შინაარსზე გადასვლა

როშის საზღვარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

როშის საზღვარი — კრიზისული მანძილი, რომელზე ახლოს გრავიტაციული ძალების დამანგრეველი მოქმედების გამო პლანეტას არ შეიძლება ჰყავდეს თანამგზავრი. გამოიკვლია ფრანგმა ასტრონომმა ე. როშმა, რომლის თანახმად, თხევადი თანამგზავრებისათვის როშის საზღვარი პლანეტის ორნახევარ რადიუსს ეტოლება. აქედან გამომდინარე, 1848 წელს როშმა დაასკვნა, რომ სატურნის რგოლი, რომელიც ამ პლანეტიდან მის 2.3 რადიუსზე უფრო ახლოსაა, მცირე ზომის მყარი ნაწილაკებისაგან შედგება. 1947 წელს ჰ. ჯეფრიზმა დაადგინა, რომ პლანეტების მოქცევითი ძალებით მყარი თანამგზავრი მხოლოდ მაშინ იმსხვრევა, თუ ის საკმაოდ დიდია (იუპიტერის შემთხვევაში — 500 კმ).