შინაარსზე გადასვლა

რუტილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რუტილი
საერთო
ქიმიური ფორმულაTiO2
იდენტიფიკაცია
ფერიუფერო, მინარევებთა ერთად — სხვადასხვა
კრისტალის სინგონიატეტრაგონური
სიმაგრე მოოსის სკალით6–6,5
სიმკვრივე4200–5600 კგ/მ³

რუტილი (<ლათ. rutilusმოყვითალო-წითელი, ხასხასა წითელი) — ჟანგეულების კლასის მინერალი; -ის ერთ-ერთი პოლიმორფული მოდიფიკაცია. მინარევებია , , , , და სხვ. კრისტალდება ტეტრაგონურ სინგონიაში. კრისტალები პრიზმისებრი ან ნემსისებრი აქვს. რუტილი უფეროა, მინარევებისაგან ხშირად შეფერილია წითლად. ნახევრად გამტარია, ახასიათებს ანტიფერომაგნეტიზმი. სიმაგრე მინერალოგიური სკალით 6–6,5; სიმკვრივე 4200–5600 კგ/მ³.

რუტილი გავრცელებული აქცესორული მინერალია. პეგმატიტებსა და ჰიდროთერმულ ძარღვებში გვხვდება რუტილის დიდი ზომის კრისტალები. რუტილის შემცველი მეტამორფული ქანები ხშირად ტიტანის მადანს წარმოადგენს. განსაკუთრებული სამრეწველო მნიშვნელობა აქვს რუტილის შემცველ ქვიშრობებს. სინთეზურ რუტილს იყენებენ საიუველირო საქმეში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]