შინაარსზე გადასვლა

უნიქარდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უნიქარდის უნივერსალური დაგროვების ბარათი

უნიქარდი — უნივერსალური დაგროვების ბარათი, რომელიც კომპანია „უნივერსალ ქარდ კორპორეიშენის“ ლოიალობის პროგრამის ფარგლებში მოქმედებს. უნიქარდი ყველაზე პოპულარული დაგროვების ბარათია საქართველოში. პირველი უნიქარდის ბარათი 2010 წელს გამოვიდა, 100-ზე მეტ პარტნიორ კომპანიაში ტარდებოდა და ჯამურად 500-ზე მეტ წამყვან სავაჭრო და მომსახურების ობიექტს აერთიანებდა. 2016 წლიდან „უნივერსალ ქარდ კორპორეიშენის“ ლოიალობის პროგრამაში 250-ზე მეტი კომპანიაა ჩართული, რომელიც ყოველდღიურად, ნებისმიერი შენაძენის სანაცვლოდ აჯილდოებს თავის მომხმარებლებს და უნიქარდის ბარათზე ლოიალობის ქულებს არიცხავს.

კომპანია „უნივერსალ ქარდ კორპორეიშენი“ 2009 წელს დაარსდა. პირველი უნიქარდის ბარათების გაცემა თბილისის მასშატაბით, 2010 წლის 7 აპრილს დაიწყო. 2011 წლიდან უნიქარდი საქართველოს რეგიონებში დარიგდა.

2015 წლის მონაცემებით, 5 წლის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, ჯამურად 1 600 000 უნიქარდის ბარათი გაიცა, ხოლო ლოიალობის პროგრამაში ჩართული კომპანიების რაოდენობა 200 აღემატებოდა.

2015 წელს კომპანია „უნივერსალ ქარდ კორპორეიშენმა“ მობილური აპლიკაცია გამოუშვა. მობილური აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android-ის (საოპერაციო სისტემაზე მომუშავე) და iPhone-ის სმარტფონებისათვის. მისი მეშვეობით შესაძლებელი გახდა ვირტუალური უნიქარდის აღება და ისეთი ფუნქციებით სარგებლობა როგორიც არის: ქულების დაგროვება და დახარჯვა, დაგროვებული ქულების შემოწმება და ამონაწერის ნახვა, საჩუქრის არჩევა და შეკვეთა აპლიკაციის ონლაინ კატალოგში, უნიქარდის პარტნიორი კომპანიების მოძიება ფუნქციით — „ჩემ გარშემო“.

უნიქარდის ბარათები

2016 წლიდან „უნივერსალ ქარდ კორპორეიშენის“ ლოიალობის პროგრამაში 250-მდე კომპანიაა ჩართული, რომელიც 4000-მდე წამყვან სავაჭრო და მომსახურების წერტილს აერთიანებს.

უნიქარდის მფლობელები „უნივერსალ ქარდ კორპორეიშენის“ ლოიალობის პროგრამაში ჩართულ კომპანიებში განხორციელებულ ნებისმიერ შენაძენზე, გადახდის წერტილში (ნაღდი თუ საბანკო ბარათით ანგარიშსწორებისას) ბარათის წარდგენის შემთხვევაში ბონუს ქულებით ჯილდოვდებიან. ბონუს ქულების დაგროვების სქემა სხვადასხვაგვარია, დაგროვებული ქულის ოდენობა განპირობებულია დახარჯული თანხისა და  სავაჭრო წერტილში მოქმედი განაკვეთის მიხედვით. მაგალითად, სუპერმარკეტების ქსელ სმარტში ყოველ დახარჯულ 10 ლარზე, უნიქარდზე 1.5 ბონუს ქულა გროვდება. „უნივერსალ ქარდ კორპორეიშენის“ ლოიალობის პროგრამაში ჩართულ კომპანიებში პერიოდულად სხვადასხვა ტიპის აქცია იმართება, ზოგიერთ შემთხვევაში უნიქარდის მფლობელებს გაზრდილი ოდენობის ქულები ერიცხებათ.

უნიქარდის გატარება და ბონუს ქულების დაგროვება შესაძლებელია პროდუქტის შეძენისას, მოგზაურობისას, საწვავის ჩასხმისას, თეატრებში, აფთიაქებში, სპორტულ კლუბებსა თუ გამაჯანსაღებელ კომპლექსებში — ყველგან, სადაც უნიქარდის სიმბოლოა განთავსებული. უნიქარდის ბონუს ქულების დაგროვება შესაძლებელია უფრო სწრაფად მათთან, ვისთან ერთადაც გსურთ  იქონიოთ საერთო ანგარიში. მნიშვნელობა არა აქვს იქნება ეს მეგობარი თუ ოჯახის წევრი უნიქარდის 1 ანგარიშზე ერთდროულად მაქსიმუმ 5 ბარათის დაკავშირება არის შესაძლებელი, რომელთაგან ერთ-ერთი წარმოადგენს ძირითად ბარათს, ხოლო დანარჩენი დამხმარეს.

