My Name Is
„My Name Is“ | ||||
---|---|---|---|---|
სინგლი — ემინემი | ||||
ალბომიდან The Slim Shady LP | ||||
გამოსვლის თარიღი | 25 იანვარი, 1999 | |||
ჩაიწერა | 1998 | |||
ჟანრი | ||||
ხანგრძლივობა | 4:28 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | ||||
ავტორ(ებ)ი | ||||
პროდიუსერი | Dr. Dre | |||
ემინემი — სინგლების ქრონოლოგია | ||||
|
„My Name Is“ — ამერიკელი რეპერ ემინემის სიმღერა. იგი გამოიცა ალბომის The Slim Shady LP პირველი სინგლის სახით, 1999 წელს. ეს არის რეპერის მეორე, მაგრამ წინასთან („Just Don't Give a Fuck“) შედარებით კომერციულად წარმატებული სინგლი. გარკვეულწილად, პოპულარობა რეპერს მოუტანა სკანდალურმა ტექსტმა, რომლითაც იგი აკრიტიკებს პირადი და საზოგადო ცხოვრების სხვადასხვა ასპექტს. არანაკლებ სკანდალური რეპუტაცია შეიძინა სიმღერის მუსიკალურმა ვიდეომ, რომელშიც რეპერი განასახიერებს სხვადასხვა პერსონაჟს და ცნობილ პიროვნებას.
სიმღერაში გამოყენებულია ლაბი სიფრეს 1975 წლის „I Got The...“-ს სემპლი. „My Name Is“ VH1-ის 90-იანების უდიდესი სიმღერების სიაში #26 პოზიციას იკავებდა.[2] იგი აგრეთვე მოხვდა Q-ს ყველა დროის 1001 უდიდესი სიმღერის სიაში, #6 ადგილზე[3], Rolling Stone-მა კი 2016 წელს ყველა დროის 100 უდიდესი ჰიპ-ჰოპ სიმღერის რეიტინგში #39 ადგილი მიანიჭა.[4] „My Name Is“-მა რეპერს მოუპოვა პირველი გრემი, 2000 წელს.
სიმღერების სია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბრიტანული CD 1[5]
- My Name Is (რადიოს ვერსია)
- My Name Is (უცენზურო ვერსია)
- My Name Is (ინსტრუმენტული)
- ბრიტანული CD 2[6]
- My Name Is (ცენზურით)
- My Name Is (ინსტრუმენტული)
- Just Don't Give (ცენზურით)
- ბრიტანული აუდიოკასეტა
- My Name Is (ცენზურით)
- My Name Is (ინსტრუმენტული)
ჩარტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩარტი (1999) | უმაღლესი პოზიცია |
---|---|
ავსტრალია (ARIA)[7] | 13 |
ავსტრია (Ö3 Austria Top 40)[8] | 24 |
ბელგია (Ultratop 50 ფლანდრია)[9] | 33 |
კანადა (RPM)[10] | 38 |
საფრანგეთი (SNEP)[11] | 68 |
გერმანია (Media Control AG)[12] | 37 |
ირლანდია (IRMA)[13] | 4 |
ნიდერლანდები (Dutch Top 40)[14] | 12 |
ახალი ზელანდია (RIANZ)[15] | 4 |
ნორვეგია (VG-lista)[16] | 8 |
შვედეთი (Sverigetopplistan)[17] | 16 |
შვეიცარია (Schweizer Hitparade)[18] | 29 |
ბრიტანეთის სინგლები (ოფიციალური ჩარტების კომპანია)[19] | 2 |
აშშ Billboard Hot 100[20] | 36 |
აშშ Alternative Songs (Billboard)[21] | 37 |
აშშ Hot R&B/Hip-Hop Songs (Billboard)[22] | 18 |
აშშ Rap Songs (Billboard)[23] | 10 |
აშშ Pop Songs (Billboard)[24] | 29 |
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Spence, D.. (ნოემბერი 12, 2004) The Slim Shady LP. IGN.
