შინაარსზე გადასვლა

F-15E Strike Eagle

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
F-15E Strike Eagle
F-15E Strike Eagle მისიის ხელმძღვანელობისას ავღანეთში, 2008.
ფუნქცია მოიერიშე და გამანადგურებელ-ბომბდამშენი
წარმოება McDonnell Douglas
Boeing Defense, Space & Security
პირველი გაფრენა 11 დეკემბერი, 1986
წარდგენა აპრილი, 1988
სტატუსი აქტიური
მომხმარებლები აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები
რაოდენობა 334 [1]
ღირებულება F-15E: 31.1 მილიონი აშშ-ის დოლარი (1998)[2]
F-15K: 100 მილიონი აშშ-ის დოლარი (2006)[3]
გაუმჯობესებული F-15 Eagle
ვარიანტები F-15SE Silent Eagle

McDonnell Douglas F-15E Strike Eagle — ყველა ამინდზე გათვლილი ამერიკული მოიერიშე გამანადგურებელ-ბომბდამშენი. დაპროექტებულია 1980-იან წლებში გრძელი მანძილების დასაფარად დიდი სიჩქარით ესკორტის ან ელექტრონული საბრძოლო თვითმფრინავების თანხლების გარეშე. Strike Eagle-მა, რომელიც წარმოებულია F-15 Eagle საჰაერო უპირატესობის განანადგურებლისგან, გაამართლა თავისი ღირებულება ოპერაციაში: უდაბნოს ქარიშხალი და გაერთიანებული ძალების ოპერაციაში, აყენებდა რა ძლიერ დარტყმებს მოწინააღმდეგის სტრატეგიულ ობიექტებს, საჰაერო პატრულს და უზრუნველყოფდა საჰაერო მხარდაჭერას ახლო მანძილიდან მოკავშირეთა ჯარებისთვის. იგი ასევე მონაწილეობდა შემდგომ კონფლიტებში და მოხდა მისი ექსპორტირება რამდენიმე ქვეყანაში. აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების F-15E Strike Eagles-ები შეიძლება განვასხვაოთ აშშ-ის სხვა Eagle ვარიანტებისგან მუქი კომუფლიაჟითა და საწვავის კონფორმული ავზებით, რომლებიც დამონტაჟებულია ძრავების გასწვრივ.

  1. Per Davies 2002, წარმოების რაოდენობა თითოეული მოდელისთვის: F-15E = 237, F-15I = 25 და F-15S = 72; ჯამში = 334. დამატებით რამდენიმე F-15K იქნა გამოშვებული.
  2. F-15E Strike Eagle fact sheet, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები, ოქტომბერი 2007.
  3. F-15E Eagle, Aerospaceweb.org.