Genesis-სა და Mega Jet-ის მსგავსად, Nomad მოიხმარდა 16/32-ბიტიან Motorola 68000-ის მიკროპროცესორს[3] და ექვს ცალ AA-ბატარეებს ორიდან სამ საათამდე ხანგრძლივობით.[4] მასში ჩაშენებული იყო 3,25-დიუმიანი ფერადი ეკრანი,[5] ასევე გააჩნდა სტანდარტულ ტელევიზორზე მიერთების ფუნქცია.[3]
კონსოლი ექსკლუზიურად იყიდებოდა ჩრდილოეთ ამერიკაში და ოფიციალურად არსდროს გამოსულა სხვა რეგიონში, გარდა ერთი შემთხვევისა, როდესაც იაპონიაში კონსოლი გამოიცა შეზღუდული რაოდენობით, თუმცა ვერ ჰპოვა სათანადო წარმატება.[4] მასზე არათავსებადი იყო Genesis-ის პერიფერიბი, მათ შორის Power Base Converter, Sega CD და 32X.
საგულისმხმო ის არის, რონ Sega Nomad-ს არ გააჩნდა თამაშების საკუთარი ბიბლიოთეკა, ამის ნაცვლად მასზე თავსებადი იყო Genesis-ის თამაშები. გამოსვლისთანავე მასზე ხელმისაწვდომი იყო 500-მდე თამაში. მას აგრეთვე შეეძლო Genesis-ისთვის შექმნილი არალიცენზირებული Hombrew და მეკობრული თამაშების გაშვება.
კონსოლმა ვერ შეძლო პოპულარობის მოპოვება მომხმარებლებში. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ამისა იყო ის, რომ ბაზარზე დომინირებდა Nintendo-ს პორტატიული კონსოლი Game Boy, ხოლო ვიდეო თამაშის „Pokémon Red and Blue“-ის გამოსვლის შემდეგ Game Boy-ს პოზიციები კიდევ უფრო გაძლიერდა, რამაც უარყოფითად იმოქმედა Nomad-ის გაყიდვებზე, აქედან გამომდინარე, 1999 წელს Nomad თავდაპირველ ფასთან შედარებით სამჯერ ნაკლებ ფასად იყიდებოდა. საბოლოო ჯამში, იმავე წელს კომპანია Sega-მ შეწყვიტა კონსოლის წარმოება.