შინაარსზე გადასვლა

სადღაც

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„სადღაც“
ჟანრი დრამა
დამდგმელი რეჟისორი სოფია კოპოლა
პროდიუსერი სოფია კოპოლა, რომან კოპოლა, ჯი მაკ ბრაუნი
სცენარის ავტორი სოფია კოპოლა
როლებში სტივენ დორფი, ელ ფენინგი
მუსიკა Phoenix
ოპერატორი ჰარის სავიდესი
მონტაჟი სარა ფლეკი
სტუდია American Zoetrope
დისტრიბუტორი Focus Features
გამოსვლის თარიღი 22 დეკემბერი, 2010
ხანგრძლივობა 98 წუთი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $7 000 000
შემოსავალი $13 936 909

სადღაც (ინგლ. Somewhere) — რეჟისორ სოფია კოპოლას 2010 წლის დრამატული ფილმი. ფილმი ვენეციის კინოფესტივალზე დაჯილდოვდა ოქროს ლომით.

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ჯონი მარკო ჰოლივუდის ცნობილი მსახიობია. ის ორგიებსა და სმაში ატარებს, ძვირადღირებული ავტომობილი აქვს და სასტუმროში ცხოვრობს, მას თაყვანისმცემლების ყურადღება არ აკლია მაგრამ მაინც ეგზისტენციალურ კრიზისს განიცდის. ერთ დღეს მას სასტუმროში საკუთარი თერთმეტი წლის შვილი მიაკითხავს. მარკომ ცოლ-შვილი დიდი ხნის წინ მიატოვა, მაგრამ ახლა გოგონა დროებით გარეშეა დარჩენილი და ამიტომ ის ჯონისთან გადადის საცხოვრებლად. შვილთან ურთიერთობა ჯონის ცხოვრებას ცვლის.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]