შინაარსზე გადასვლა

S/2018 J 2

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

S/2018 J 2ციური სხეული, პლანეტა იუპიტერის ბუნებრივი თანამგზავრი, რომელიც შედის ჰიმალიის ჯგუფში.

აღმოაჩინა სკოტ ს. შეპარდმა 2018 წლის 12 მაისს, ჩილეს სერრო ტოლოლოს ობსერვატორიაში 4 მეტრიანი ტელესკოპის გამოყენებით. აღნიშნული აღმოჩენა მიღებულ იქნა მცირე პლანეტების ცენტრის მიერ 2022 წლის 20 დეკემბერს, მას შემდეგ, რაც აღნიშნული თანამგზავრის შესახებ დაგროვდა საკმარისი და უტყუარი ინფორმაცია. 2003 წლის 27 მარტს თანამგზავრი ნაპოვნი იქნა წინასწარი დაკვირვების დროს[1][2].

S/2018 J 2 შედის ჰიმალიის ჯგუფში. ესაა იუპიტერის პროგრადული არარეგულარული თანამგზავრების მჭიდრო გროვა, რომლებიც მიმიუყვებიან თანამგზავრ ჰიმალიის მსგავს ორბიტას, და რომელთა დიდი ნახევარღერძი მერყეობს 11–12 მილიონი კმ-სა, ხოლო ორბიტალური დახრა — 26°-31° შორის[3]. ის, დაახლოებით 3 კმ-იანი დიამეტრითა და აბსოლუტური ვარსკვლავიერი სიდიდით — 16.5, ჰიმალიის ჯგუფის ყველაზე პატარა თანამგზავრია, დღემდე ცნობილ წევრთა შორის[3].

  1. Planetary Satellite Discovery Circumstances. JPL Solar System Dynamics. NASA. ციტირების თარიღი: 20 December 2022.
  2. MPEC 2022-Y68 : S/2018 J 2. Minor Planet Electronic Circulars. Minor Planet Center (20 December 2022). ციტირების თარიღი: 20 December 2022.
  3. 3.0 3.1 Sheppard, Scott S.. Moons of Jupiter. Earth & Planets Laboratory. Carnegie Institution for Science. ციტირების თარიღი: 20 December 2022.



მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=S/2018_J_2&oldid=4714149“-დან