Bathory
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|Bathory}} |
Bathory | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
Bathory ვიკისაწყობში |
Bathory — შვედური ბლეკ და ვიკინგური მეტალ ჯგუფი, დაარსებული 1983 წლის მარტში, ველინგბიუში (სტოკჰოლმის რაიონში) გიტარისტ და ვოკალისტ კუორთონის (ნამდვილი სახელი თომას ფორსბერგი) მიერ. ჯგუფმა დიდი გავლენა მოახდინა ბლეკ-მეტალის შემდგომ შემსრულებლებზე და აღნიშნული ჟანრის ერთ-ერთ პიონერად ითვლება, ვენომისა და მერსიფულ ფეიტის გვერდით. ჯგუფის პირველი ოთხი ალბომი ბლეკ-მეტალს განეკუთვნება.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯგუფის დაარსებისას კუორთონი 17 წლის იყო, მას შეუერთდნენ დრამერი ჯონას აკერლუნდი და ბას გიტარისტი ფრედერიკ მელანდერი. კუორთონის განცხადებით ჯგუფის სახელი უნგრელი გრაფინიასა და სერიული მკვლელის, ელიზაბეტ ბატორის სახელისგან მოდის, თუმცა აკერლუნდის თქმით, ჯგუფმა სახელი ვენომის სიმღერა „Countess Bathory“ მიიღო. ჯგუფის შედარებით გვიანი შრომები მხოლოდ კუორთონის მიერაა ჩაწერილი, როდესაც იგი ჯგუფის ერთადერთ წევრი იყო. მათი შედარებით ადრეული სიმღერები კი სატანიზმისა და ოკულტიზმის დიდ გავლენას განიცდიდა, თუმცაღა თავად არასდროს ყოფილა სატანისტური. მსგავს თემებზე წერა ქრისტიანობის წინააღმდეგ ჯანყისთვის იყო გამიზნული და მის კრიტიკას წარმოადგენდა, რაც შემდეგ ბევრმა ბლეკ-მეტალს არტისტმა შეითვისა.
ჯგუფმა თავისი სადებიუტო და ამავდროულად იგივე სახელწოდების ალბომი Bathory 1984 წელს გამოუშვა, რომლის გარეკანის ფოტოდ შავ ფონზე გამოსახული თხა იყო გამოყენებული. ალბომის ადრეული ვერსია ოქროსფერი იყო, კუორთონს მისი გაფორმება ნამდვილი ოქროთი სურდა, თუმცა ეს ძვირი დაჯდებოდა და ვერ განახორციელეს. არსებობის წლებში ჯგუფმა სულ რამდენიმე კონცერტი ჩაატარა, თუმცა შემდგომში საკონცერტო ტურნეებისგან თავი შეიკავა. Bathory-ს მომდევნო სამი ალბომი The Return……, Under the Sign of the Black Mark, და Blood Fire Death კვლავ ბლეკ-მეტალს განეკუთვნებოდა. ჯგუფის ადრეული სტილი მანამდე არსებული მოუტერჰედისა და Black Sabbath-ისას ჰგავდა, თუმცაღა დროთა განმავლობაში ჩამოაყალიბა საკუთარი, შედარებით მელოდიური სტილი, რომელსაც შემდგომ ნორვეგიული ბლეკ-მეტალის სცენაზეც ბევრი იყენებდა. მეოთხე ალბომში, უკვე გამოჩნდა ჰეროიზმის იდეები, სკანდინავიური მოტივებით, ხოლო მეხუთე ალბომი Hammerheart მთლიანად ვიკინგურ მეტალს განეკუთვნებოდა. ეს სტილი ჯგგუფის შემდგომ ალბომებშიც შენარჩუნდა, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, კერძოდ კი Requiem-ში (1994) და Octagon-ში (1995), რომლებიც თრეშ მეტალს განეკუთვნებოდნენ და Destroyer of Worlds-ში (2001), რომლითაც ჯგუფი ბლეკ-მეტალს დაუბრუნდა. ჯგუფმა არსებობა შეწყვიტა 2004 წელს, როდესაც კუორთონი გულის შეტევისგან გარდაიცვალა[1]. მის საპატივსაცემოდ 2006 წელს გამოიცა Bathory-ს საუკეთესო სიმღერათა კრებული.
დისკოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სტუდიური ალბომები
- Bathory (1984)
- The Return…… (1985)
- Under the Sign of the Black Mark (1987)
- Blood Fire Death (1988)
- Hammerheart (1990)
- Twilight of the Gods (1991)
- Requiem (1994)
- Octagon (1995)
- Blood on Ice (1996)
- Destroyer of Worlds (2001)
- Nordland I (2002)
- Nordland II (2003)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Santos, José Carlos (2009). Terrorizer's Secret History of Black Metal. Dark Arts Ltd, გვ. 10–11.