სამარიობო
სამარიობო — ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში მესხეთიდან.
ვაზის სახელი ყურძნის შემოსვლის დროს გვამცნობს. ამ ჯიშის ერთეული ძირებია სოფელ კლდეში, აწყურისა და ახალციხის მარდის ბაღებში.
ბოტანიკური აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან განივოვალური, გვხვდება გულის-მაგვარიც, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე სუსტადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური ფორმის, ახასიათებს დატოტვა. საშუალო სიკუმსის ან მეჩხერია. მარცვალი საშუალო ზომის და ოვალური ფორმისაა, თეთრი. კანი თხელი აქვს, ცვილისებრი ნაფიფქით მცირედ დაფარული. რბილობი საშუალო სიმკვრივისაა, მეტად წვნიანი, სასიამოვნო გემოთი.
სამარიობო საშუალო ზრდისა და საშუალომოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 140-150 დღეა.
სამარიობო გამოიყენება ხარისხიანი სუფრის თეთრი მშრალი ღვინის დასამზადებლად, ცქრიალა ღვინის მისაღებად და სასუფრე ყურძნად.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 327