Panzer 38(t)
Panzer 38(t) | |
---|---|
Panzerkampfwagen 38(t) Ausf. S | |
მოდიფიკაცია | |
საბრძოლო წონა, ტ | 9.725–9.85 |
განლაგების სქემა | კლასიკური |
ეკიპაჟი, კაცი | 4 ადამიანი |
ისტორია | |
გამოშვების წელი(წლები) | 1939-1942 |
გამოშვების რაოდენობა | 1,414 (ნაცისტური გერმანიისთვის) |
ძირითადი ოპერატორები |
ნაცისტური გერმანია რუმინეთი ბულგარეთი უნგრეთი სლოვაკეთი შვედეთი შვეიცარია პერუ ირანი |
ზომები | |
სიგრძე ქვემეხით, მმ | 2.135 |
კორპუსის სიგანე, მმ | 2,252 |
სიმაღლე, მმ | 2.68 |
ჯავშანი | |
ჯავშნის ტიპი |
8–30 მმ Ausf. A–D 8–50 მმ Ausf. E–G |
შეიარაღება | |
ქვემეხის კალიბრი და მარკა | 1x 3.7 სმ KwK 38(t) L/47.8 |
ტყვიამფრქვევები | 2x 7.92 მმ ZB-53 (MG 37(t)) |
მობილურობა | |
ძრავის ტიპი | 6 ცილინდრიანი Praga Typ TNHPS/II |
ძრავის სიმძლავრე, ც.ძ. | 125 |
გადაადგილების სიჩქარე ტრასაზე, კმ/სთ | 42 |
ტრასაზე გადაადგილების მარაგი, კმ | 250 |
Panzerkampfwagen 38(t) — ჩეხოსლოვაკიური ტანკი, რომელიც შეიქმნა მეორე მსოფლიო ომამდე. ჩეხოსლოვაკიის ოკუპაციის შემდეგ ტანკები გერმანიას გადაეცა. ტანკებს იყენებდნენ პოლონეთის,საფრანგეთის და სსრკ წინააღმდეგ. 1942 წელს ტანკის შეიარაღება ძალიან ჩამოუვარდებოდა მოწინააღმდეგისას, რის გამოც შეიარაღებიდან მოხსნეს და გადაკეთეს ტანკსაწინააღმდეგო მანქანებად, Marder III (1942-1944) და Hetzer (1944-1945).
ასო (t) ნიშნავს tschechisch. ეს სიტყვა ითარგმნება, როგორც ჩეხური. ტანკის ჩეხოსლოვაკიური დასახელება კი არის LT vz. 38.
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Panzer 38(t) მეორე მსოფლიო ომამდე შექმნილი ტანკია. ტანკის ძრავა მის უკანა ნაწილში მდებარეობს, ხოლო ჯავშანი თითქმის სრულიად დაუხრელია. ტანკი ჯავშანი 10-25მმდეა უმეტეს მოდიფიკაციებში. შედარებით გვიან მოდიფიკაციებში (Ausf. E ) ფრონტალური ჯავშანი 50მმდეა გაზრდილი, ხოლო ბორტებზე კი დამატებით 15მმ.
ეკიპაჟის ორი წევრი თავსდებოდა ტანკის ცენტრში, ამავე ადგილას არის ქვემეხი (90 ჭურვით) და ტყვიამფრქვევი. ტყვიამფრქვევი და ქვემეხი განცალკევებულნი იყვნენ და შეეძლოთ ცეცხლი სხვადასხვა მიზნებისთვის ეწარმოებინათ. ტყვიამფრქვევიდან ცეცხლის წარმოება მეთაურს და მსროლელს შეეძლო. მძღოლი ტანკის წინ იჯდა, საიდანაც მას შეეძლო შასზე დამონტაჟებული ტყვიამფრქვევიდან ცეცხლის წარმოება, თუმცა ამას უმეტესად რადიო ოპერატორი აკეთებდა.
ტანკის გერმანულ ვერსიაში დაემატა ეკიპაჟის ახალი წევრი დამტენი. ამის გამო ამუნიცია 18 ჭურვამდე შემცირდა. ყველა Panzer 38(t) გადაკეთდა გერმანულ ვერსიად, რის შემდეგადაც მეთაურს უნდა დაემიზნებინა და მასავე უნდა გაესროლა.
ძრავა ტანკის უკანა ნაწილში იყო. მუხლუხებს წინ ამოძრავებდა 5 ბორბალი, ხოლო უკან კი ერთი.
შექმნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1935 წელს, ჩეხოსლოვაკიური ტანკის მწარმოებელი ქარხანა ČKD ეძებდა LT-35 ტანკის ჩამნანაცვლებელს. მათი აზრით LT-35 ტანკს ყველა რესურსი ამოწურული ჰქონდა და განვითარება აღარ შეეძლო,გარდა ამისა მათ უნდოდათ რომ ტანკები ექსპორტზეც გასულიყო.
ČKD თავის ახალ ტანკზე 4 დიდი ბორბალი დააყენა. ბორბლები ქრისტის სავალ ნაწილებს იმეორებდა თუმცა განსხვავებები მაინც იყო. საბოლოოდ ტანკი საიმედო გამოდგა და ექსპორტზეც გავიდა. ირანმა 50 ტანკი იყიდა,პერუმ,შვეიცარიამ და ლატვიამ 24. ტანკი გამოსაცდელად დიდ ბრიტანეთმაც კი მიიღო რომელიც 1939 წლის 23 მარტს გამოსცადეს სატანკო სკოლაში. მათი თქმით მსროლელი ძალიან არაკომფორტულად ზის რადიო ოპერატორის გვერდზე. გარდა ამის ინგლისელების დასკვნით ტანკის ქვემეხის გასწორება ურთულეს ამოცანას წარმოადგენდა,მაშინაც კი როცა ტანკი 2 კმ/სთი მოძრაობდა. საბოლოოდ ბრიტანეთმა ტანკი უკან გააგზავნა და შეიარაღებაში არ მიიღო.
1938 წელს ჩეხოსლოვაკიამ 150 ტანკი შეუკვეთა, თუმცა შეიარაღებაში მიღება ვერ მოესწრო. საბოლოოდ ტანკი გერმანიის შეიარაღებაში აღმოჩნდა მცირე ცვლილებებით. ტანკი შესანიშნავი მანქანა გამოდგა,ის აღემატებოდა როგორც Panzer I-ს ისევე Panzer II-ს. ტანკს თავდაპირველად LTM 38 სახელი მიენიჭა, თუმცა 1940 წელს ტანკს Panzerkampfwagen 38(t) დაარქვეს. გერმანელებმა წარმოება 1400 ტანკით დაასრულეს, და მათი ნაწილი მოკავშირეებს მიყიდეს. მათ შორის იყო უნგრეთი (102), სლოვაკეთი (69), რუმინეთი (50), ბულგარეთი (10).
ძირითადი განსხვავება Panzer 38(t)-სა და სხვა იმ დროინდელ ტანკებს შორის, იყო ის რომ ტანკი ძალიან მანევრული და გამძლე იყო. ცნობილია რომ ქარხნიდან ახლად გამოსულმა ტანკმა 2.5 დღე ყოველგვარი ტექნიკური პრობლემის გარეშე გაიარა. ეკიპაჟის თქმით ძრავა,მუხლუხები და ყველა სავალი ნაწილი ერთმანეთთან ძალიან კარგად იყვნენ შეწყობილნი. დაზიანებული ტანკის შეკეთებაც კი ძალიან ადვილი იყო.
ტანკი გერმანიის შეიარაღებაში 1942 წლამდე დარჩა. ტანკი ქვემეხი ძალიან სუსტი იყო თანამედროვე T-34-ს წინააღმდეგ. ამის გამო ტანკების გადააკეთეს და შედეგად Marder III ანტი ტანკი მიიღეს. სულ 1500 მარდერი გამოუშვეს (მაშინ როცა გერმანიას 1400 Panzer 38(t) ჰქონდა). 1944 წელს გამოვიდა კიდევ ახალი ანტი ტანკი Hetzer რომელიც 2800 დამზადდა.
საბრძოლო ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Panzer 38(t) წარმატებით გამოიყენებოდა პოლონეთის კამპანიისას 1939 წელს, და საფრანგეთის წინააღმდეგ 1940 წელს. ტანკი უფრო უკეთ აღჭურვილი იყო ვიდრე გერმანული წარმოების Panzer I და Panzer II, და ზოგადად Panzer 38(t) საკმაოდ კარგი ტანკი გამოდგა. მიუხედევად ამისა ტანკს მაინც უჭირდა საშუალი და მძიმე ტანკების განადგურება.
