შინაარსზე გადასვლა

Game Gear

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Sega Game Gear)
Game Gear
მწარმოებელი Sega
ტიპი პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობა მეოთხე თაობა
გამოშვების თარიღი იაპ 6 ოქტომბერი, 1990
ავს 1992
თავდაპირველი ფასი 19,800 იაპონური იენა
149.99 აშშ დოლარი
99.99 გირვანქა სტერლინგი[2]
შეწყდა
  • მსოფლიოში 30 აპრილი, 1997 (Sega)
გაიყიდა 10.62 მილიონი
მედია სათამაშო კარტრიჯი
კვება 6 x AA ბატარეა, 3-დან 5 საათამდე
პროცესორი Zilog Z80 @ 3.5 მჰც
მეხსიერება 8kB RAM, 16kB VRAM
გრაფიკა 160 × 144 პიქსელები, 4096-ფერთა პალიტრა, 32 ფერი ეკრანზე
ხმა Texas Instruments SN76489
მონოსპიკერი
ყურსასმენების ბუდე
ზომა 210 × 113 × 38 მმ

Game Gear — 8 ბირტიანი მეოთხე თაობის პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი და გამოცემული კომპანია Sega-ს მიერ 1990 წლის 6 ოქტომბერს იაპონიაში,[3] 1991 წლის აპრილში ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში, 1992 წელს ავსტრალიაში.[2] Game Gear კონკურენციას უწევდა Nintendo-ს Game Boy-ის, Atari-ის Atari Lynx-სა და NEC-ის TurboExpress-ს.

მასზე მუშაობა დაიწყო 1989 წელს, კოდური სახელით „Project Mercury“.[2] მისი თავდაპირველი ღირებულება იაპონიაში შეადგენდა 19,800 იაპონური იენას, ხოლო აშშ-ში — 149.99 დოლარს. იგი ტექნიკურად ბევრად აღემატებოდა მის კონკურენტ Game Boy-ს. მოიხმარდა იმავე აპარატულ უზრუნველყოფას, რასაც Master System: Zilog Z80-ის 8 ბიტიანი ცენტრალური პროცესორი 3.5 მჰც ტაქტური სიხშირით,[4] 8kB ოპერატიული მეხსიერება და Texas Instruments SN76489-ის ხმის ჩიპი. გააჩნდა ფერადი ეკრანი 160 × 144 გაფართოებით,[2] რომელიც ერთდროულად გამოსახავდა 32 ფერს.[5] ფუნქციონირებისთვის ესაჭიროებოდა ექვსი ცალი AA ბატარეა (თამაშის რეჟიმში სამიდან ხუთ საათამდე).[6] მას აგრეთვე შეეძლო Master System-ის თამაშების გაშვება სპეციალური გადამყვანის მეშვეობით.

საერთო ჯამში კონსოლზე გამოიცა 300 თამაში,[3] რომელთა უმეტესობა მოიცავდა Master System-ის პორტირებულ ვერსიას. კარტრიჯების ფასები მერყეობდა 24.99-დან 29.99 დოლარამდე, ხოლო ყველაზე პოპულარული თამაშები იყო „Sonic the Hedgehog“, „The GG Shinobi“, „Space Harrier“ და „Land of Illusion Starring Mickey Mouse“.[7] სისტემისთვის შეიქმნა რამდენიმე აქსესუარი, მათ შორის TV-ტუნერი, რომელიც თავსდებოდა კარტრიჯის სლოტში და კონსოლს ტელევიზორის ფუნქციას ანიჭებდა.

მიუხედავად მძლავრი ტექნიკური შესაძლებლობებისა, მან ვერ შეძლო Game Boy-სთვის კონკურენციის გაწევა კვების დაბალი ხარისხის, ორიგინალი თამაშების სიმცირისა და Sega-ს მხრიდან არასაკმარისი მხარდაჭერის გამო, 1996 წლის მარტის მონაცემებით, კონსოლის გაყიდვებმა 10.62 მილიონს მიაღწია.[8] მისი წარმოება შეწყდა 1997 წლის 30 აპრილს.[6] 2000 წლიდან Sega-თან შეთანხმებით, Game Gear-ს შემცირებულ ფასად, 30 აშშ დოლარად უშვებდა Majesco Entertainment, რომელზეც თავსებადი იყო ორიგინალი Game Gear-ის თამაშები.[9] კონსოლის გაყიდვა საბოლოოდ შეწყდა 2001 წელს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „The Next Generation 1996 Lexicon A to Z: Game Gear“. Next Generation. Imagine Media (15): 34. მარტი, 1996. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 „Retroinspection: Sega Game Gear“. Retro Gamer Magazine. Imagine Publishing Ltd. (41): 78–85. 2009.
  3. 3.0 3.1 Forster (2005). The Encyclopedia of Game.Machines: Consoles, Handhelds, and Home Computers 1972-2005, გვ. 139. 
  4. (1990) Game Gear Instruction Manual (Japanese). Sega Enterprises Ltd., გვ. 18. 
  5. Beuscher. Sega Game Gear - Overview. AllGame. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 ნოემბერი, 2014. ციტირების თარიღი: 8 ივლისი, 2013.
  6. 6.0 6.1 „Sega Game Gear“. Retro Gamer Magazine. Live Publishing (17): 26–35. 2005.
  7. GamesRadar Staff. (23 ივნისი, 2012) Best Sega Game Gear games of All Time. ციტირების თარიღი: 8 ივლისი, 2013.
  8. „Weekly Famitsu Express“. Famitsu. 11 (392). 21 ივნისი, 1996. ციტირების თარიღი: 2 აგვისტო, 2019. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება) See lines 8 and 20 for units sold in Japan and other regions, respectively.
  9. Buchanan. (9 ოქტომბერი, 2008) Remember Game Gear?. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 ივნისი, 2018. ციტირების თარიღი: 29 მარტი, 2009.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Game_Gear&oldid=4108373“-დან