Creeping Death
„Creeping Death“ | ||||
---|---|---|---|---|
სინგლი — მეტალიკა | ||||
ალბომიდან Ride the Lightning | ||||
B-მხარე |
Am I Evil? Blitzkrieg | |||
გამოსვლის თარიღი | 23 ნოემბერი, 1984[1] | |||
ჩაიწერა | 1983 წლის სექტემბერი - 1984 წლის ივლისი, სტუდიაში Sweet Silence Studios კოპენჰაგენი, დანია | |||
ჟანრი | თრეშ მეტალი | |||
ხანგრძლივობა | 6:36 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Megaforce, Elektra | |||
ავტორ(ებ)ი |
ჯეიმზ ჰეტფილდი ლარს ულრიხი კირკ ჰემეტი კლიფ ბარტონი | |||
პროდიუსერი |
მეტალიკა, ფლემინგ რასმუსენი | |||
მეტალიკა — სინგლების ქრონოლოგია | ||||
| ||||
აუდიომაგალითი | ||||
yes |
„Creeping Death“ — ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის მეშვიდე სიმღერა და სინგლი 1984 წლის ალბომიდან Ride the Lightning - ჯგუფის ერთადერთი კომერციულად გამოცემული სინგლი ამ დისკიდან.
სიმღერა გამოვიდა სინგლის სახით 1984 წელს გაერთიანებულ სამეფოსა და საფრანგეთში ლეიბლზე Music for Nations. B-მხარეზე განთავსებულია ქავერები Am I Evil? (დაიმონდ ჰედის ქავერი) Blitzkrieg (Blitzkrieg-ის ქავერი). ერთად ეს სინგლები ცნობილია როგორც Garage Days Revisited, რაც გახდა საფუძველი მეტალიკის მომდევნო EP-სთვის Garage Days Re-Revisited.
მუსიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Creeping Death ერთადერთი სიმღერაა ალბომში, რომელიც შესრულდა 1/4-ით მაღალ ტონებზე აწყობილი გიტარებით. სიმღერას ხშირად მოიხსენიებენ როგორც კლასიკურ მაგალითს ჯგუფის თრეშ სტილისა, მიუხედავად იმისა, რომ წინა ალბომში Kill 'Em All შესული მასალა უფრო სწრაფია.
2008 წლის 13 სექტემბერს კირკ ჰემეტმა ინტერვიუში Kerrang!-თან განაცხადა, რომ სიმღერა შეიცავდა მის ერთ-ერთ ფავორიტ საგიტარო სოლოს მეტალიკის რეპერტუარიდან.
„ამ სიმღერაშია ნამდვილად უხეში, მძიერი ენერგია. ამაღელვებელია მისი მოსმენა, და ერთ-ერთი მათგანია, რომელსაც დღესაც კი აბსოლუტური სიამოვნებით ვასრულებ ცოცხლად. ჩემი აზრით, ამ სიმღერაში მეტალიკის ერთ-ერთი საუკეთესო საგიტარო სოლოა.[2]“
|
ტექსტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაწერილია რა სიკვდილის ანგელოზის თვალთახედვიდან, იგი აღწერს პირველ ბიბლიურ კატაკლიზმებს (წიგნი ექსოდუსი 12:29). ტექსტის შთაგონების წყარო გახდა ფილმ ათი მცნების მეორე ნაწილი, სადაც აღწერილია აღნიშნული მოვლენები.[3][4] ფილმში სიკვდილის ანგელოზი წარმოდგენილია მწვანე ღრუბლის სახით.[2]
აღსანიშნავია ასევე სათაურის წარმომავლობის ისტორიაც: როდესაც ამ ფილმს უყურებდნენ, კლიფმა თქვა: „whao - it's like creeping death“, მერე ყველას ისე მოეწონა ეს ფრაზა, რომ სიმღერის სათაურად აქციეს.[2][3][4]
გარეკანის დიზაინი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გარეკანის გაფორმება ეკუთვნის ელვინ პეტის. ამ სინგლის გაფორმებაზე მეტალიკის ლოგო პირველად გამოჩნდა სამ განზომილებიანი სტილით. კირკმა შეამჩნია ელვინის სახლში კედელზე ჩამოკიდებული სურათი და შენიშნა, რომ შესანიშნავი იქნებოდა სინგლისა და სურათების დისკის გასაფორმებლად, რომლებზეც მუშაობა მალე დასრულდებოდა.
