შინაარსზე გადასვლა

Shopify

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Shopify
ტიპი საჯარო
დარგი ინტერნეტი
დაფუძნდა 2006; 18 წლის წინ (2006)
დამაარსებელი ტობიას ლიუტკე
დენიელ ვეინანდი
სკოტ ლაიქი
სათავო ოფისი ოტავა, ონტარიო, კანადა
შემოსავალი $ 1.58 მლრდ (2019)[1]
სუფთა მოგება $-0.12 billion (2019)[1]
თანამშრომელი 5,000 [2]
საიტი shopify.com

Shopify (ქართ. შოპიფაი) — ელექტრონული კომერციის მულტიეროვნული კანადური კომპანიაა, შტაბ-ბინით ოტავაში, ონტარიოში. Shopify-ის სახელს უკავშირდება ელექტრონული კომერციის პლატფორმა, რომელიც განკუთვნილია ონლაინ მაღაზიებისა და საცალო სავაჭრო ობიექტებისთვის.[3] კომპანია ონლაინ მაღაზიებს სთავაზობს ისეთ სერვისებს, რომელიც მოიცავს გადახდის მექანიზმებს, ინტეგრირებულ მარკეტინგს, ამანათების გაგზავნის მართვის მოქნილობასა და მომხმარებელთან კავშირის სიმარტივეს. ჩამოთვლილი სერვისები თავის მხრივ ამარტივებს მცირე ბიზნესისთვის ინტერნეტ მაღაზიების მართვის პროცესს.[4]

2019 წლის ივნისში, კომპანიის მონაცემებით, მათი პლატფორმა 175 ქვეყანაში 1 მილიონზე მეტ ბიზნეს საქმიანობას აერთიანებდა. 2019 წლის მონაცემებით კი, მათი პლატფორმის საშუალებით გაყიდულმა პროდუქციის მთლიანმა ღირებულებამ 61 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.[5]

საქართველოში Shopify-ის ძრავას იყენებს ინტერნეტ მაღაზია isurve.ge.

Shopify 2004 წელს, სამი მეგობრის — ტობიას ლიუტკეს, დენიელ ვეინანდის და სკოტ ლეიქის მიერ დაარსდა. დამფუძნებლებს თავდაპირველად სნოუბორდის და მასთან დაკავშირებული პროდუქციის ონლაინ მაღაზიის გახსნა სურდათ. მას შემდეგ რაც მეგობრებმა ვერ შეარჩიეს ვერც ერთი მზა პლატფორმა მაღაზიის გასახსნელად, მიხვდნენ რომ ბაზარზე მსგავსი ტიპის პროდუქტების დეფიციტი იყო და პირველი პლატფორმაც დამფუძნებლების პროგრამისტი წევრის, ლიუტკეს მიერ შეიქმნა.[6][7][8] პლატფორმამ სრულყოფილი მუშაობა კი უკვე 2006 წლის ივნისში დაიწყო.[9]

შემდგომი, 2009 წლის ივნისში შოპიფაიმ შექმნა მის პლატფორმასთან დამაკავშირებელი პროგრამული ინტეგრაციის საშუალებები (API) და მათ საფუძველზე შექმნილი აპლიკაციების მაღაზია (App Store}. API-ს შექმნამ სრულად ახალი განზომილება შესძინა შოპიფაის, რადგან გაჩნდა უშუალოდ მის პლატფორმაზე დაფუძნებულ მაღაზიების სამართავად შექმნილი სხვადასხვა ფასიანი თუ უფასო აპლიკაციები.[10]

2010 წლის აპრილიდან Shopify გამოუშვა უფასო მობილურ აპლიკაცია ეფლის App store-სთვის. გარდა ამისა, პლატფორმის ყველა მომხმარებელს, მათ შორის iOS მობილურების მფლობელებსაც აქვთ საშუალება დაათვალიერონ და მართონ საკუთარი მაღაზია ტელეფონის მეშვეობით. 2010 წელს შოპიფაიმ მისი სერვისების პოპულარიზაციისთვის მოაწყო კონკურსი სახელწოდებით „Build A Business“.[11][12] კონკურსის გამარჯვებულებმა მიიღეს როგორც ფულადი ჯილდო, ისე მენტორობა ისეთი მეწარმეებისგან, როგორებიც არიან რიჩარდ ბრენსონი, ერიკ რიესი და სხვები. ამავე წელს ჟურნალმა „Ottawa Business Journal“-მა Shopify დაასახელა, როგორც ერთ-ერთი სწრაფად მზარდი კომპანია ოტავაში.[13][14]

2013 წლის აგვისტოში ცნობილი გახდა ახალი იდეის „Shopify Payments“-ის შესახებ, რომელიც გამყიდველებს აძლევდა იმის საშუალებას, რომ მარტივად, დამატებითი საბანკო ინტეგრაციების გარეშე, მხოლოდ შოპიფაის საშუალებით მიეღოთ საკრედიტო ბარათებით გადახდები.[15]

2014 წლისთვის პლატფორმაზე ოპერირებდა მიახლოებით 120 ათასი ონლაინ მაღაზია, ხოლო კომპანიის შემოსავალი კი 105 მილიონ დოლარს შეადგენდა.[16][17]

„Shopify Payments“-ის შემდეგ, 2014 წლის თებერვალში კომპანიამ შექმნა და დანერგა „Shopify Plus”-ის მიმართულება ელექტრონული კომერციის მხოლოდ მსხვილი ბიზნესისთვის. „პლუსის“ დახმარებით კომპანიებს გაუჩნდათ ხელმისაწვდომობა დამატებით სერვისებსა და ინტეგრაციებზე.[18]

