უხაი
საოლქო დონის ქალაქი | |
---|---|
უხაი 乌海市 | |
ქვეყანა | ჩინეთი |
პროვინცია | შიდა მონღოლეთი |
შიდა დაყოფა | Haibowan District, Hainan District და Wuda District |
კოორდინატები | 39°39′18″ ჩ. გ. 106°47′38″ ა. გ. / 39.65500° ჩ. გ. 106.79389° ა. გ. |
ფართობი | 1754[1][2] კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 1150 მეტრი |
მოსახლეობა | 631 000[2] კაცი (2017) |
სიმჭიდროვე | 360 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC 8 |
სატელეფონო კოდი | 473 |
საფოსტო ინდექსი | 016000 |
საავტომობილო კოდი | 蒙C |
ოფიციალური საიტი | wuhai.gov.cn |
უხაი (ჩინ.: 乌海市, მონღ. Üqai qota, მონღოლური კილირული: Үхай хот) — საოლქო დონის ქალაქი და რეგიონული ცენტრი შიდა მონღოლეთის ავტონომიურ რაიონში, ჩინეთი. ეს რეგიონის მასშტაბით ყველაე პატარა საოლქო დონის ქალაქია. ქალაქი მდებარეობს ორდოსის უდაბნოსა და გობის უდაბნოს შორის, მდინარე ხუანხეს ორივე ნაპირზე. უხაი არის იმ მცირე რაოდენობის ქალაქებს შორის, რომელთა ანტიპოდებიც დასახლებულ პუნქტს წარმოადგენენ. ამ ქალაქის ანტიპოდი არის ვალდივია, რომელიც ჩილეში მდებარეობს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თანამედროვე უხაის ტერიტორიაზე მდებარეობდა ორი მცირე ზომის ქალაქი: უდა, რომელიც ხუანხეს (ასევე ცნობილი, როგორც ყვითელი მდინარე) დასავლეთ ნაწილზე იყო გაშენებული და ხაიბოვანი, რომელიც ამავე მდინარის აღმოსავლეთ ნაწილზე მდებარეობდა. უდა გახდა ნახშირის მომპოვებელი ქალაქი დაახლოებით 1864 წლისათვის, როდესაც აქ ჩინელი მუშები დასახლდნენ. ცოტა მოგვიანებით, დაახლოებით 1900 წლისათვის ხაიბოვანი ჩინელმა ფერმერებმა გააშენეს. უდა და ხაიბოვანი უხაიში 1976 წელს გაერთიანდნენ.[3]
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უხაის საოლქო დონის ქალაქის ფართობი 1754 კვადრატული კილომეტრია. 2017 წლის მონაცემებით ქალაქში 631 000 ადამიანი ცხოვრობდა.
ეთნიკური ჯგუფები | მოსახლეობა | წილი |
---|---|---|
ხანები | 400 971 | 93.78 % |
მონღოლები | 13 904 | 3.25 % |
ხუეის ხალხი | 7944 | 1.86 % |
მანჩუები | 4063 | 0.95 % |
დაურები | 129 | 0.03 % |
კორეელები | 98 | 0.02 % |
ტიბეტელები | 87 | 0.02 % |
ჭუანები | 68 | 0.02 % |
სიბეს ხალხი | 56 | 0.01 % |
სხვა | 233 | 0.06 % |
კლიმატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უხაისათვის დამახასიათებელია არიდული ჰავა (კიოპენის კლიმატის კლასიფიკაცია: BWk). ქალაქისათვის ზამთრობით დამახასიათებელია ძალიან ცივი და მშრალი ამინდი, ხოლო ზაფხულობით ცხელა. გაზაფხული ქალაქში მშრალია, რასაც ქვიშის შტორმი ერთვის. ზაფხული ძალიან ცხელია, თუმცა ნალექის უმეტესობაც სწორედ ამ პერიოდში, კერძოდ კი ივლისსა და აგვისტოში მოდის.