ბონუს ქულების დაგროვება ვირტუალური და ფიზიკური ბარათებით არის შესაძლებელი

„უნივერსალ ქარდ კორპორეიშენის“ ლოიალობის პროგრამაში ჩართულ რიგ კომპანიებში შესაძლებელია ბონუს ქულების დახარჯვა. ბონუს ქულებით ნებისმიერი პროდუქტის შეძენა ადგილზევე ხდება. მაგალითად, სუპერმარკეტების ქსელ სმარტში, ფუდმარტში, იოლში და სპარში.  

უნიქარდზე დაგროვებული ბონუს ქულების დახარჯვა ონლაინ კატალოგშია შესაძლებელი. კატალოგში 1 500-მდე ნივთი და მომსახურება შედის: მოგზაურობა, სამკაული, პარფიუმერია, ვაუჩერები, მობილურზე სასაუბრო დრო, საწვავის ტალონები, კომუნალური გადახდები, ტექნიკა, სპორტული აქსესუარები, მამაკაცის და ქალის აქსესუარები, სათამაშოები, წიგნები და ა.შ.

„უნივერსალ ქარდ კორპორეიშენის“ ლოიალობის პროგრამა კომპანიებს და ბარათის მფლობელებს ერთმანეთთან აკავშირებს და ამ გზით ლოიალობის პროგრამის დანერგვის პოზიტიურ გამოცდილებას ქმნის.

2016 წლისთვის ლოიალობის პროგრამაში ჩართული კომპანიების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა. უნიქარდზე ბონუს ქულები 250-მდე კომპანიაში გროვდება.

„უნივერსალ ქარდ კორპორეიშენის“ ლოიალობის პროგრამამ მოიცვა ყველა სავაჭრო და მომსახურების სექტორი. „უნივერსალ ქარდ კორპორეიშენის“ მსხვილი პარტნიორები არიან:

  • Wissol Petroleum
  • SOCAR
  • Smart
  • GPC
  • Ori Nabiji
  • Beko
  • Belhouse
  • Metromart
  • Aray Tomorrow
  • Okey
  • Vouslez Vous
  • Lee & Wrangler
  • Aspria
  • Levi’s
  • GASA
  • Lopota Lake Resort & Spa
  • Whiskey House
  • Club 71

„უნივერსალ ქარდ კორპორეიშენის“ ლოიალობის პროგრამაში ჩართული კომპანიებს სრული სია ხელმისაწვდომია კომპანიის ვებგვერდზე.

უნიდეპოზიტი

2016 წლის იანვარში გამოვიდა უნიქარდის პროდუქტი - უნიდეპოზიტი. უნიდეპოზიტი, უნიმანიის მსგავსად,  დანახარჯის გარეშე უნიქარდის ბონუს ქულების დაგროვების შესაძლებლობაა. ბარათის მფლობელებს შეუძლიათ დაგროვებული ბონუს ქულების უნიდეპოზიტზე განთავსებით, დეპოზიტის ვადის ამოწურვისთანავე მიიღონ 5%-დან 20%-მდე სარგებელი. დეპოზიტზე დარიცხულ პროცენტს დეპოზიტის ვადა და მომხმარებლის ქცევა განსაზღვრავს.

უნიმანია

2016 წლის აპრილში კომპანია „უნივერსალ ქარდ კორპორეიშენმა“ უნიქარდის ახალი პროდუქტი, უნიმანია გამოუშვა. უნიმანია ონლაინ სივრცეში, დანახარჯის გარეშე, უნიქარდის ბონუს ქულების დაგროვების შესაძლებლობაა. უნიქარდის ნებისმიერ მფლობელს შეუძლია ესტუმროს ვებგვერდს, უყუროს განთავსებულ ვიდეო რგოლებს, დაათვალიეროს ბანერები, გადავიდეს მითითებულ ბმულზე და მონაწილება მიიღოს გამოკითხვაში.

ნებიმიერ კომპანიას შეუძლია განათავსოს სარეკლამო მასალა უნიმანიაზე და უნიქარდის ქულებით დაასაჩუქროს ინტერაქციაში ჩართული მომხმარებელი.