2017 წელს მოხდა Shopify-სა და Amazon-ის ინტეგრაცია, რაც მომხმარებლებს მისცა საშუალება, რომ თავიანთი მაღაზიებიდან პირდაპირ „ამაზონზე“ გაეყიდათ ნებისმიერი პროდუქცია. ამ სიახლემ, საფონდო ბირჟაზე Shopify-ის აქციები 10%-ით გაზარდა.[19]

2017 წლის 11 მაისს, Shopify-იმ შეიძინა „Oberlo“, Shopify App Store-ის ერთ-ერთი წამყვანი აპლიკაცია. „Oberlo“ ოპერატიულად აკავშირებს გაყიდვის ქსელს - მომწოდებელს, ონლაინ მაღაზიის კომპანიასა და გზავნილების სისტემას ერთმანეთთან.[20]

2019 წლის 14 აგვისტოდან „Shopify“-იმ დანერგა ახალი ფუნქცია „Shopify Chat“, იგივე ონლაინ ჩათი, რომელიც მაღაზიებს მომხმარებლებთან პირდაპირი მიმოწერის წარმოების მარტივ შესაძლებლობებს აძლევს.[21]

2020 წლის 11 მარტის შემდეგ, „Shopify“-ის 5 ათასზე მეტი თანამშრომელი კორონავირუსის პანდემიის გამო დისტანციურად, სახლიდან აგრძელებს მუშაობას.[22]

2020 წლის 20 მაისს, კომპანიამ დაანონსდა ახალი „Shopify Balance“-ის აპლიკაციის შესახებ, რომელიც მომხმარებლებმა საკუთარი ფინანსების მართვის გაუმჯობესებულ საშუალებებს მოიცავს.

  1. 1.0 1.1 Shopify. Shopify. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 12, 2020. ციტირების თარიღი: February 12, 2020.
  2. Company Info. ციტირების თარიღი: February 12, 2020.
  3. Bradbury, Danny. Hands-off business a reality დაარქივებული 2020-07-06 საიტზე Wayback Machine. The Financial Post. April 21, 2008.
  4. McLeod, James. "Shopify holds a healthy chunk of pot sales' upside, says COO." The Financial Post. October 30, 2018, p. 2.
  5. {{cite web |url=https://www.businesswire.com/news/home/20200212005238/en/Shopify-Announces-Fourth-Quarter-and-Full-Year-2019-Financial-Results|title=Shopify Announces Fourth-Quarter and Full-Year 2019 Financial Results |publisher=BurinessWire|date=February 12, 2020 |url-status=live
  6. Cole, Trevor. (November 27, 2014) Our Canadian CEO of the year you've probably never heard of. Globe & Mail. ციტირების თარიღი: March 4, 2015.
  7. Whittaker, Stephanie. The Web as a safety net The Montreal Gazette. May 4, 2009.
  8. Donnelly, Jim. Shopify picks up $7M in venture funding დაარქივებული 2015-06-26 საიტზე Wayback Machine. Ottawa Business Journal. December 13, 2010.
  9. Donnelly, Jim. Fastest Growing Companies დაარქივებული 2019-11-07 საიტზე Wayback Machine. Ottawa Business Journal. May 3, 2010.
  10. Duncan, Katherine (March 12, 2012). „How Shopify Became the Go-To E-commerce Platform for Startups“. Entrepreneur. ციტირების თარიღი: March 4, 2015.
  11. Kolodny, Lora. Maker of iPad Cases Wins Shopify Competition The New York Times. July 19, 2010.
  12. Rip Empson for TechCrunch. July 10, 2012 Shopify Teams Up With Tim Ferriss, Eric Ries, FUBU Founder To Help You Build A $1M eCommerce Biz
  13. Lewis, Rob. Ottawa's Shopify raises $7 Million Series A Funding from Bessemer, FirstMark, and Felicis. December 13, 2010.
  14. McLeod, Mark. Shopify Gets Fundified! დაარქივებული 2020-12-13 საიტზე Wayback Machine. StartupCFO. December 12, 2010.
  15. Shopify debuts fully integrated credit card payment processing[მკვდარი ბმული] TechCrunch, August 12, 2013,
  16. Duryee, Tricia. E-Commerce Assistant Shopify Raises $7 Million in First Round დაარქივებული 2020-08-07 საიტზე Wayback Machine. All Things Digital. December 13, 2010.
  17. Rip Empson. (April 11, 2013) After 7 Years & 50K Storefronts Created, Shopify Launches Major Redesign To Simplify Online Store-Building. TechCrunch.
  18. Shopify Launches Shopify Plus, A New White Glove E-Commerce Solution For Big Brands en-US. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 17, 2023. ციტირების თარიღი: April 22, 2020
  19. Shopify's E-commerce Revolution. ციტირების თარიღი: April 24, 2017
  20. Shopify Acquires Oberlo. ციტირების თარიღი: February 11, 2020
  21. Shopify adds native chat function to Ping app en-CA (August 14, 2019). ციტირების თარიღი: August 22, 2019
  22. Poli, David. (March 11, 2020) Shopify going fully remote as Ottawa tech firms brace for COVID-19 impacts en. ციტირების თარიღი: March 22, 2020
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Shopify&oldid=4533100“-დან