რაიონს ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ესაზღვრება სომხეთი და სამხრეთიდან ირანი. ჯულფის რაიონი მდებარეობს ქალაქ ნახიჩევანიდან აღმოსავლეთით. რაიონის უმაღლესი წერტილია — მთა დამირლიდაღი (3368 მ). ზაფხულში რაიონის კლიმატი ცხელი და მშრალია, მაგრამ ზამთარი ცივია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -10-დან -3 °C-მდე, ივლისი 19 და 28 °C. წლიური ნალექი 200-600 მმ. მდინარეებიალინჯა, გადარა და არაქსი (ირანის საზღვრის გასწვრივ) მიედინება რაიონის ტერიტორიაზე.