Barrett (ალბომი)
Barrett | ||||
---|---|---|---|---|
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 14 ნოემბერი, 1970 | |||
ჩაიწერა | 26 თებერვალი 17 ივლისი 1970 | |||
ჟანრი |
ფსიქოდელიური როკი ფოლკ როკი | |||
ხანგრძლივობა |
38:43 (ორიგინალური გამოცემა) 56:13 (Crazy Diamond-ის ვერსია) | |||
ლეიბლი |
Harvest/EMI Capitol Records (აშშ) | |||
პროდიუსერი | რიჩარდ რაიტი, დეივიდ გილმორი | |||
სიდ ბარეტი — ქრონოლოგია | ||||
|
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
Allmusic | [1] |
Rolling Stone | [2] |
Barrett — სიდ ბარეტის მეორე სოლო ალბომი, რომელიც ჩაიწერა პიტერ ჯენერის ინიციატივით.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯენერი თვლიდა, რომ სიდს ჯერ კიდევ შეეძლო კარგი ალბომის ჩაწერა, თუმცა სიდის მდგომარეობა იმ პერიოდისათვის უკვე მძიმე იყო და მასთან ურთიერთობა იყო პრაქტიკულად შეუძლებელი.
წინა ალბომის ჩაწერისგან განსხვავებით, ამ დისკის ჩაწერისას სიდი უფრო მშვიდი იყო. ალბომზე მუშაობისას დეივიდ გილმორმა (რომელიც მისი პროდიუსერი იყო) შეცვალა მუშაობის ტაქტიკა, წინა ჩანაწერისგან განსხვავებით. მუსიკოსები იწერდნენ საკუთარ სოლოებს, შემდეგ კი მათ სიდის სოლოები ემატებოდა. ეს გაკეთდა იმისთვის, რათა ჟღერადობას უფრო პროფესიონალური სახე ჰქონოდა.
ალბომის სიმღერების ნაწილი საკმაოდ ბნელი და მძიმე ჟღერადობით გამოირჩევა, ვოკალში შეიმჩნევა განცდა (მაგალითად, „Dominoes“-ში). დიდი რაოდენობით ჟღერს რიჩარდ რაიტის ორგანი. ჯერი შირლიმ (Humble Pie) დაუკრა დასარტყმელ საკრავებზე. პერკუსიაზე ჯონ უილსონი და უილი უილსონი უკრავენ.
1970 წლის 6 ივნისს სიდმა გამართა ერთადერთი კონცერტი, რომელზეც დაუკრეს დეივიდ გილმორმა და ჯერი შირლიმ (ორივე უკრავდა სტუდიურ დისკზე). კონცერტის დროს სიდი მოულოდნელად გავიდა სცენიდან და აღარ დაბრუნებულა.
მსმენელმა გამოსვლისას ეს ალბომი უფრო ნაკლები ინტერესით მიიღო, ვიდრე The Madcap Laughs. დაღლილი ბარეტი დაბრუნდა კემბრიჯში, მცირე დროის განმავლობაში უკრავდა ჯგუფთან Stars (1972), ხოლო 1974 წლის წარუმატებელი სესიების შემდეგ სამუდამოდ წავიდა მუსიკალური სამყაროდან.
1993 წელს ალბომი გამოვიდა კომპილაციის Crazy Diamond შემადგენლობაში, დამატებითი სტუდიური დუბლებით. 2010 წელს გამოვიდა რემასტერი (ალბომთან The Madcap Laughs ერთად). 2015 წელს ალბომი გამოვიდა იაპონიაში, SHM-CD-ის სახით, კიდევ ორი დამატებითი სიმღერით.
ალბომის გარეკანი შედგენილია ბარეტის ნახატებით, რომლებიც მას ჯერ კიდევ სამხატვრო კოლეჯში სწავლისას დაუგროვდა. კომპილაციის Crazy Diamond შემთხვევაში, ბუკლეტს ახლავს ანოტაციები.
