შინაარსზე გადასვლა

ფრანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ფრანი (მრავალმნიშვნელოვანი).
ორ ლეერიანი სპორტული ფრანი
ფრანის გამოყენება სამხედრო დანიშნულებისათვის

ფრანი — მისაბმელი საფრენი აპარატი, რომელიც წარმოადგენს ჰაერზე მძიმე საჰაერო ხომალდების ერთ-ერთ ტიპს. მას ჰაერში აკავებს, მის ზედაპირზე მოქმედი ქარის წნევა (ფრანი ქარის მომრაობის მიმართულებით დაყენებული უნდა იყოს რომელიმე კუთხით) და მიწიდან დამჭერი ლეერი. ფრანის ძირითადი კონსტრუქციული ელემენტებია ხისტ კარკასზე გადაჭიმული ქსოვილის ან ქაღალდის ზედაპირი (აეროდინამიკური), ლეერი (თოკი, გვარლი, მტკიცე ძაფი), რომელიც ეხვევა ჯალამბარს, ფრანზე ლეერის მისამაგრებელი აღვირი და მდგრადობის ელემენტები.

ფრენის პროცესში ფრანზე მოქმედებს მისი სიმძიმის ძალას და მის ზედაპირზე მოქმედი ქარის წნევა, რომელთა ვექტორული ჯამი ქმნის წევის ძალას და ძაფის დაჭიმულობის ძალას. წონასწორობის მდგომარეობაში წევის ძალა წონასწორდება ძაფის დაჭიმულობის ძალით და ამის გამო მომენტების ჯამი (ფრანის კვანძის მიმართ) ნულის ტოლია.

ფორმისა და აეროდინამიკული ზედაპირის მოწყობილობის მიხედვით ფრანი არის ერთსიბრტყიანი, მრავალსიბრტყიანი, თაროედული, კოლოფისებრი და სხვა. XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში ფრანის იყენებდნენ ატმოსფეროს ზედა ფენების მეტეოროლოგიური კვლევისათვის ადგილმდებარეობის ფოტოგრაფირებისათვის და სხვა. ამჟამად ფრანს მხოლოდ სპორტული მიზნებისათვის იყენებენ.