სპიტაკასარი
იერსახე
სპიტაკასარი | |
---|---|
სპიტაკასარი | |
კოორდინატები: 40°06′45″ ჩ. გ. 45°00′00″ ა. გ. / 40.11250° ჩ. გ. 45.00000° ა. გ. | |
ქვეყანა | სომხეთი |
ტერიტორიული ერთეული | სპიტაკასარი |
სიმაღლე | 3560 მ |
ქედი | გეღამის ქედი |
სპიტაკასარი (სომხ. Սպիտակասար — თეთრი მთა) — ვულკანი სომხეთში, გეღარქუნიქისა და კოტაიქის პროვინციების საზღვარზე. გეღამის ქედის სიდიდით მეორე მწვერვალი. სიმაღლე ზღვის დონიდან 3560 მეტრს შეადგენს.
სპიტაკასარი წარმოადგენს დიდ გუმბათისებურ წარმონაქმნს დაახლოებით 3500 მეტრის დიამეტრით, მისი შეფარდებითი სიმაღლე - 500 მეტრია. სპიტაკასარის ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი ფერდობები ძლიერ დასერილია მყინვარებისგან, სადაც ღრმა მყინვარული ცირკია გამომუშავებული[1][2].
მთის ჩრდილო ფერდობზე წარმოიქმნება მდინარე გევარაგეტი.
გეღამის ქედზე, სპიტაკასარის მთის სამხრეთით, ზღვის დონიდან 3264 მეტრზე მდებარეობს სამხრეთ სპიტაკასარის უღელტეხილი.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Мифы Аждаака. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-23. ციტირების თარიღი: 2015-10-12.
- ↑ Возможность возобновления вулканической активности на Армянском нагорье минимальна[მკვდარი ბმული]