Counter-Strike
Counter-Strike | |
---|---|
დეველოპერ(ებ)ი | Valve L.L.C. |
გამომცემელი |
Sierra Studios Valve Corporation (ციფრული) |
სერია | Counter-Strike |
ძრავა | GoldSrc |
პლატფორმ(ებ)ი | Microsoft Windows, Xbox, OS X, Linux |
გამოსვლის თარიღი | 8 ნოემბერი, 2000 |
ჟანრ(ებ)ი | პირველი პირის მსროლელი |
რეჟიმ(ებ)ი | მრავალმოთამაშიანი |
დიზაინერ(ებ)ი |
მინ ლი ჯეს კლაიფი |
Counter-Strike (შემოკლ. CS; ინგლ. კონტრშეტევა, საპასუხო-დარტყმა) — ე.წ. "პირველი პირის მსროლელი" (ინგლ. First Person Shooter, FPS) ტიპის კომპიუტერული თამაში (ჟანრი 3D-მსროლელი), რომელიც გამოვიდა 2000 წლის 8 ნოემბერს. იგი არის შექმნილი კომპანია Valve Corporation-ის მიერ. დღემდე თამაშის სხვადასხვა ვერსიები დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. CS უფრო ასოცირდება Valve Corporationის მიერ 1998 წელს გამოშვებულ ამავე ჟანრის ცნობილ თამაშთან "Half-Life", რომელიც უფრო სამეცნიერო-ფანტასტიკური ხასიათისაა. კომპანია Valve-ს მიერ 2000 წელს გამოშვებული Counter Strike-ს 1.5 ვერსიაში გაერთიანებულია როგორც თვით CS და Half-Life, ასევე Valve-ს სხვა თამაშები: "Deathmatch Classic", "Team Fortress" და "Ricochet". ამ თამაშში ტარდება ჩემპიონაეტბიც.
თამაშის პროცესი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოთამაშეს შეუძლია შეუერთდეს, როგორც ტერორისტების ისევე კონტრ-ტერორისტულ გუნდს ან იყოს დამკვირვებელი. შეუძლია აირჩიოს 4 განსხვავებული ჩაცმულობა(ტერორისტებისთვის სხვაა კონტრ-ტერორისტებისთვის სხვა). რაუნდის დაწყებამდე არის რამდენიმეწამიანი დროის მონაკვეთი იარაღების და სხვა ამუნიციის შესაძენად, ამ დროს მოძრაობა და შეტევა შეუძლებელია. რაუნდის განმავლობაში შესაძლებელია უკან დაბრუნება და სასურველი შეიარაღების ყიდვა ხელახლა. აგრეთვე არსებობს ნეიტრალური ადგილი, სადაც ორივე გუნდის წევრს შეუძლია ყიდვა(დამოკიდებულია რუკის მონაცემებზე). მოთამაშე, რომელიც „მოკვდება“ შემდეგ რაუნდში ძირითადი აღჭურვილობით იქნება, გადარჩენილს უნარჩუნდება შეიარაღება.
თამაშის დროს შესაძლებელია სასურველი სახელისა და ლოგოს (სპრაის) არჩევა. არის მრავალფეროვანი რუკების არჩევანი და საერთო ჩატის ფუნქცია.
კრიტიკოსების შეფასება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გამოსვლის შემდეგ, თამაშმა მიიღო საკმაოდ მაღალი შეფასებები კრიტიკოსებისგან. [1][2][3][4][5] საერთო განხილვების საიტებზე GameRankings-სა და Metacritic-ზე ფლობს 89.20% და 88/100.
შეფასება | |
---|---|
საერთო შეფასება | |
აგრეგატორი | შეფასება |
GameRankings | 89.20%[2] |
Metacritic | 88/100[3] |
ქულები | |
წყარო | რეიტინგი |
Game Revolution | A[4] |
GameSpot | 8.4/10[5] |
IGN | 8.9/10[1] |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Steam(ინგლისური) — Steam-ის ოფიციალური საიტი.
- Valve(ინგლისური) — Valve Corporation-ის ოფიციალური საიტი.
- G7 დაარქივებული 2007-01-24 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური) — ფროფესიონალური გუნდების საერთაშორისო ასოციაცია G7 Teams.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Wolfe, Clayton. (November 22, 2000) Counter-Strike Review. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 25, 2012. ციტირების თარიღი: April 1, 2014.
- ↑ 2.0 2.1 Half-Life: Counter-Strike. GameRankings. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 8, 2018. ციტირების თარიღი: January 21, 2011.
- ↑ 3.0 3.1 Counter-Strike. Metacritic. ციტირების თარიღი: January 21, 2011.
- ↑ 4.0 4.1 Dodson, Joe. (January 1, 2001) Counter-Strike Review. Game Revolution. ციტირების თარიღი: January 29, 2014.
- ↑ 5.0 5.1 Osborne, Scott. (November 27, 2000) Half-Life: Counter-Strike Review. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 1, 2014. ციტირების თარიღი: April 1, 2014.
|
- სტატიების ესკიზები პერსონალური კომპიუტერული თამაშების შესახებ
- Counter-Strike
- 2000 წლის ვიდეო თამაშები
- კიბერსპორტის თამაშები
- პირველი პირის შუტერი თამაშები
- ასიმეტრიული მრავალმოთამაშიანი ვიდეო თამაშები
- GoldSrc ძრავის თამაშები
- Linux-ის თამაშები
- Microsoft-ის თამაშები
- მრავალმოთამაშიანი ონლაინ თამაშები
- Mac OS X-ის თამაშები
- Valve Corporation-ის თამაშები
- ვიდეო თამაშები ცენზურის ქვეშ
- Windows-ის თამაშები
- Xbox-ის თამაშები