სონა
იერსახე
სონა | |
---|---|
ქვეყანა | საფრანგეთი |
ქალაქები | ლიონი |
სათავე |
ლოთარინგიის პლატო 48°05′32″ ჩ. გ. 6°10′47″ ა. გ. / 48.09222° ჩ. გ. 6.17972° ა. გ. |
სიგრძე | 473 კმ |
აუზის ფართობი | 29,950 კმ² |
სონა ვიკისაწყობში |
სონა (ფრანგ. Saône) — მდინარე აღმოსავლეთ საფრანგეთში. სიგრძე 473 კმ, აუზის ფართობი 29,950 კმ². მდინარე რონის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს ლოთარინგიის პლატოს სამხრეთ ნაწილში. მიედინება სონა-რონის მთათაშორის ქვაბულში. უმეტესად საზრდოობას წვიმის წყლით. წყალუხვია ნოემბრიდან აპრილის ჩათვლით. სანაოსნოა თითქმის მთელ სიგრძეზე. ძირითადად სამხრეთისაკენ მიედინება. შესართავი მდებარეობს 158 მ სიმაღლეზე. ყველაზე დიდი შენაკადია მდინარე დუ (სიგრძე 453 კმ). ზემო დინებაში ეწოდება „მცირე სონა“.
სონა არხებით უკავშირდება მდინარეებს მოზელს, ლუარას, მარნას, სენას, რაინს. შესართავთან მდებარეობს ქალაქი ლიონი. წყლის საშუალო ხარჯი უდრის 410 მ³/წმ-ს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 473.