ჰავის მონაცემები — უხაი (1981-2010) | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თვე | იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ | წლიური |
საშუალო მაღალი °C | −1.2 | 3.6 | 10.7 | 19.2 | 25.7 | 30.5 | 32.4 | 30.2 | 24.7 | 17.3 | 8.0 | 0.4 | 16.8 |
საშუალო დღიური °C | −8.1 | −3.4 | 3.8 | 12.2 | 19.1 | 24.1 | 26.1 | 23.9 | 18.3 | 10.3 | 1.0 | −6.1 | 10.1 |
საშუალო დაბალი °C | −13.6 | −9.2 | −2.3 | 5.6 | 12.4 | 17.6 | 20.2 | 18.3 | 12.4 | 4.3 | −4.3 | −11.3 | 4.2 |
საშუალო ნალექი (მმ) | 1.0 | 2.3 | 4.1 | 5.0 | 16.6 | 21.9 | 34.8 | 36.2 | 22.7 | 7.4 | 1.7 | 1.3 | 155 |
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) | 50 | 42 | 34 | 28 | 30 | 35 | 43 | 47 | 48 | 45 | 46 | 49 | 41 |
წყარო: China Meteorological Administration[4] |
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქის ეკონომიკა მეტწილად დამოკიდებულია ნახშირის მოპოვებასა და ელექტროენერგიის გამომუშავებაზე. უხაიში ასევე განვითარებულია ლითონების დამუშავებისა და ქიმიური ინდუსტრიები. სასოფლო-სამეურნეო ნაწარმიდან ქალაქში მოჰყავთ: ყურძენი, განვითარებულია მეღვინეობა და დამატებით აწარმოებენ რძის ნაწარმს. უხაი მდებარეობს პაოთოუსა და ლანჭოუს დამაკავშირებელ რკინიგზაზე. ქალაქში 2003 წელს გაიხსნა აეროპორტი.
მთა ჭუოწის მიმდებარედ აღმოჩენილია კლდეზე კვეთის ნიმუშები, რომლებიც სიას დინასტიის, შანის დინასტიის, ჯოუს დინასტიის, ასევე ხანის დინასტიის პერიოდშია შექმნილი.
ტრანსპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უხაიში არსებობს უხაის აეროპორტი, სადაც ფრენები ხორციელდება: ბეიჯინგიდან, შანხაიდან, გუანჯოუდან და ჩინეთის სხვა ქალაქებიდან.
უხაი მდებარეობს ხუანხეს („ყვითელი მდინარე“) მთავარ სარკინიგზო მარშრუტზე, რომელიც შიდა მონღოლეთს ჩინეთის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებთან აკავშირებს. ბეიჯინგიდან უხაიმდე მატარებლით მგზავრობისათვის დაახლოებით 20 საათია საჭირო და მგზავრობის ღირებულება 250 ჩინური იუანიდან (მე-2 კლასი) 480 იუანამდე (1-ლი კლასი) იცვლება. უხაის მეზობელი პაოთოუდან მგზავრობის ღირებულება 53 იუანია და გადაადგილებისათვის ოთხი საათია საჭირო.
ქალაქში ტრანსპორტით გადაადგილება ძალიან მარტივი და იაფია. უხაიში მოძრაობს ბევრი ტაქსი. ქალაქში ასევე ხშირია ავტობისები და მათი ღირებულება 1 იუანს შეადგენს.
გასტრონომია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უხაიში მდებარეობს მცირე ზომის ბარები და რესტორნები, რომლებიც წარმოადგენენ ჩინურ და მონღოლურ სამზარეულოს. წარმოდგენილია დასავლური კერძებიც.
ტრადიციული კერძი ხშირად „ცხელ ქოთანში“ მზადდება. ქოთნებს ავსებენ ცხარე სუპებით და ცეცხლზე დებენ, რომელიც თავის მხრივ მაგიდაზეა ჩაშენებული. კერძს უმატებენ თხალად დაჭრილ ხორცს, ბოსტნეულსა და ლაფშას.
მონღოლურ მწვადს სხვადასხვა სახის ხორცისაგან ამზადებენ (ძირითადად საქონლის ხორცი, ბატკნის ხორცი ან ქათამი). ის, ძირითადად ღია ცეცხლზე იწვება და მას ადგილობრივი სანელებლები ემატება.
ქალაქში ხელმისაწვდომია დასავლური კერძები, რომლებიც, ძირითადად, ევროპულ და ამერიკულ სამზარეულოებს მიეკუთვნება. უხაიში ასევე არსებობს სწრაფი კვების ობიექტებიც.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უხაის სამთავრობო ვებ-გვერდი
- უხაი დეილი დაარქივებული 2019-07-27 საიტზე Wayback Machine.
- nmgnews.com დაარქივებული 2006-05-05 საიტზე Wayback Machine.
- ჩინა დეილი
- უხაის მონღოლურენოვანი რუკა[მკვდარი ბმული]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Cox, W (2018). Demographia World Urban Areas. 14th Annual Edition. St. Louis: Demographia, გვ. 22.
- ↑ 2.0 2.1 (2019) China Urban Construction Statistical Yearbook 2017. Beijing: China Statistics Press, გვ. 46. ციტირების თარიღი: 10 ნოემბერი 2021. დაარქივებული 18 June 2019[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
- ↑ Atwood, Christopher Pratt (2004). Encyclopedia of Mongolia and the Mongol Empire. Facts On File, გვ. 589. ISBN 978-0-8160-4671-3.
- ↑ zh:中国气象数据网 - WeatherBk Data. China Meteorological Administration. ციტირების თარიღი: 2018-11-09