ტუნისის კამპანია (მმო)
იერსახე
ტუნისის კამპანიის სახელით ისტორიაში შესულია ბრძოლების მთელი რიგი, რომლებსაც ადგილი ჰქონდათ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში აფრიკის კამპანიის დროს. ერთამენთს ებრძოდნენ ფაშისტთა (გერმანია-იტალიის გაერთიანებული არმია) და მოკავშირეთა არმიები, რომელიც ძირითადად ამერიკელებისა და ბრიტანელებისაგან შედგებოდა. მათ შორის მცირე რაოდენობით იყვნენ აგრეთვე ვიშის ფრანგები.
კამპანია დაიწყო გერმანელთა წარმატებებით, თუმცა შემდგომში მომარაგების პრობლემის გამო უპირატესობა მოკავშირეებმა მოიპოვეს და საბოლოოდ მთლიანად გაანადგურეს «ვერმახტის» ძალები. 275.000 გერმანელი და იტალიელი ჯარისკაცი ტყვედ ჩავარდა.
- 11 ნოემბერი 1942 - «ვერმახტმა» დაიკავა სამხ. საფრანგეთი და ტუნისი
- 21 თებერვალი 1943 - კასერინის უღელტეხილის ბრძოლა
- 20 მარტი 1943 - ბრძოლა მარეთის ხაზისათვის
- 28 მარტი 1943 - გაბე
- 10 აპრილი 1943 - სფაქსი
- 11 აპრილი 1943 - ქაირუანი
- 12 აპრილი 1943 - სუსი
- 14 აპრილისათვის ფრონტის ხაზი გადიოდა ანფიდავილიდან სერას კონცხამდე. 19 აპრილი გერმანელებმა წამოიწყეს ბოლო დიდი შეტევა ფრონტის მთელ ხაზზე. მძიმე ბრძოლებს ადგილი ჰქონდათ მატიორთან, ანფიდავილტან და მეჯერდას ხეობაში.
- 7 მაისს მოკავშირეთა არმიები ერთმანეთს შეხვდნენ ბიზარეთში და ტუნისში.
- 13 მაისს აფრიკა კორპსის დარჩენილმა შენაერთებმა და იტალიურმა არმიამ იარაღი დაყარა ბონის კონცხთან.
სამხედრო სამარხები ტუნისში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოკავშირეები:
- მეჯეზ ელ ბაბი: 3.000 საფლავი და 1.959 დაცემული ჯარისკაცის მემორიალი
- მასიკო, ტუნისიდან დაახ. 30 კმ.: 1.578 საფლავი
- სფაქსი: 1.254 საფლავი
- ტაბარკა
- ქედ ზარგა: 239 საფლავი
- ბეჯა: 396 საფლავი
- თიბარი: 99 საფლავი
- ანფიდავილი: 1.551 საფლავი
- კართაგენი: 2.841 საფლავი
გერმანელები:
- ბორჯ სედრია: 8.562 საფლავი