შინაარსზე გადასვლა

Run Like Hell

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„Run Like Hell“
სინგლიპინკ ფლოიდი
ალბომიდან The Wall
B-მხარე „Don't Leave Me Now“ (ჰოლანდია, შვედეთი და აშშ-ს ნაწილი)
„Comfortably Numb“ (აშშ)
გამოსვლის თარიღი 9 ივნისი, 1980
ჩაიწერა აპრილი-ნოემბერი, 1979
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 4:19
ხმისჩამწერი ლეიბლი Harvest Records (ბრიტანეთი)
Columbia Records (აშშ)/Capitol Records (აშშ)
პროდიუსერი ბობ ეზრინი, დეივიდ გილმორი და როჯერ უოტერსი
პინკ ფლოიდი — სინგლების ქრონოლოგია
„Another Brick in the Wall (Part II)“
(1979)
Run Like Hell
(1980)
„Comfortably Numb“
(1980)
The Wall — სიმღერების სია

Run Like Hell“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სიმღერა 1979 წლის ალბომიდან The Wall[1][2]. სიმღერაში მიმდინარეობს თხრობა მესამე პირის, პინკისგან, რომელიც თავს წარმოიდგენს ნაცისტის მსგავს ფიგურად. იგი გადის კონცერტზე, მაგრამ თავი ჰგონია ნაცისტურ ყრილობაზე.

სიმღერის მუსიკის ავტორია დეივიდ გილმორი (ალბომის The Wall სხვა ორ სიმღერასთან ერთად), ხოლო ტექსტის - როჯერ უოტერსი. სიმღერაში ასევე ჟღერს პინკის მანიაკალური სიცილი, მანქანის ხმები და ხმოვანი ეფექტები, რომლებიც სირბილს ასახავენ.

The Wall არის ამბავი პინკის შესახებ, რომელიც არის საზოგადოებისგან გაუცხოებული როკ-ვარსკვლავი. იგი საზოგადოებისგან ფსიქოლოგიურ ბარიერს ქმნის, წარმოსახვითი კედლის სახით.

ეს სიმღერა დაწერილია ანტი-გმირ პინკის პოზიციიდან. ჰალუცინაციის დროს იგი იქცევა ფაშისტ დიქტატორად და კონცერტის მაყურებლებს განრისხებულ ბრბოდ აქცევს. ტექსტი განსაკუთრებული მუქარით არის სავსე, მიმართულია მსმენელისკენ, რომელსაც აქვს „ცარიელი ღიმილი“, „მშიერი გული“, „ბინძური გრძნობები“ და „დანაშაულებრივი წარსული“. მისი „ნერვევი დაგლეჯილია“ და „ჩაქუჩები მის კარზე აბრახუნებენ“. სასიყვარულო აქტიც საბედისწეროა, ვინაიდან „რომ დაინახონ, როგორ ცდილობ მისი კულულების უკანა სავარძელზე შეხებას“, შედეგი ფატალური იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ტექსტი „You better run like hell“ ალბომის ანოტაციებში ორჯერ არის ნახსენები, სათაურს არ მღერიან. ყოველი სტროფი სრულდება ფრაზით „You better run“.

ვიკიციტატა
„იდეა ის არის, რომ ძველი კეთილი პინკ ფლოიდი იქცა ბოროტ ალტერ-ეგოდ.“
(როჯერ უოტერსი)

ჩანაწერში გამოყენებულია უოტერსის ვოკალი, რომელიც ჟღერს ორი სხვადასხვა არხიდან. სიმღერის ორიგინალური ვერსია უფრო ხანგრძლივი იყო, თუმცა, ფირფიტაზე დრო შეზღუდულია, ამიტომაც იგი შეამოკლეს.

ალბომის გარეკანზე ტექსტში ნახსენებია სტრიქონი „You better run like Hell“, მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო ვერსიაში იგი არ ჟღერს.

უოტერსმა ეს სიმღერა დაწერა, როგორც პაროდია გებელსის 1938 წლის საქციელზე. დამსხვრეული შუშების ღამით დაანგრიეს ათასობით ებრაული მაღაზია. სწორედ ამ მომენტის პაროდიაა წარმოდგენილი ფილმში „პინკ ფლოიდი: კედელი“. კონცერტებზე, სიმღერის „In the Flesh“ დროს დარბაზში ჩნდებოდა და ამ სიმღერის შესრულების დროს ასევე დაფრინავდა გიგანტური შავი ღორი, რომელსაც უოტერსი წარუდგენდა მსმენელებს. საგულისხმოა, რომ კომენტარები განსხვავდებოდა ყველა კონცერტზე. ერთ-ერთ წარმოდგენაზე უოტერსმა ამ სიმღერას „Run Like Fuck“-იც უწოდა.

საკონცერტო ვერსიები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც წესი, კონცერტებზე უოტერსი და გილმორი მღეროდნენ თითოეულ სტრიქონს ცალ-ცალკე, სანამ ნომერი არ შესრულდა ბერლინში, 1990 წელს, სადაც მთლიან ტექსტს მხოლოდ როჯერი ასრულებდა.

1984 წელს სიმღერა დეივიდ გილმორის სოლო-პროგრამაში შედიოდა. ვიდეოფილმში, რომელიც ასახავს დეივიდის კონცერტს ლონდონის Hammersmith-ში, ჩანს, რომ გილმორს ტექსტი ავიწყდება. სიმღერა დეივიდის სიაში შედიოდა 2015-2016 წლებშიც - განათება ამ დროს ისეთი მკვეთრი იყო, რომ ბენდის წევრები, დეივიდთან ერთად, ატარებდნენ შავ სათვალეებს.

1987 წლიდან სიმღერა შედიოდა ჯგუფის საკონცერტო პროგრამაში, სადაც უოტერსის პარტიას ახალი ბასისტი გაი პრეტი ასრულებდა. 1994 წელს პრეტი ტექსტში, სადაც ნახსენებია „უკან დედიკოსთან მუყაოს ყუთით გაგიშვებენ“, დედის მაგივრად ახსენებდა იმ ქალაქს, სადაც ჯგუფი იმ წამს უკრავდა. იგივე მეთოდს ბასისტი მიმართავდა 2015-2016 წლებში, დეივიდის სოლო ტურნეს დროს. უოტერსის 2010-2013 წლების ტურნეს (და 2016 წლის შემოდგომის კონცერტების) მსვლელობისას სიმღერაში გამოიყენებოდა ვიზუალური პროექცია, რომელიც მთელ კედელზე დინამიურად მოძრაობდა. 

ფილმში „პინკ ფლოიდი: კედელი“ ამ სცენაში პინკის ბრძანებით მისი რაზმი დასდევს ყველა არასასურველ პირს. საგულისხმოა, რომ ფილმში ასევე მონაწილეობდა ბრიტანეთის ყველაზე სასტიკი სკინჰედური დაჯგუფება Tilbury Trojan Skin, რომლის წევრებიც გადაღებისას საკუთარ როლებს უფრო მეტი სერიოზულობით ეპყრობოდნენ, ვიდრე ეს საჭირო იყო.

  1. სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5. 
  2. მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X. 
  3. ფიტჩი, ვერნონ და მეიონი, რიჩარდი, Comfortably Numb — A History of The Wall 1978–1981, 2006, გვ. 106.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Run_Like_Hell&oldid=4598413“-დან