ჭოროხი
ჭოროხი | |
---|---|
მდინარე ჭოროხი | |
ქვეყანა |
საქართველო თურქეთი |
ქალაქები |
ართვინი ბაიბურთი |
სათავე |
ოქუს-ბადადაღის მთები 40°33′28″ ჩ. გ. 41°44′28″ ა. გ. / 40.55778° ჩ. გ. 41.74111° ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 3225 მ |
შესართავი |
შავი ზღვა 41°36′17″ ჩ. გ. 41°34′27″ ა. გ. / 41.60472° ჩ. გ. 41.57417° ა. გ. |
შესართავის სიმაღლე | 0 მ |
სიგრძე | 438 კმ |
აუზის ფართობი | 22 000 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 277 მ³/წმ |
ჭოროხის აუზი | |
— სათავე, — შესართავი | |
ჭოროხი ვიკისაწყობში |
ჭოროხი (თურქ. Çoruh nehri) — მდინარე საქართველოსა და თურქეთში. სათავე აქვს ოქუს-ბადადაღის მთებში. მდინარის სიგრძე 438 კმ-ია, მათ შორის 26 კმ-იან მონაკვეთზე მიედინება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე. მდინარის აუზის ფართობი 22 ათასი კმ². ჭოროხი ძირითადად მიედინება ტექტონიკურ ხეობაში ლაზისტანისა და ჭოროხის ქედებს შორის და ქალაქ ბათუმის სამხრეთით ერთვის შავ ზღვას. წყლის საშუალო ხარჯი შესართავთან — 277 მ³/წმ. ახასიათებს გაზაფხულ-ზაფხულის წყალდიდობები, გამოიყენება სარწყავად. მთავარი შენაკადებია: აჭარისწყალი და მაჭახელისწყალი.
მდინარე ჭოროხზე თურქეთის მხარეს მდებარეობს ქალაქი ბაიბურთი, სპერი (ისპირი), ართვინი, ბორჩხა, აგებულია ჰესები, საქართველოს საზღვართან ახლოს მიმდინარეობს დერინერის კაშხალის მშენებლობა. ჭოროხის აუზში ქართული კულტურის მრავალი ძეგლია შემორჩენილი.
აკამფსისი (ბერძნ. Akampsis), მდინარე ჭოროხის სახელწოდებაა რომაულ და ბიზანტიურ წყაროებში.
ჭოროხის წყალშემკრები აუზი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მდინარე ჭოროხის მარცხენა შენაკადებია: ჭარნალი, ბოლოყო.
მდინარე ჭოროხის მარჯვენა შენაკადებია: ჯოჭოსწყალი, აჭარისწყალი, მაჭახელისწყალი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 405.
|