1941 წელს ტანკები მონაწილეობდნენ სსრკს წინააღმდეგ და ირიცხებოდნენ გერმანულ და უნგრულ ნაწილებში. T-34-ს გამოჩენისთანავე Panzer 38(t)-ს შესაძლებლობები ძალიან დასუსტდა. 1943 წელს სწორედ Panzer 38(t)-ს წინა ვერსია Panzer 35(t)-ბი იყვნენ სწორედ ის ტანკები, რომლის დამარცხების გამო გერმანული არმია ალყაში მოექცა სტალინგრადთან. ამ მიზეზის გამო ყველა მსგავსი ტანკი გადაკეთებული იქნა სხვადასხვა ტიპის მანქანებად, მათ შორის: თვითმავალი საარტილერიო დანადგარი (Grille), ანტი ტანკი "Hetzer" და Marder III , თვითმავალი საზენიტო დანადგარი Flakpanzer 38(t) . გარდა ამისა ზოგს ჩაუტარდა მოდერნიზაცია რის შემდეგაც სადაზვეროდ და სასწავლოდ იყენებდნენ.
ცნობილი გერმანელი ტანკისტი ოტო კარიუსი რომელმაც 150 ტანკი გაანადგურა სხვადასხვა ტანკებით წერს:
ეს ყველაფერი მეხის გავარდნასავით იყო. ჩვენს ტანკს გაარტყეს, ხმა მეტალის კასრის მოხვედრას ჰგავდა, ამის შემდეგ ჩემი მეგობრების ყვირილი გავიგე და ეს იყო ყველაფერი! ტანკი რადიო ოპერატორის ადგილიდან გაიხვრიტა. არავის უთქვამს რომ ტანკიდან უნდა გადავსულიყავით სანამ მეთვითონ არ მივხვდი რომ ტანკს გაარტყეს. რადიო ოპერატორმა ხელი დაკარგა ხოლო ეს დაწყევლილი ჩეხური არამდგრადი და არაელასტიური ჯავშანი, ძალიან სუსტი იყო რუსული 47მმ-იანი ქვემეხის წინააღმდეგ. ჩვენს მიერ გაძლიერებული ჯავშანი კი ჩვენ უფრო დიდ ზიანს გვაყენებდა,მისი ნამსხვრევები უფრო სახიფათო იყო ვიდრე ჭურვის.
მსგავსი ცუდი შედეგის გამო 38(t) ფრონტიდან გამოიყვანეს და Panzer III, Panzer IV და StuG III-ბით ჩაანაცვლეს. 38(t) გამოიყენებოდა სადაზვეროდ და პარტიზანების წინააღმდეგ. რამდენიმე მსგავსი ტანკი საბჭოელებმაც ხელში ჩაიგდეს და მასზე საკუთარი წარმოების ტყვიამფრქვევი დაამონტაჟეს.
38(t)-ს საკმაოდ კარგი შასი ჰქონდა და მთელი ომის განმავლობაში გამოიყენებოდა მასზე შექმნილი მანქანები. ახალი საბჭოთა ტანკის გამოჩენის თანავე გერმანელებმა ფიქრი დაიწყეს რომ შეექმნათ იარაღი რომელიც ამ ტანკს დაამრცხებდა. ყველაზე გავრცელებული 37მმ-იანი Pak36 ვერ ხვრიტავდა საბჭოთა ტანკს, ამიტომაც გადაწყვიტეს ისევ საბჭოთა იარაღითვე დაემარცხებინათ და ნაალაფარი 76,2მმ-იანი ქვემეხი სწორედ 38(t) შასზე დააყენეს და მიიღეს ანტი ტანკი Marder III, რომელიც კოშკურა მოხსნილ 38(t)-ს წარმოადგენდა. თავდაპირველად ქვემეხი შასის წინ იყო, თუმცა შემდეგ ის უკან გადაიტანეს. ეკიპაჟი დაცული არ იყო რის გამოც გამოუშვეს 38(t) ბაზაზე Hetzer რომელიც მთლიანად გადახურული იყო. Hetzer-ს იგივე სავალი ნაწილები ჰქონდა როგორიც 38(t)-ს. Hetzer წარმოება ომის შემდეგ ჩეხოსლოვაკიაში გაგრძელდა, და 158მდე მანქანა მიყიდული იქნა შვეიცარიისთვის .
პერუ
1935 წელს პერუმ ინტერესი გამოთქვა ევროპულ შეიარაღებაზე, რის გამოც დელეგაცია გაიგზავნა რათა დაეთვალიერებინათ ქარხენები. მათი მოწონება ჩეხურმა LTP დაიმსახურა, და 24 მსგავსი მანქანა იქნა შეძენილი რის შემდეგადაც 2 ბატალიონი დააკომპლექტეს.
