შინაარსზე გადასვლა

Grand Theft Auto IV

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Grand Theft Auto IV
დეველოპერ(ებ)ი Rockstar North
გამომცემელი Rockstar Games
დისტრიბუტორი Take-Two Interactive
სერია Grand Theft Auto
ძრავა RAGE
პლატფორმ(ებ)ი PlayStation 3
Xbox 360
Microsoft Windows
გამოსვლის თარიღი PlayStation 3, Xbox 360 WW 29 აპრილი, 2008
Microsoft Windows ჩრდ.ამ. 2 დეკემბერი, 2008
ევრ 3 დეკემბერი, 2008
ჟანრ(ებ)ი მოქმედებითი-სათავგადასავლო
ავტოსიმულატორი
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთამაშიანი
მრავალმოთამაშიანი
პროგრამისტ(ებ)ი ადამ ფაულერი
ალექსანდერ როჯერი
მხატვარი აარონ გარბატი
სცენარისტი დენ ჰაუზერი
რუპერტ ჰამფრისი
კომპოზიტორი მაიკლ ჰანტერი
საიტი ოფიციალური საიტი

Grand Theft Auto IV (აგრეთვე ცნობილი აბრევიატურებით: GTA4 და GTA IV) — ღია სამყაროს მოქმედებითი-სათავგადასავლო ჟანრის ვიდეო თამაში, რომელიც შეიმუშავა Rockstar North-მა და გამოსცა Rockstar Games-მა. გამოვიდა 2008 წლის 29 აპრილს PlayStation 3-სა და Xbox 360-ის პლატფორმებისთვის, ხოლო PC-ითვის - 2008 წლის 2 დეკემბერს. იგი არის მეთერთმეტე ნაწილი Grand Theft Auto-ს სერიიდან. თამაში მიმდინარეობს გამოგონილ ქალაქ ლიბერტი-სიტიში, (დაფუძნებული ნიუ-იორკზე),[1] სადაც მთავარი გმირი არის აღმოსავლეთ ევროპელი[2] ომის ვეტერანი ნიკო ბელიკი, რომელიც ჩამოდა ამ ქალაქში თავისი წარსულის დასავიწყებლად და ახალი ცხოვრების დასაწყებად. ღია სამყაროს დიზაინი საშუალებას აძლევს მოთამაშეს თავისუფლად გადაადგილდეს ქალაქის ნებისმიერ წერტილში.

თამაში არის მესამე პირის ხედვით,[3] სადაც გადაადგილება შესაძლებელია არის, როგორც ქვეითად, ასევე ავტომობილით. ერთმოთამაშიან რეჟიმში მსვლელობისას მოთამაშე აკონტროლებს პერსონაჟს ნიკო ბლიკს, ხოლო მრავალმოთამაშიანში ჩართული არის არაუმეტეს 32 მოთამაშე. მოგვიანებით, გამოვიდა ორი დამატება სახელწოდებით The Lost and Damned (2009) და The Ballad of Gay Tony (2009), განსხვავებული სიუჟეტითა და ახალი პერსონჟებით.

შემუშავება დაიწყო Grand Theft Auto: San Andreas-ის გამოსვლიდან მცირე ხნის შემდეგ.[4] თამაში დაანონსდა 2006 წლის მაისში. გამოსვლისთანავე მიიღო უმაღლესი შეფასებები მიმოხილველებისგან. ძირითადად, შეაქეს თამაშის სიუჟეტი და ღია სამყაროს დიზაინი. თუმცა მოჰყვა კტირიკაც, ეს ძირითადად გამოწვეული იყო თამაშში არსებული ძალადობის გამო. მათ, ასევე გააკრიტიკეს არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანის მართვის შესაძლებლობაზე. მიუხედავად ამისა, GTA 4-მა გაარღვია ინდუსტრიის რეკორდი და იმ დროში გახდა ყველაზე სწრაფად გაყიდვადი გასართობი პროდუქტი ისტორიაში, რომლის შემოსავალმა ერთი დღის განმავლობაში $310 მილიონს,[5] ხოლო ერთ კვირაში $500 მილიონს გადააჭარბა.[6][7]. 2013 წლის ივნისის თვის მონაცემით გაიყიდა GTA IV-ის 25 მილიონი ეგზემპლარი.[8] იგი ითვლება ერთ-ერთ საკულტო ვიდეო თამაშად მეშვიდე თაობის კონსოლებს შორის და კრტიკოსთა უმრავლესობის აზრით - ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო თამაშად. GTA 4-ს გადაეცა უამრავი ჯილდო, მათ შორის "წლის თამაშის" ტიტული სხვადასხვა სათამაშო ვებსიტებისა და ჟურნალ-გაზეთებისაგან, მათ შორის Giant Bomb-ისგნა,[9] Kotaku-სა[10] და GameTrailers-ისგან[11]. 2013 წლის 17 სექტემბერს გამოვიდა სერიის მორიგი თამაში Grand Theft Auto V.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Moore, Matthew (14 მაისი, 2008). „Grand Theft Auto IV: Photos reveal similarities between Liberty City and New York City“. London: The Daily Telegraph. ციტირების თარიღი: 12 ნოემბერი, 2008. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  2. Crispin Boyer (March 2008). „Sweet Land of Liberty“. Electronic Gaming Monthly: 44–56. Sam Houser: "He's from that gray part of broken-down Eastern Europe, a war-torn area."
  3. Marbles, Mr. "Wanted" in Gamepro Magazine p. 52 (October 2007)
  4. „GTA Gets Real“. PlayStation Official Magazine (ბრიტანეთი). United Kingdom: Future Publishing (6): 54–67. June 2007.
  5. Nichols, Shaun. (9 მაისი, 2008) GTA IV smashes sales records. V3. ციტირების თარიღი: 26 მაისი, 2008.
  6. Richtel, Mike (7 მაისი, 2008). „A $500 Million Week for Grand Theft Auto“. The New York Times. Arthur Ochs Sulzberger, Jr. ციტირების თარიღი: 7 May 2008. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  7. Paul, Franklin (7 მაისი, 2008). „Take-Two's Grand Theft Auto 4 sales top $500 million“. Reuters. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-04. ციტირების თარიღი: 8 მაისი, 2008. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  8. Futter, Mike. (30 ივლისი, 2013) Grand Theft Auto IV Has Sold 25 Million Units To-Date. Game Informer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-08. ციტირების თარიღი: 15 ივნისი, 2014.
  9. Giant Bomb Golden Anniversary Year-End Awards Extravaganza Spectacular 2008: Game of the Year. Giant Bomb (30 დეკემბერი, 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 იანვარი, 2011. ციტირების თარიღი: 24 სექტემბერი, 2011.
  10. Kotaku's 2008 Games of the Year Awards. Kotaku. Gawker Media (5 იანვარი, 2009). ციტირების თარიღი: 24 სექტემბერი, 2011.
  11. GameTrailers Game of the Year Awards 2008, Game of the Year. GameTrailers. Defy Media (31 დეკემბერი, 2008). ციტირების თარიღი: 23 სექტემბერი, 2011.