მომსახურების ცენტრები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
უნიქარდის მომსახურების ცენტრი თბილისში

„უნივერსალ ქარდ კორპორეიშენის“ სათავო ოფისი მდებარეობს მისამართზე: ვაჟა-ფშაველას გამზირი №71, თბილისი 0186, საქართველო.

უნიქარდის მომსახურების მომსახურების ცენტრები მდებარეობს მისამართებზე:

  • თბილისი, საბურთალო, ვაჟა-ფშაველას გამზირი №71
  • ქუთაისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №67 (ს/ც გრანდმოლი)
  • ბათუმი, ილია ჭავჭავაძის ქუჩა №5 (ს/ც ბათუმი პლაზა, მე-3 სართული)
  • მარნეული, 26 მაისის ქუჩა, სუპერმარკეტი სმარტი
  • ახალციხე, მიხეილ თამარაშვილის ქუჩა №1 (სუპერმარკეტი სმარტი)

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ფილიპ კოტლერი, გარი არმსტრონგი (2015 წელი). „მარკეტინგის საფუძვლები“. მე-14 გამოცემა, „ქართული ბიზნეს სიტუაცია - უნიქარდი“. გვ. 72. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.
  • იანვარი, 2015. „ოქეის და უნიქარდის საახალწლო სიურპრიზი იღბლიან მომხმარებელს“. თბილისელები. #4.  გვ. 11.
  • მაისი, 2015. „უნიქარდი უკვე კინოშია“. საქართველო OK!. #11. გვ. 131.
  • ნოემბერი, 2015. „უნიქარდის შოპინგ ფესტივალი თბილისი მოლში გაიმართება“. სარკე. #45. გვ. 9.
  • ნოემბერი, 2015. „ანა კოშაძის ერთი დღე უნიქარდთან ერთად“. საქართველო OK!. #16. გვ. 69.
  • ნოემბერი, 2015. „უნიქარდის შოპინგ ფესტივალი თბილისი მოლში დაიწყო“. თბილისელები. #46.  გვ. 11.
  • ნოემბერი, 2015. „უნიქარდის ქსელში ჩაფიძის გულის ცენტრი ჩაერთო“. სარკე. #46.  გვ.39.
  • იანვარი, 2016. „რაში დავხარჯოთ უნიქარდის ქულები“. საქართველო OK!. #18. გვ. 51.
  • თებერვალი, 2016. „ორი ნაბიჯი და უნიქარდი ერთგულ მომხმარებლებს ასაჩუქრებენ“. საქართველო OK!. #19. გვ. 53.
  • „სკოლისაკენ ჰერი, ჰერი! – უნიქარდის სასკოლო აქცია დაიწყო“. საინფორმაციო პორტალი ამბები.ge. 11 ნოემბერი, 2015. ბმული: http://www.ambebi.ge/mnishvnelovani-informacia/141334-skolisaken-heri-heri--uniqardis-saskolo-aqcia-daitsyo.html [გადამოწმების თარიღი 26 თებერვალი, 2016]
  • „უნიქარდი უკვე თქვენს მობილურ ტელეფონშია“. საინფორმაციო პორტალი ამბები.ge. 25 სექტემბერი, 2015. ბმული: http://www.ambebi.ge/mnishvnelovani-informacia/142644-uniqardi-ukve-thqvensmobilur-telefonshia.html [გადამოწმების თარიღი 26 თებერვალი, 2016]
  • „ანა კოშაძე უნიქარდის მობილური აპლიკაციის შესახებ“. IPN ინტერპრესნიუსი. 27 ოქტომბერი, 2015. ბმული: http://www.interpressnews.ge/ge/mnishvnelovani-informacia/351484-ana-koshadze-uniqardis-mobiluri-aplikaciis-shesakheb.html [გადამოწმების თარიღი 26 თებერვალი, 2016]
  • „ბელჰაუსის ახალი მაღაზია და საჩუქრების აქცია უნიქარდთან ერთად!“. საინფორმაციო პორტალი ამბები.ge. 5 ოქტომბერი, 2015. ბმული: http://www.ambebi.ge/mnishvnelovani-informacia/143496-belhausis-akhali-maghazia-da-sachuqrebis-aqcia-uniqardthan-erthad.html [გადამოწმების თარიღი 26 თებერვალი, 2016]
  • „ბელჰაუსის და უნიქარდის აქცია – დახარჯეთ ნაკლები და მიიღეთ იმდენი, რამდენიც გეკუთვნით“. საინფორმაციო პორტალი ამბები.ge. 27 ივლისი, 2015. ბმული: http://www.ambebi.ge/mnishvnelovani-informacia/137433-belhausis-da-uniqardis-aqcia--dakharjeth-naklebi-da-miigheth-imdeni-ramdenic-gekuthvnith.html [გადამოწმების თარიღი 26 თებერვალი, 2016]
