Nokia Lumia 530
Nokia Lumia 530 | |
---|---|
მწარმოებელი | Microsoft Mobile (Microsoft) |
სიხშირეთა დიაპაზონი |
GSM/GPRS/EDGE 850/900/1800/1900 HSPA 900/2100 ( 850/1900 for RM-1018/RM-1020) |
საოპერაციო სისტემა | Windows Phone 8.1 |
მასა | 129 გრამი |
ზომა | 119.7 x 62.3 x 11.7 მმ |
ფოტოკამერა | 5 მეგაპიქსელი ფიქსირებული ფოკუსით, f/2.4 ფლეშის გარეშე, FWVGA 864x480 ვიდეო |
ბატარეა | 1430 mAh |
მეხსიერება |
4 გბ შიდა 512მბ RAM |
დაკავშირება | Wi-Fi 802.11 b/g/n |
Nokia Lumia 530 — Microsoft Mobile-ის საწყისი დონის სმარტფონი, რომელიც მუშაობს ოპერაციულ სისტემა Windows Phone 8.1-ზე.
2014 წლის 10 ნოემბერს Microsoft-მა გამოუშვა მისი მემკვიდრე Microsoft Lumia 535, რომელიც აღჭურვილია 1 დუიმით უფრო დიდი IPS ეკრანით, ორმაგი დაჭერით გაღვიძების ფუნქციით, განათების სენსორით, Corning Gorilla Glass 3-ით, 8 გბ შიდა მეხსიერებით (4 გბ-ის წინააღმდეგ), 1 გბ RAM-ით (512 მბ-ის წინააღმდეგ), დიდი 1905 mAh-იანი ელემენტით (1430 mAh-ის წინააღმდეგ), 5 მეგაპიქსელიანი წინა კამერით, მთავარი კამერა ავტოფოკუსით (ფიქსირებული ფოკუსის წინააღმდეგ) და LED ფლეშით[1][2].
მოწყობილობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Nokia Lumia 530-ს გააჩნია 4 დუიმიანი სენსორული ეკრანი. Lumia-ს ხაზის სხვა ტელეფონებისგან განსხვავებით ცოტათი შემცირებული აქვს ხედვის კუთხე.
პროგრამული უზრუნველყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Lumia 530 მუშაობს ოპერაციულ სისტემა Windows Phone 8.1-ზე. აგრეთვე გააჩნია ისეთი ექსკლუზიური პროგრამული უზრუნველყოფა როგორიცაა, Nokia Mix Radio და HERE Maps (რომელიც აჩვენებს დეტალურ მოძრაობას, ავტონომიურ რუკებსა და ნავიგაციასა და ტრანზიტულ მონაცემებს).
შეფასება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Ars Technica Lumia 530-ს არასწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს. მის წინამორბედ Lumia 520-სგან განსხვავებით, Lumia 530 უფრო უარესია რადგან მას არ აქვს კამერის სპეციალური ღილაკი, გააჩნია უფრო უარესი ეკრანი ცუდი კონტრასტით, ფერითა და ხედვის კუთხით და გააჩნია ყველაზე საშინელი გრაფიკული პროცესორი[3].
PC Advisor-იც Lumia 530-ს თავის წინამორბედზე უარეს მოდელად თვლის, რადგან გააჩნია ფიქსირებულ ფოკუსიანი უარესი კამერა, მაშინ როდესაც მის წინამორბედს ავტოფოკუსი ჰქონდა, მეხსიერების ნახევარი და უარესი გრაფიკული პროცესორი[4].
ვარიანტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აქ მოცემულია ორი ორსიმიანი მოდელი: RM-1019 და RM-1020
მოდელი | RM-1017 | RM-1018 | RM-1019 | RM-1020 |
---|---|---|---|---|
ქვეყანა | საერთაშორისო | ამერიკა / აზია-ოკეანეთი | საერთაშორისო | ბრაზილია / ტაილანდი |
მატარებელი/მომწოდებელი | სხვადასხვა | სხვადასხვა | უცნობია | უცნობია |
2G | Quad band GSM/EDGE (850/900/1800/1900 მჰც) | |||
3G | 900/2100 მჰც | 850/900/1900/2100 მჰც | 900/2100 მჰც | 850/900/1900/2100 მჰც |
ქსელის მაქსიმალური სიჩქარე | HSPA : 21 მბ/წმ |
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „Nokia Lumia 530“ ვიკისაწყობში.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Microsoft Lumia 535 Vs Nokia Lumia 530 Spec Comparison. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-12-21. ციტირების თარიღი: 2015-05-13.
- ↑ The Lumia 535 fixes Microsoft's low-end problem with Windows Phone but will anyone see it? | Windows Central
- ↑ Newer, but not better: The Nokia Lumia 530 reviewed
- ↑ Nokia Lumia 530 vs 520 comparison review: why the new Windows Phone is worse than the old one - PC Advisor
|