ტრინიდადი და ტობაგოს დროშა
ტრინიდადი და ტობაგოს დროშა | |
---|---|
ტრინიდადი და ტობაგო | |
მიღებულია | 1962 წლის 31 აგვისტოს |
პროპორცია | 3:5 |
კომპიუტერული დიზაინი |
დროშა წარმოადგენს წითელ მართკუთხა ქსოვილს, რომელსაც ზედა მარცხენა კუთხიდან ქვედა მარჯვენა კუთხემდე გასდევს შავი დიაგონალური ზოლი, რომელსაც ორივე მხრიდან მიჰყვება თეთრი ზოლები. |
ტრინიდადი და ტობაგოს დროშა — ტრინიდადი და ტობაგოს სახელმწიფო სიმბოლო გერბსა და ჰიმნთან ერთად. მიიღეს 1962 წლის 31 აგვისტოს დიდი ბრიტანეთისაგან დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ. დროშა აარჩია დამოუკიდებლობის კომიტეტმა 1962 წელს. თეთრი, შავი და წითელი სიმბოლურად წარმოადგენს ცეცხლს (მზე, აღნიშნავს გამბედაობას), დედამიწასა (აღნიშნავს ერთგულებას) და წყალს (წარმოადგენს სიწმინდესა და თანასწორობას).
კოლონიური დროშა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტრინიდადი და ტობაგო 1962 წლამდე ბრიტანეთის კოლონია იყო და გამოიყენებოდა ლურჯი დროშა ზედა მარცხენა კუთხეში ბრიტანეთის დროშითა და წრიული სიმბოლოთი, რომელზეც გამოსახული იყო გემის შესვლა პორტში.
-
ტრინიდადი და ტობაგოს კოლონიური დროშა 1889-1962 წლებში
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ტრინიდადი და ტობაგოს დროშა (ინგლისური)
- ტრინიდადი და ტობაგოს მთავრობის გვერდი დაარქივებული 2012-01-15 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
სუვერენული სახელმწიფოები დამოკიდებული |