EPLive Recordings 2004 — ბრიტანული ალტერნატიული როკ-ჯგუფ Keane-ის პირველი საკონცერტო ალბომი, რომელიც გამოვიდა 2005 წელს.[1] მასში შეტანილია ექვსი სიმღერა, რომელიც ჩაწერილი იქნა ჯგუფის პირველი საკონცერტო ტურნეს მსვლელობისას. ყველა სიმღერა მანამდე ცნობილი იყო და შედიოდა ალბომში Hopes and Fears, გარდა სიმღერის Allemande, რომელიც გამოიცა მხოლოდ სინგლზე This Is the Last Time.