  • „აქ სილამაზე მსხვერპლს არ მოითხოვს“. საინფორმაციო პორტალი ამბები.ge. 28 ივლისი, 2015. ბმული: http://www.ambebi.ge/mnishvnelovani-informacia/137552-aq-silamaze-mskhverpls-ar-moithkhovs.html [გადამოწმების თარიღი 26 თებერვალი, 2016]
  • „პოზიტივის დაგროვება ყველგან შეიძლება“. საინფორმაციო პორტალი ამბები.ge. 15 ივლისი, 2015. ბმული: http://www.ambebi.ge/mnishvnelovani-informacia/136578-pozitivis-dagroveba-yvelgan-sheidzleba.html [გადამოწმების თარიღი 26 თებერვალი, 2016]
  • „უნიქარდი უკვე თქვენს მობილურ ტელეფონშია!“. Marketer. 18 სექტემბერი, 2015. ბმული: http://www.marketer.ge/unicard-app/ [გადამოწმების თარიღი 26 თებერვალი, 2016]
  • „Lee & Wrangler, Levis, Factory - სამი ახალი მაღაზია ჭავჭავაძის გამზირზე „დრესაპ ჯგუფისგან“ და გაორმაგებული ქულების აქცია უნიქარდზე“. საინფორმაციო პორტალი ამბები.ge. 2 ივნისი, 2015. ბმული: http://www.ambebi.ge/mnishvnelovani-informacia/132880-lee-a-wrangler-levis-factory-sami-akhali-maghazia-tcavtcavadzis-gamzirze-dresap-jgufisgan-da-gaormagebuli-qulebis-aqcia-uniqardze.html [გადამოწმების თარიღი 26 თებერვალი, 2016]
  • „უნიქარდი“, „ვისოლი“ და „სმარტი“ მომხმარებლებს წამახალისებელ აქციას სთავაზობენ“. IPN ინტერპრესნიუსი. 3 ნოემბერი, 2015. ბმული: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/352602-quniqardiq-qvisoliq-da-qsmartiq-momkhmareblebs-tsamakhalisebel-aqcias-sthavazoben.html?ar=A [გადამოწმების თარიღი 26 თებერვალი, 2016]
  • „ბელჰაუსში უნიქარდის საახალწლო აქცია დაიწყო“. საინფორმაციო პორტალი ამბები.ge. 23 დეკემბერი, 2015. ბმული: http://www.ambebi.ge/mnishvnelovani-informacia/150774-belhausshi-uniqardis-saakhaltslo-aqcia-daitsyo.html  [გადამოწმების თარიღი 26 თებერვალი, 2016]
  • „უნიქარდი წარმოგიდგენთ საოჯახო კომედიას „აუტანელი არდადეგები“. საინფორმაციო პორტალი ამბები.ge. 24 დეკემბერი, 2015. ბმული: http://www.ambebi.ge/mnishvnelovani-informacia/150901-uniqardi-tsarmogidgenth-saojakho-komedias-autaneli-ardadegebi.html [გადამოწმების თარიღი 26 თებერვალი, 2016]
  • „ორი ნაბიჯი“ და „უნიქარდი“ ერთგულ მომხმარებლებს აჯილდოებს“. 106,9 FM FORTUNA. 14 იანვარი, 2016. ბმული: http://fortuna.ge/ori-nabiji-da-uniqardi-ertgul-momkhmareblebs-daajildovebs/ დაარქივებული 2016-03-20 საიტზე Wayback Machine. [გადამოწმების თარიღი 26 თებერვალი, 2016]
  • „ორი ნაბიჯი“ და „უნიქარდი“ ერთგულ მომხმარებლებს აჯილდოებს“. საქართველო OK!. 18 იანვარი, 2016. ბმული: http://www.okmagazine.ge/index.php/akhali-ambebi/2797-ori-nabiji-da-uniqardi-erthgul-momkhmareblebs-ajildoebs დაარქივებული 2016-03-21 საიტზე Wayback Machine.  [გადამოწმების თარიღი 26 თებერვალი, 2016]
  • „უნიქარდი“ მომხმარებლებს წამახალისებელ აქციას სთავაზობს“. 106,9 FM FORTUNA. 18 თებერვალი, 2016. ბმული: http://fortuna.ge/uniqardi-momkhmareblebs-wamakhalisebel-aqcias-stavazobs/  [გადამოწმების თარიღი 26 თებერვალი, 2016]