Game Park
იერსახე
ტიპი | კერძო |
---|---|
დარგი | ვიდეო თამაშების ინდუსტრია |
დაფუძნდა | 1996 |
დაიხურა | 2007 |
სათავო ოფისი | სამხრეთი კორეა |
პროდუქცია | აპარატული უზრუნველყოფა |
საიტი |
|
Game Park — აპარატული უზრუნველყოფის მწარმოებელი სამხრეთ კორეული კომპანია, დაარსებული 1996 წელს.
2001 წლის 23 ნოემბერს კომპანიამ, სამხრეთ კორეასა და ევროპის გარკვეულ ტერიტორიაზე გამოსცა პირველი პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი — GP32.
2005 წელს Game Park-ს გამოეყო რამდენიმე თანამშრომელი და დაარსეს კომპანია GamePark Holdings, რომლებმაც იმავე წლის 10 ნოემბერს გამოსცეს ლინუქსზე დაფუძნებული პორტატიული კონსოლი და მედიაპლეერი GP2X, რომელიც მიჩნეულია GP32-ის მემკვიდრედ
2006 წელს, GP32-ის წარუმატებლობის შემდეგ, Game Park-მა დააანონსა მომდევნო კონსოლი — XGP და მისი შემცირებული ვერისია — XGP-Mini, თუმცა არცერთი მათგანი ოფიციალურად არასდროს გამოსულა. 2007 წელს ფინანსური პრობლემების გამო კომპანია Game Park გაკოტრდა.[1]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი (დაარქივებული)
- History of Game Park Holdings split
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ GP2X Q&A, With Craig Rothwell დაარქივებული 2008-10-20 საიტზე Wayback Machine. . Clockerz. Accessed on 24-03-2008.