შინაარსზე გადასვლა

On Melancholy Hill

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„On Melancholy Hill“
სინგლიGorillaz
ალბომიდან Plastic Beach
გამოსვლის თარიღი 12 ივნისი, 2010[1]
ჩაიწერა 2008–09
ჟანრი
ხანგრძლივობა 3:53
ხმისჩამწერი ლეიბლი Parlophone
ავტორ(ებ)ი დეიმონ ოლბარნი
პროდიუსერი დეიმონ ოლბარნი
Gorillaz — სინგლების ქრონოლოგია
„Superfast Jellyfish“
(2010)
On Melancholy Hill
(2010)
„Rhinestone Eyes“
(2010)

On Melancholy Hill“ — სიმღერა და მეორე სინგლი ბრიტანული ვირტუალური ჯგუფ Gorillaz-ის მესამე სტუდიური ალბომიდან Plastic Beach.

ჯგუფის ვირტუალურ წევრ მერდოკ ნიკელსის ინფორმაციით, ეს სიმღერა ეძღვნება ადგილს, რომელიც „შენს გულში ხოლმე ჩნდება. სასიამოვნოა ალბომში ხოლმე მსუბუქი სიმღერის წარმოდგენა. კარგია, როდესაც ყველა ალბომზე ერთი პოპ-სიმღერა მაინც არის“.

დეიმონ ოლბარნთან და ჯეიმი ჰიულეტთან ინტერვიუდან ცნობილი გახდა, რომ On Melancholy Hill იქნებოდა მეორე სინგლი, ნაცვლად უკვე დაპირებული დისკისა Superfast Jellyfish. სინგლი ოფიციალურად გამოდის 26 ივლისს, მაგრამ მუსიკალური ვიდეო გამოვიდა 1 თვით ადრე.

სიმღერის ოფიციალური მუსიკალური ვიდეო გამოვიდა 2010 წლის 15 ივნისს.

კლიპის სიუჟეტის მიხედვით ჯგუფის წევრი ნუდლი მოგზაურობს ტიტანიკის მსგავს გემზე. იგი გამორბის თავისი ოთახიდან და ავტომატის ჯერს უშვებს იმ თვითმფრინავების მისამართით, რომლებიც გემს თავს ესხმიან. ერთ-ერთი ასეთი გემს ძირავს, ნუდლი კი პატარა ნავით თავს გადაირჩენს. მოგვიანებით წყლიდან ჩნდება ჯგუფის წევრ რასელ ჰობსის გიგანტური ფიგურა და ნუდლის ნავი მის თავზე აღმოჩნდება.

კლიპის დარჩენილი ნაწილი ეთმობა მერდოკის, 2-D-ს და კიბორგ ნუდლის (ნუდლის სხვა ვარიანტის) მოგზაურობას ოკეანის სიღრმეებში. მათ ასევე თან ახლავთ დიდი ნაწილი იმ მუსიკოსებისა, რომლებმაც ალბომის ჩაწერაში მონაწილეობა მიიღეს (სნუპ დოგი, De La Soul, გრაფ რისი და სხვები). ისინი ამოყვინთავენ წყლის ზედაპირზე, სადაც დიდ პლატოზე ზის ბუგიმენი. კიბორგი ნუდლი ესვრის მას, ბუგიმენი კი ასწრებს წყალში მიმავალვას. ნისლი იფანტება და ჩნდება პლასტიკური სანაპირო.

სხვადასხვა დროს კადრში ჩნდებიან შემდეგი პერსონაჟები:

  • 0:12 ნუდლი
  • 1:18 მერდოკი
  • 1:22 2-D
  • 1:23 კიბორგი ნუდლი
  • 2:03 ლუ რიდი
  • 2:07 გრაფ რისი
  • 2:11 სნუპ დოგი
  • 2:17 მიკ ჯონსი და პოლ საიმონონი
  • 2:33 რვაფეხა (სიმღერიდან Superfast Jellyfish)
  • 2:45 De La Soul
  • 3:16 რასელი
  • 3:39 ბუგიმენი
  • პრომო დისკი:
  1. On Melancholy Hill (რადიოს ვერსია) - 2:58
  2. On Melancholy Hill (ალბომის ვერსია) - 3:53
  3. On Melancholy Hill (ინსტრუმენტული) - 3:53
  • პრომო დისკი (რემიქსები)
  1. On Melancholy Hill (ჯოშ უინკის რემიქსი) - 5:04
  2. On Melancholy Hill (ჯოშ უინკის დაბ მიქსი) - 7:41
  3. On Melancholy Hill (The Japanese Popstars რემიქსი) - 8:29
  4. On Melancholy Hill (She is Danger რემიქსი) - 4:19
  5. On Melancholy Hill (We Have Band რემიქსი) - 5:14
  • iTunes ციფრული ვერსია
  1. On Melancholy Hill (რადიოს ვერსია) - 2:58
  2. On Melancholy Hill (Japanese Popstars რემიქსი) - 8:29
  3. On Melancholy Hill (She Is Danger რემიქსი) - 4:19
  4. Stylo (Labrinth რემიქსი, ტინი ტემპას მონაწილეობით) - 4:15
  5. On Melancholy Hill (ვიდეო) - 4:27
  6. On Melancholy Hill (მეორე ვერსია)
  7. Welcome to the World of the Plastic Beach (ცოცხალი გამოსვლის ვიზუალური მხარე) - 3:40
ჩარტი (2010) უმაღლესი
პოზიცია
ავსტრალია (ARIA)[3] 94
ბელგია (Ultratip ფლანდრია)[4] 22
ბელგია (Ultratip ვალონია)[5] 22
UK Dance (ოფიციალური ჩარტების კომპანია)[6] 13
ბრიტანეთის სინგლები (ოფიციალური ჩარტების კომპანია)[7] 78

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „Melancholy Hill available as a special download“. NME. 14 June 2010. ციტირების თარიღი: 2010-06-16. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |1= (დახმარება)
  2. http://www.stereogum.com/1690155/the-10-best-gorillaz-songs/franchises/10-best-songs/
  3. „The ARIA Report: Week Commencing 9 August 2010“ (PDF) (1067). Pandora Archive. 11 August 2010. ციტირების თარიღი: 22 February 2014. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  4. "Ultratop.be – Gorillaz – On Melancholy Hill" (ჰოლანდიურად). Ultratip. წაკითხვის თარიღი: 12 June 2014.
  5. "Ultratop.be – Gorillaz – On Melancholy Hill" (ფრანგულად). Ultratip. წაკითხვის თარიღი: 12 June 2014.
  6. "Archive Chart: 2010-07-10" UK Dance Chart.
  7. "Gorillaz: Artist Chart History" Official Charts Company.