სიმღერების სია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ორიგინალური გამოცემა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მხარე 1 | |||
---|---|---|---|
# | სახელწოდება | შენიშვნები | ხანგრძლივობა |
1. | „Baby Lemonade“ | დუბლი 1, ჩაიწერა: 26 თებერვალი 1970 | 4:10 |
2. | „Love Song“ | დუბლი 1, ჩაიწერა: 17 ივლისი 1970, დამატებითი დუბლები: 17 ივლისი | 3:03 |
3. | „Dominoes“ | დუბლი 3, ჩაიწერა: 14 ივლისი 1970 | 4:08 |
4. | „It Is Obvious“ | დუბლი 1, ჩაიწერა: 17 ივლისი 1970, დამატებითი დუბლები: 20 ივლისი | 2:59 |
5. | „Rats“ | დემო, ჩაიწერა: 7 მაისი 1970, დამატებითი დუბლები: 5 ივნისი | 3:00 |
6. | „Maisie“ | დუბლი 2, ჩაიწერა: 26 თებერვალი 1970 | 2:51 |
მხარე 2 | |||
---|---|---|---|
# | სახელწოდება | შენიშვნები | ხანგრძლივობა |
7. | „Gigolo Aunt“ | დუბლი 15, ჩაიწერა: 27 თებერვალი 1970, დამატებითი დუბლები: 2 აპრილი | 5:46 |
8. | „Waving My Arms in the Air“ | დუბლი 1, ჩაიწერა: 27 თებერვალი 1970, დამატებითი დუბლები და ვოკალის ახალი ჩაწერა - 2 აპრილი | 2:09 |
9. | „I Never Lied to You“ | დუბლი 1, ჩაიწერა: 27 თებერვალი 1970, დამატებითი დუბლები და ვოკალის ახალი ჩაწერა - 2 აპრილი | 1:50 |
10. | „Wined and Dined“ | დუბლი 10, ჩაიწერა: 14 ივლისი 1970 | 2:58 |
11. | „Wolfpack“ | დუბლი 2, ჩაიწერა: 3 აპრილი 1970 | 3:41 |
12. | „Effervescing Elephant“ | დუბლი 9, ჩაიწერა: 14 ივლისი 1970 | 1:52 |
საერთო ხანგრძლივობა: | 38:43 |
1993 წლის გამოცემა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1993 წელს Barrett გამოიცა კომპილაციის Crazy Diamond შემადგენლობაში, დამატებითი სიმღერებით:
დამატებითი სიმღერები | |||
---|---|---|---|
# | სახელწოდება | შენიშვნები | ხანგრძლივობა |
13. | „Baby Lemonade“ | დუბლი 1, ჩაიწერა: 26 თებერვალი 1970 მხოლოდ გიტარა და ორმაგი ვოკალი | 3:46 |
14. | „Waving My Arms in the Air“ | დუბლი 1, ჩაიწერა: 26 თებერვალი 1970 მხოლოდ გიტარა და ვოკალი | 2:13 |
15. | „I Never Lied to You“ | დუბლი 1, ჩაიწერა: 27 თებერვალი 1970 მხოლოდ გიტარა და ვოკალი | 1:48 |
16. | „Love Song“ | დუბლი 1, ჩაიწერა: 14 ივლისი 1970 | 2:32 |
17. | „Dominoes“ | დუბლი 1, ჩაიწერა: 14 ივლისი 1970 | 0:40 |
18. | „Dominoes“ | დუბლი 2, ჩაიწერა: 14 ივლისი 1970 | 2:36 |
19. | „It Is Obvious“ | დუბლი 2, ჩაიწერა: 17 ივლისი 1970 მხოლოდ ელექტრონული გიტარა და ვოკალი | 3:51 |
საერთო ხანგრძლივობა: | 56:13 |
პერსონალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სიდ ბარეტი – გიტარა, ვოკალი
- დეივიდ გილმორი – პროდიუსერი, გიტარა, ბას-გიტარა, ორგანი, დასარტყმელი საკრავები, დამატებითი ვოკალი
- რიჩარდ რაიტი – პროდიუსერი, კლავიშებიანი საკრავები, ფორტეპიანო, ორგანი, დამატებითი ვოკალი
- ვიკ სეიველი – საყვირი
- ჯერი შირლი – დასარტყმელი საკრავები და პერკუსია
- უილი უილსონი – პერკუსია
- ჯონ უილსონი – დასარტყმელი საკრავები
- პიტერ ბაუნი — ხმის ინჟინერი
- Hipgnosis — დიზაინი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ უნტერბერგერი, რიჩი. Barrett – Syd Barrett : Songs, Reviews, Credits, Awards. AllMusic. ციტირების თარიღი: 1 აგვისტო 2012.
- ↑ Syd Barrett | Bio, Pictures, Videos. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-12-08. ციტირების თარიღი: 9 სექტემბერი 2012.
|