შინაარსზე გადასვლა

სიპინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სიპინი (მრავალმნიშვნელოვანი).
სიპინი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  მოლუსკები
რიგი:  ათფეხიანნი
ოჯახი:  თავფეხიანები
გვარი:  სიპინი
ლათინური სახელი
Sepia

სიპინი (Sepia) — თავფეხიანების გვარი ათფეხიანთა რიგისა. აქვს მოგრძო (25 სმ-მდე) სხეული, გვერდებზე ფარფლებით. მანტიის ქვეშ მოთავსებულია ნიჟარა, აქვს დიდი სამელნე ჯირკვალი, რომლის სეკრეტსაც საშიშროების დროს წყალში გამოისვრის „მელნის ყუმბარის“ სახით. „ყუმბარა“ ფორმით თვითონ საპინს წააგავს, რაც მტრის დეზორიენტავიას ახდენს, შეხებისას კი იგი ფეთქდება და ქმნს „ბოლის ფარდას“. სიპინი ფარფლებით ნელა ცურავს მანტიიდან წყლის გამოსროლით (რეაქტიული მოძრაობა) კი — სწრაფად. ბინადრობს ტროპიკულ და თბილ ზღვებში. მისი ხორცი იჭმევა. სამელნე ჯირკვლის სეკრეტს იყენებენ ფერწერაში, როგორც მუქ ყავისფერ საღებავს.