შინაარსზე გადასვლა

ჭირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჭირი
ჭირის ბაქტერია ფლუორესცენტული მიკროსკოპიის დროს.
დარგი infectious diseases Edit this on Wikidata
კლასიფიცირება და გარე წყაროები
DiseasesDB 14226
ICD-10 A20.{{{3}}}
ICD-9 020
MedlinePlus 000596
eMedicine eMedicine: med/3381
Patient UK ჭირი

ჭირი (ლათ. pestis — სენი) — ბუნებრივი კერის მქონე მწვავე ინფექციური დაავადება კარანტინული ინფექციების ჯგუფისა. მიმდინარეობს განსაკუთრებით მძიმე საერთო მდგომარეობით, ციებ-ცხელებით, ლიმფური კვანძების, ფილტვებისა და სხვა შინაგანი ორგანოების დაზიანებით, ხშირად სეფსისის განვითარებით. დაავადება ხასიათდება მაღალი ლეტალურობითა და საკმაოდ მაღალი ინფექციურობით.

ბუნებრივ კერებში ინფექციის წარმოქმნის წყაროებსა და რეზერვუარებს წარმოადგენენ მღრღნელები — ზაზუნები, ციყვები, ვირთხები (ნაცრისფერი და შავი), აგრეთვე კურდღლისებრნი, კატები და აქლემები[1]. ინფექციის აღმგზნების გადამტანი 55 სხვადასხვა სახეობის რწყილია[2].

აღმგზნებს წარმოადგენს ჭირის ბაცილა (ლათ. Yersinia pestis), რომელიც 1894 წლის ივნისში აღმოაჩინეს ფრანგმა ალექსანდრე იერსენმა და იაპონელმა კიტასატო სიბასაბურომ.

ჭირის ცნობილმა პანდემიებმა, რომლებმაც მილიონობით სიცოცხლე შეიწირეს, ღრმა კვალი დატოვეს მთელი კაცობრიობის ისტორიაში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Чума
  2. Милан Даниэл 1990.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ჭირი&oldid=2828133“-დან