Funeral — კანადური ჯგუფ Arcade Fire-ის სადებიუტო სტუდიური ალბომი. იგი აშშ-ში გამოიცა 2004 წლის 14 სექტემბერს, Merge Records-ზე, ხოლო 2005 წლის 28 თებერვალს ალბომი ევროპაში Rough Trade Records-მა გამოუშვა. ალბომმა თავისი სახელწოდება შეიძინა ჯგუფის ზოგიერთ წევრთა ოჯახის წევრების გარდაცვალების გამო: რეჯინ შასანის ბებია გარდაიცვალა 2003 წლის ივნისში, უინ და უილიამ ბატლერების პაპა (სვინგის შემსრულებელი ალვინო რეი) — 2004 წლის თებერვალში, ხოლო რიჩარდ პერის დეიდა — იმავე წლის აპრილში.