შინაარსზე გადასვლა

Stat Quo

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: Status Quo.
Stat Quo
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი სტენლი ბენტონი
აგრეთვე ცნობილი როგორც Stat Quo
დაბ. თარიღი 24 ივლისი, 1979 (1979-07-24) (45 წლის)
დაბ. ადგილი ატლანტა
წარმოშობა ატლანტა, ჯორჯია, აშშ
ჟანრ(ებ)ი ჰიპ-ჰოპი
აქტიური 2003-დან
ლეიბლ(ებ)ი ATLA, Blood Money Entertainment (ამჟამინდელი)
Shady, Aftermath, Interscope, EMI, BluRoc, Dream Big, The Firm (ყოფილი)
საიტი statquo.com

სტენლი ბენტონი (დ. 14 ივლისი, 1979), ცნობილი როგორც Stat Quoამერიკელი რეპერი, მუსიკალური პროდიუსერი, სიმღერების ავტორი, და მეწარმე[1].

სტენლი ბენტონი დაიბადა თომასვილ-ჰაიტსში, ატლანტასთან ახლოს, გრედის მემორიალურ საავადმყოფოში. ადრეულ ასაკში ცხოვრობდა მშობლებთან ერთად. 12 წლის ასაკში დაიწყო ფრისტაილების შესრულება. შემდეგ დედამისმა უყიდა მაგნიტოფონი და ბიჭუნამ საკუთარი რეპის ჩაწერა დაიწყო. 1997 წელს სერიოზულად იყო დაინტერესებული რეპით, მაგრამ ყურადღება გაამახვილა განათლებაზე. ჩააბარა ფლორიდის უნივერსიტეტში, რომელიც 2000 წელს დაამთავრა ეკონომიკისა და საერთაშორისო ბიზნეს სფეროს განხრით. იგი სამართლის დაუფლებაზე ფიქრობდა, სანამ რეპერი Scarface გაამხნევებდა. უკანასკნელის ძალისხმევით ბენტონი რეპით პროფესიონალურად დაკავდა. 2003 წლის თებერვალში გამოსცა პირველი ჩანაწერის Underground Atlanta Mixtapes-ის სერიიდან და მიიქცია Aftermath Entertainment-ის Mel-Man-ის ყურადღება. მან რეპერი მიიწვია სტუდიაში Record One, სადაც ბენტონმა Dr. Dre გაიცნო. იმავე საღამოს ჩაიწერა „The Future“, რომელიც მოხვდა Underground Atlanta Mixtapes-ის მეორე ნაწილში. უკანასკნელი უკვე ემინემის ზედამხედველობით შეიქმნა და ბენტონს მოუპოვა კონტრაქტი Shady Records-თან და Aftermath Entertainment-თან.

50 Cent-ის შემდეგ Stat Quo იყო მეორე და ერთადერთი შემსრულებელი, რომელიც Shady Records-ზეც და Aftermath Entertainment-ზეც კონტრაქტს ფლობდა. იგი Dr. Dre-ს და ემინემის ახალ პროტეჟედ იქცა[2]. სადებიუტო ალბომი Statlanta უნდა გამოეცა ამ ლეიბლებზე, მაგრამ, სამივე წარუმატებელი აღმოჩნდა.[3] იგი საბოლოოდ 2010 წლის 13 ივლისს Sha Money XL-ის კუთვნილ Dream Big Ventures-ზე გამოვიდა. Stat Quo-მ განაგრძო კარიერა პროდიუსერის და თანაავტორის სახით, აგრეთვე სხვა ალბომების გამოცემით და საკუთარი ლეიბლით Blood Money Entertainment, რომელიც რეპერ The Game-თან ერთად დააარსა.

  1. Shaheem Reid (12 January 2004). "Mixtape Mondays: Stat Quo დაარქივებული 2008-12-26 საიტზე Wayback Machine. ." MTV. Accessed 5 February 2008.
  2. Admin for Aftermath Blog (26 October 2008)."[1]." Aftermath Entertainment. Accessed February 2011.
  3. Admin for Modern Beats (6 May 2010)."[2]." Accessed February 2011.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Stat_Quo&oldid=4675617“-დან