ყარა-იუსუფი
ყარა-იუსუფი | |
---|---|
əbu nasr qara Yusif noyon ibn məhəmməd | |
ყარა–ყოიუნლუს სახელმწიფოს მე–2 სულთანი | |
კორონაცია: | 1411 |
მმართ. დასაწყისი: | 1410 |
მმართ. დასასრული: | 1420 (10 წელი) |
წინამორბედი: | ფირბუდაყი |
მემკვიდრე: | ისქანდერი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1355 |
გარდ. თარიღი: | 17 ნოემბერი, 1420 (65 წლის) |
გარდ. ადგილი: | უჯანი |
შვილები: | ფირბუდაყი, შაჰმუჰამედი, ემირ ისფაჰანი, აბუ საიდი, ისქანდერი |
სრული სახელი: | აბუ ნასრ ყარა იუსუფ ნოიონ იბნ ყარა მუჰამედი |
დინასტია: | ყარა–ყოიუნლუს დინასტია |
მამა: | ყარა მუჰამედი |
რელიგია: | ისლამი, შიიზმი |
ყარა-იუსუფი (გ. 1420) — დასავლეთის ოღუზი თურქმანების მომთაბარე ტომთა ერთ-ერთი გაერთიანების — ყარა-ყოიუნლუს ბელადი. ყარა-იუსუფმა დაამარცხა ჯალაირიდების სახელმწიფოს გამგებელი აჰმედი და 1410 წელს საფუძველი ჩაუყარა ყარა-ყოიუნლუს სახელმწიფოს, რომელსაც 1420 წლამდე განაგებდა. ყარა-იუსუფს შირვანზეც ეჭირა თვალი და მის დამორჩილებას აპირებდა. შირვანშაჰმა იბრაჰიმმა საქართველოს მეფე კონსტანტინეს და შაქის გამგებელს სიდი აჰმედს სთხოვა დახმარება. მოკავშირეებსა და ყარა-იუსუფის ლაშქარს შორის ბრძოლა გაიმართა მტკვრის მარცხენა ნაპირზე 1412 წლის დეკემბერში. გამარჯვება ყარა-იუსუფს დარჩა. ბრძოლაში ბევრი ქართველი დაიღუპა, მეფე კონსტანტინე I ტყვედ ჩავარდა და ყარა-იუსუფის ბრძანებით სიკვდილით დასაჯეს 300 ქართველ აზნაურთან ერთად. ამიერკავკასიის გაერთიანებული ძალების დამარცხების შემდეგ ყარა-იუსუფმა ყურადღება თემურიდთა ირანის სამფლობელოებზე გადაიტანა. შაჰრუხთან (განაგებდა 1405-1447 წწ.) ომის დროს ყარა-იუსუფი მოკვდა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კიკნაძე რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 624.