შინაარსზე გადასვლა

წმინდა სარქისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
XVIII საუკუნის ხატი

წმინდა სარქისი (სომხ. Սարգիսსურბ სარქისი, ლათ. Sergius; გ. 362–363) — ადრექრისტიანული მეომარ-წამებული, სომხური სამოციქულო ეკლესიის წმინდანი, ითვლება შეყვარებულთა მფარველად. იყო რომის არმიის მხედართმთავარი. წმინდა სარქისის დღე სომხეთის ერთ-ერთი ეროვნული დღესასწაულია.

სომხური თქმულებების თანახმად, წინა მარხვის ბოლო ღამეს (თებერვალში) წმინდა სარქისი თავის მიჯნურთან ერთად ყოველი სომეხის სახლს სტუმრობს. მისთვის, სახლის სახურავზე ან კართან ალაგებენ მოხალული ხორბლის ფქვილის ფოხინდს ან ხორბლის ფაფას. დილით, ფქვილზე ან ფაფაში აღმოჩენილი წმინდა სარქისის ცხენის კვალი ბედნიერების ნიშნად ითვლება. სარქისი საჩუქრებსა და გამასპინძლებას აგროვებს, ამასთანავე გოგონებისა და ყმაწვილებისათვის წინასწარმეტყველური სიზმრები მოაქვს, მათ მომავალ მეუღლეებს ანახებს ძილში.

  • Арутюнян С. Б. Саркис // Мифологический словарь / гл. ред. Е. М. Мелетинский. — М.: Советская энциклопедия, 1990. — С. 474. — 672 с. — ISBN 5-85270-032-0.