშეს შეეძლება ააგოს მოწყობილობები და მახეები.
მიმოხილვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიღება | |
---|---|
საერთო შეფასება | |
აგრეგატორი | შეფასება |
GameRankings | 84 % |
Metacritic | 83/100 |
ქულები | |
წყარო | რეიტინგი |
GameSpot | 8/10 |
GameZone | 9/10 |
IGN | 9/10 |
PC Gamer (US) | 79 % |
თამაშმა მიიღო დადებითი შეფასება კრიტიკოსების მხრიდან. საერთო განხილვის საიტებზე GameRankings-სა და Metacritic-ზე ფლობს 84 %-სა და 83/100.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„*Minecraft“
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ "PSN EU Release date CONFIRMED!"
- ↑ "Release date is confirmed"
- ↑ "Terraria confirmed for PS Vita!"
- ↑ "Forums"
- ↑ "Terraria"
- ↑ განცხადება IGN-ზე.http://pc.ign.com/articles/117/1170612p1.html?RSSwhen2011-05-25_112900&RSSid=1170612
- ↑ განცხადება Gamespot-ზე. http://www.gamespot.com/terraria/reviews/terraria-review-6316247/
- ↑ "Terraria launch a huge success"
- ↑ "Minecraft Links Help Indie Game Sell 200,000 Copies in Nine Days"
- ↑ Fisher, Tyler. (February 17, 2017) Terraria Has Sold 20 Million Copies Since Launch. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 18, 2017. ციტირების თარიღი: February 17, 2017.
- ↑ "Terraria Digs Into iOS, Crosses Over With Edge Of Space"
- ↑ Terraria for Android Devices is LIVE on Google Play!. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-26. ციტირების თარიღი: 2014-06-29.
- ↑ "Terraria Review, Terraria PC Review"
- ↑ "Terrraria patch 1.1 to add new bosses, monsters, NPCs, hard mode and Unreal Megashark"
- 2011 წლის ვიდეო თამაშები
- Android-ის თამაშები
- Sandbox თამაშები
- IOS-ის თამაშები
- Linux-ის თამაშები
- ერთმოთამაშიანი და მრავალმოთამაშიანი ვიდეო თამაშები
- Minecraft-ის კლონები
- Nintendo 3DS-ის თამაშები
- ღია სამყაროს ვიდეო თამაშები
- Mac OS X-ის თამაშები
- PlayStation 3-ის თამაშები
- PlayStation 4-ის თამაშები
- PlayStation Network-ის თამაშები
- PlayStation Vita-ს თამაშები
- ვიდეო თამაშები სქესის არჩევის შესაძლებლობით
- Windows-ის თამაშები
- Windows Phone-ის თამაშები
- Xbox 360-ის თამაშები
- Xbox 360 Live Arcade-ის თამაშები
- Xbox One-ის თამაშები
- Wii U eShop-ის თამაშები
- Wii U-ის თამაშები
- Nintendo 3DS eShop-ის თამაშები