საკონცერტო შესრულება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიმღერა პირველად ცოცხლად ლოს-ანჯელესში შესრულდა 1983 წლის 4 ნოემბერს.[4]
Creeping Death-ში დიდი ყურადდღება ეთმობა ჯგუფური ვოკალის დახმარებას; სიმღერა ხშირად ითხოვს, შესრულდეს ერთზე მეტი ვოკალისტის მიერ. საკონცერტო ჩანაწერებზე კლიფ ბარტონის ჯგუფში ყოფნის პერიოდში მისი ღრიალის გაგონებაა შესაძლებელი მესამე ტაეპის დროს, ასევე ხიდის დროს. როდესაც ჯეისონ ნიუსტედი შეუერთდა ჯგუფს, იგი ხშირად მარტო მღეროდა მესამე ტაეპს კონცერტებზე, ისევე როგორც ყველა ხაზის პირველს სიტყვას. სიმღერის განმავლობაში იგი შემთხვევითად წამოიძახებდა ხოლმე Motherfucker Die! ან უბრალოდ Die!. იგი ხშირად გამოიყენებოდა ჯგუფის მიერ როგორც გამხსნელი სიმღერა ტურნეებზე.[4]
სიმღერის შესვენების დროს მსმენელებს აქეზებენ ჯგუფის წევრები, რომ დაიყვირონ Die!, რათა შეიქმნას რიტმული საფუძველი ჰეტფილდის მისამღერისთვის, რომელსაც ამ დროს ასრულებს იგი.[2][3]
1984 წლიდან ყველაზე მეტჯერ დაკრული სიმღერა იყო 2009 წლამდე, როდესაც Master of Puppets-მა ჩამოიტოვა. იგი იმ ექვს სიმღერათაგანია, რომლებიც ათასზე მეტჯერ შესრულდა.[4]
სიმღერების სია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საერთაშორისო გამოცემა | |||
---|---|---|---|
# | სახელწოდება | ავტორ(ებ)ი | ხანგრძლივობა |
1. | „Creeping Death“ | ჯეიმზ ჰეტფილდი, ლარს ულრიხი, კირკ ჰემეტი, კლიფ ბარტონი | 6:36 |
2. | „Am I Evil?“ | შონ ჰარისი, ბრაიან ტეტლერი | 7:49 |
3. | „Buried Alive“ | იენ ჯოუნსი, ჯიმ სიროტო, ბრაიანროსი | 3:35 |
საერთო ხანგრძლივობა: | 18:03 |
Creeping Death/Jump in the Fire - EP | |||
---|---|---|---|
# | სახელწოდება | ავტორ(ებ)ი | ხანგრძლივობა |
1. | „Creeping Death“ | ჰეტფილდი, ულრიხი, ჰემეტი, ბარტონი | 6:36 |
2. | „Am I Evil?“ | ჰარისი, ტეტლერი | 7:49 |
3. | „Blitzkrieg“ | ჯოუნსი, სიროტო, როსი | 3:35 |
4. | „Jump in the Fire“ | ჰეტფილდი, ულრიხი, დეივ მასტეინი | 4:41 |
5. | „Seek & Destroy“ (საკონცერტო) | ჰეტფილდი, ულრიხი | 7:04 |
6. | „Phantom Lord“ (საკონცერტო) | ჰეტფილდი, ულრიხი, მასტეინი | 4:52 |
სხვა ვერსიები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯეიმზის დაშავების გამო 2000 წლის 7, 8 და 9 ივლისს ატლანტაში, სპარტასა და დალასში ჯეისონ ნიუსტედმა იმღერა თავიდან ბოლომდე ეს სიმღერა, ხოლო რიტმულ გიტარაზე უკრავდა კენი ტადრიკი.[4]
- ლარსის ავადმყოფობის გამო 2004 წლის 6 ივნისს დონინგტონის პარკში (ინგლისი) სიმღერში დრამების პარტია შეასრულა ჯოი ჯორდისონმა Slipknot-იდან.[4]
ადრინდელი გამოყენებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიმღერის შუა ნაწილი დაწერილია მთავარი გიტარისტის კირკ ჰემეტის მიერ, სანამ იგი იმყოფებოდა ჯგუფ ექსოდუსში. სიმღერას ერქვა Die By His Hand სრულდებოდა ხოლმე ექსოდუსის კონცერტებზე, მაგრამ ამ ჯგუფის არც ერთ ალბომში არ არის შესული.[3][4]
ქავერები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯგუფები, რომელთაც შეასრულეს სიმღერის ქავერი:
- Apocalyptica - ალბომისთვის Plays Metallica by Four Cellos;
- Drowning Pool - Ozzfest 2002-ის განმავლობაში;
- Bullet for My Valentine - ალბომისთვის Higher Voltage!: Another Brief History of Rock. ამ ჯგუფს არაერთხელ აქვს შესრულებული სიმღერის ქავერი საკონცერტო წარმოდგენებზე, ასევე ალბომისთვის Scream Aim Fire;
- The Showdown Ozzfest 2007-ის განმავლობაში;
- Hiretsukan;
- Tigertailz - ალბომისთვის Banzai;
- Machine Head და Sepultura - Dubai Desert Rock 2005;
- Dark Angel - მეტალიკისადმი მიძღვნილი ალბომისთვის Metallic Attack: Metallica - The Ultimate Tribute;
- Edge of Spirit - მძიმე მეტალისადმი მიძღვნილი ალბომისთვის Stand Proud! III;
- Slipknot - DVD-სთვის Voliminal: Inside the Nine;
- Stormlord - ცოცხლად, EP-სთვის The Curse of Medussa.
სიმღერა პოპულარულ კულტურაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Creeping Death-ის მოსმენა შესაძლებელია MTV-ის შოუს Wildboyz ერთ-ერთ ეპიზოდში.
Creeping Death შესულია ასევე ვიდეო თამაშში Guitar Hero: Metallica.[4]
პერსონალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯეიმზ ჰეტფილდი – წამყვანი ვოკალი, რიტმული გიტარა
- კირკ ჰემეტი – წამყვანი გიტარა
- კლიფ ბარტონი – ბასი, დამატებითი ვოკალი
- ლარს ულრიხი – დასარტყმელი საკრავები
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Creeping Death - გამოსვლის თარიღი. Metallica.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-16. ციტირების თარიღი: 2011-07-08.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 Creeping Death. Songfacts.com. ციტირების თარიღი: 2011-07-15.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 Creeping Death. Encyclopedia Metallica. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-14. ციტირების თარიღი: 2011-07-09.
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 4.6 4.7 4.8 Creeping Death. Metlists.com. ციტირების თარიღი: 2011-07-15.