შინაარსზე გადასვლა

BBC One

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
BBC One
ქვეყანა გაერთიანებული სამეფო
დაფუძნდა 2 ნოემბერი, 1936
დამფუძნებელი BBC
მფლობელი BBC
ხელმძღვანელ(ებ)ი ჯეი ჰანტი
საიტი www.bbc.co.uk/bbcone

BBC One — ბრიტანული ტელერადიოკომპანია BBC-ის მთავარი ტელეარხი, რომელმაც მაუწყებლობა 1936 წლის 2 ნოემბერს დაიწყო BBC Television Service-ის სახელით და წარმოადგენდა პირველ რეგულარულ სატელევიზიო სერვისს მაღალი ხარისხის გამოსახულებით. 1960 წელს BBC TV დაერქვა, ხოლო 1964 წელს, როცა BBC-იმ კიდევ ერთი არხი, BBC2 გაუშვა, BBC TV ცნობილი გახდა, როგორც BBC1, ხოლო 1997 წლიდან ამჟამინდელი სახელით მოქმედებს.

არხის წლიური ბიუჯეტი დაახლოებით £1.14 მილიარდს შეადგენს.[1] ამჟამად ის ყველაზე ყურებადი ტელეარხია გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით (მოსახლეობის დაახლოებით 22%[2]) და წინ უსწრებს თავის ტრადიციულ კონკურენტს რეიტინგის საკითხში, ITV-ს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. BBC One Service Licence
  2. % share of viewing. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-01-25. ციტირების თარიღი: 2022-09-19.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=BBC_One&oldid=4418103“-დან