- ↑ 100 Greatest Songs of the '90s. Blog.vh1.com (2007-12-13). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-14. ციტირების თარიღი: 2012-09-09.
- ↑ 1001 Best Songs Ever. Rocklistmusic.co.uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-28. ციტირების თარიღი: 2012-09-09.
- ↑ Rolling Stones' 100 Greatest Hip-Hop songs of all time. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 7, 2016. ციტირების თარიღი: აპრილი 19, 2016.
- ↑ My Name Is [CD 1: Amazon.co.uk: Music]. Amazon.co.uk. ციტირების თარიღი: 2012-09-09.
- ↑ My Name Is [CD 2: Amazon.co.uk: Music]. Amazon.co.uk. ციტირების თარიღი: 2012-09-09.
- ↑ Eminem – Hi! My Name Is. australian-charts.com. Hung Medien. ციტირების თარიღი: 1 აგვისტო 2011.
- ↑ Eminem – Hi! My Name Is (in German). austriancharts.at. Hung Medien. ციტირების თარიღი: 1 აგვისტო 2011.
- ↑ Eminem – Hi! My Name Is (in Dutch). ultratop.be. Hung Medien. ციტირების თარიღი: 1 აგვისტო 2011.
- ↑ Top Singles – Volume 68, No. 26, აპრილი 19, 1999. RPM. ციტირების თარიღი: 1 აგვისტო 2011.
- ↑ Eminem – Hi! My Name Is (in French). lescharts.com. Hung Medien. ციტირების თარიღი: 1 აგვისტო 2011.
- ↑ Chartverfolgung / Eminem / Single (in German). musicline.de. Media Control Charts. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-03-06. ციტირების თარიღი: 1 აგვისტო 2011.
- ↑ The Irish Charts – All there is to know (insert "Eminem" into the "Search by Artist" box, and "My Name Is" into the "Search by Song Title" box). irishcharts.ie. Irish Recorded Music Association. ციტირების თარიღი: 1 აგვისტო 2011.
- ↑ Nederlandse Top 40 – week 18, 1999 (in Dutch). top40.nl. Dutch Top 40. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-22. ციტირების თარიღი: 1 აგვისტო 2011.
- ↑ Eminem – Hi! My Name Is. charts.org.nz. Hung Medien. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-11-15. ციტირების თარიღი: 1 აგვისტო 2011.
- ↑ Eminem – Hi! My Name Is. norwegiancharts.com. Hung Medien. ციტირების თარიღი: 1 აგვისტო 2011.
- ↑ Eminem – Hi! My Name Is. swedishcharts.com. Hung Medien. ციტირების თარიღი: 1 აგვისტო 2011.
- ↑ Eminem – Hi! My Name Is (in German). hitparade.ch. Hung Medien. ციტირების თარიღი: 1 აგვისტო 2011.
- ↑ Eminem (select "View Singles" tab). ოფიციალური ჩარტების კომპანია. ციტირების თარიღი: 28 აგვისტო 2011.
- ↑ Eminem Album & Song Chart History: Hot 100. Billboard. Nielsen Business Media, Inc. ციტირების თარიღი: 1 აგვისტო 2011.
- ↑ Eminem Album & Song Chart History: Alternative Songs. Billboard. Nielsen Business Media, Inc. ციტირების თარიღი: 11 მარტი 2015.
- ↑ Eminem Album & Song Chart History: R&B/Hip-Hop Songs. Billboard. Nielsen Business Media, Inc. ციტირების თარიღი: 1 აგვისტო 2011.
- ↑ Eminem > Charts & Awards > Billboard Singles. Allmusic. Macrovision. ციტირების თარიღი: 1 აგვისტო 2011.
- ↑ Hot 100 Songs & New Music: 1 – 10 Songs | Billboard Music Charts de. Billboard.com. ციტირების თარიღი: 2012-09-09.