ტანკებმა დიდი როლი ითამაშეს ეკვადორ პერუს ომში 1941 წელს, ტანკები მდინარე ზარამილას უტევდნენ. ეკვადორს არანაირი მძიმე იარაღი არ ჰქონდათ, მათი საუკეთესო იარაღი ცხენი იყო რის გამოც ვერანაირად ვერ აფეთქებდნენ ტანკებს. LTP საკმაოდ წარმატებით მსახურობდა პერუს არმიაში და ის თითქმის 50 წელი დარჩა შეიარაღებაში.
შვედეთი
შვედეთში ტანკები 1940 წელს იქნა მიღებული, ტანკამ რამდენიმეჯერ მოდერნიზაციაც განიცადა მაგრამ საბოლოოს 1950 წლის ბოლოსთვის იქნა შეიარაღებიდან ამოღებული.
მომხმარებლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნაცისტური გერმანია — 1414
- რუმინეთი — 50
- ბულგარეთი — 10
- უნგრეთი — 102
- სლოვაკეთი — 69
- შვედეთი — 200
- შვეიცარია — 24
- პერუ — 24
- ირანი — 50
- სსრკ — ნაალაფარი
მოდიფიკაციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- TNHP საექსპორტო ვერსია ირანისთვის.
- LTP საექსპორტო ვერსია პერუსთვის
- LTH საექსპორტო ვერსია შვეიცარიისთვის
- LTL საექსპორტო ვერსია ლიტვისთვის
- LT vz. 38 ჩეხოსლოვაკიური სახელი
- PzKpfw 38(t) Ausf. A-D TNH ტანკი. გერმანული ვერსია.
- PzKpfw 38(t) Ausf. E-G Pz 38(t) გაუძლიერდა ფრონტალური ჯავშანი 50მმ-მდე ხოლო ბორტები 25მდე.
- PzKpfw 38(t) Ausf. S 90 TNH შეკვეთილი სპეციალურად შვედეთის მიერ 1940 წელს. ტანკები გერმანიამ ჩაიგდო ხელში.
- Stridsvagn m/41 S(სერია)I, ლიცენზირებული TNH. 116 იქნა წარმოებული.
- Stridsvagn m/41 S(სერია)II, Strv m/41 გაძლიერებული ჯავშნით და ძრავით.
სხვა ვერსიები
- SdKfz 138 Marder III შეიარაღებული 75მმ-იანი გერმანული ქვემეხით
- SdKfz 139 Marder III შეიარაღებული 76მმ-იანი საბჭოთა ქვემეხით.
- SdKfz 138/1 Grille თვითმავალი საარტილერიო დანადგარი. შეიარაღებული 150მმ-იანი ქვემეხით.
- SdKfz 140 Flakpanzer 38(t) თვითმავალი საზენიტო დანადგარი. შეიარაღებული 20მმ-იანი ქვემეხით
- SdKfz 140/1Aufklärungspanzer 38(t) თვითმავალი საზენიტო დანადგარი. შეიარაღებული 2 20მმ-იანი ქვემეხით.
- SdKfz 140/1Aufklärungspanzer 38(t)შეიარაღებული 7.5 სმ KwK37 L/24 ქვემეხით. შეეცვალა კოშკურა. მხოლოდ 2 აიგო.
- Jagdpanzer 38(t) (Hetzer) ანტი ტანკი.შეიარაღებული 75მმ-იანი ქვემეხით.
- G-13 შვეიცარიული დასახელება რომელიც ომის შემდეგ აიგო.
- Nahkampfkanone 1 შვეიცარიული მანქანა.მსგავი Marder III-ის, მხოლოდ 1 აიგო.
- Pansarbandvagn 301, 220 Stridsvagn m/41 (SI და SII) გადაკეთებული იქნა ჯავშანტრანსპორტიორებად.
- Stormartillerivagn m/43, შეტევითი ქვემეხი.აიგო მხოლოდ 36.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Information about the Pz.Kpfw.38(t) at Panzerworld
- WWII Vehicles
- სურათები: [1], [2].
- Panzerkampfwagen 38(t) დაარქივებული 2007-03-07 საიტზე Wayback Machine. at Achtung Panzer!
- LT-35 და LT-38 tanks -