შინაარსზე გადასვლა

სკალარია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სკალარია

Pterophyllum altum
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანი თევზები
რიგი:  ციქლასნაირნი
ოჯახი:  ციქლასებრნი
გვარი:  სკალარია
ლათინური სახელი
Pterophyllum (Heckel, 1840)
სახეობები

სკალარია[1] (ლათ. Pterophyllum) — თევზების გვარი ციქლასებრთა ოჯახისა. სხეული დისკოსებრი ფორმის და გვერდებიდან შებრტყელებულია; სიგრძე 15 სმ-მდეა, სიმაღლე 25 სმ-მდე. ძირითადად შეფერილი არიან მომწვანო-რუხიდან ზეთისხილისფრამდე მოვერცხლისფრო ელფერით. ქერცლი წვრილია. მუცლის ფარფლები ძაფის მსგავსია, ზურგისა და ანალური — წაგრძელებული, კუდისა და მკერდის — წამახვილებული. ბინადრობენ სამხრეთ ამერიკაში, ამაზონის, ორინოკოსა და ესეკიბოს აუზებში, ტბებსა და მდინარეთა ნელ დინებებში, წყალმცენარეებსა და წყლის მცენარეულობას შორის. სამი სახეობაა: P. altum (ყველაზე დიდი), P. leopoldi, P. scalare. ქმნიან მონოგამურ წყვილებს. დედალი ფოთლებზე ან მოფარებულ ადგილებში დებს 300–700 ცალ ქვირითს. ჰყავთ აკვარიუმებში.[2]

  1. Pterophyllum — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
  2. Решетников Ю. С. Скалярии // Большая российская энциклопедия. т. 30. — М., 2015. — стр. 323.