ხირგის-ნური
იერსახე
ხირგის-ნური | |
---|---|
ხირგის-ნურის ტბა | |
კოორდინატები: 49°07′00″ ჩ. გ. 93°25′00″ ა. გ. / 49.11667° ჩ. გ. 93.41667° ა. გ. | |
მდებარეობა | მონღოლეთი |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 1028 მ |
სიგრძე | 83 კმ |
სიგანე | 31 კმ |
ფართობი | 1360 კმ² |
მოცულობა | 75,2 კმ³ |
საშუალო სიღრმე | 47 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 80 მ |
მარილიანობა | 7,23-7,63 ‰ |
ხირგის-ნური (მონღ. Хяргас нуур) — გაუდინარი მლაშე ტბა მონღოლეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ხირგის ქვაბულში (დიდი ტბების ქვაბულის ცენტრალური ნაწილი). მდებარეობს 1028 მ სიმაღლეზე. ფართობი 1360 კმ². სიღრმე 80 მ-მდე. ნაკადით უკავშირდება აირაგ-ნურის ტბას. იყინება ნოემბრიდან აპრილამდე. ნაპირები დაბალია, გაუდაბნოებული, ადგილ-ადგილ მდელოა. ტბიური ტერასების სიმაღლე 100 მ აღწევს. მდიდარია თევზით. ტბა ძირითადად იკვებება ნურინ-ხოლოის სრუტით, რომელსაც წყალი მოაქვს ახლომდებარე მტკნარი ტბიდან აირაგ-ნურიდან.
ტბა და მისი მიდამოები მოქცეული ამავე სახელწოდების ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, რომელიც თავის მხრივ, იერთებს აირაგ-ნურის ტბასაც.[1][2]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 484.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ "Mongolia", by Jane Blunden, from Bradt Travel Guides series, 2nd edition, 2008, ISBN 1841621781, p. 372
- ↑ "Mongolia", by Michael Kohn, 2008, ISBN 1741045789, p. 242