შინაარსზე გადასვლა

RPM (ჟურნალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

RPM — კანადური მუსიკალური ჟურნალი, რომელშიც იბეჭდებოდა კანადაში ყველაზე უფრო პოპულარული სიმღერებისა და ალბომების ჰიტ-აღლუმები. გამომცემლობა დაარსდა 1964 წლის თებერვალში უოლტ გრილისის მიერ, რომლის მხარდამჭერი იყო ხმისჩამწერი ლეიბლის მფლობელი სტენ კლისი და შეწყვიტა თავისი არსებობა 2000 წლის ნოემბერში. თავისი არსებობის 36 წლის მანძილზე ჟურნალში გამოქვეყნდა 10 000-ზე მეტი ჩარტი.[1]

ჟურნალი იბეჭდებოდა რამდენიმე დასახელებით: RPM Weekly, RPM Music Weekly, RPM Magazine და სხვა.

RPM იშიფრება, როგორც „Records, Promotion, Music“.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]