შინაარსზე გადასვლა

რომანოზ III არგირუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რომანოზ III არგირუსი
Ρωμανός Γ΄ Αργυρός

რომანოზ III-ის მონეტა
ბიზანტიის იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 15 ნოემბერი 1028
მმართ. დასასრული: 11 აპრილი 1034
წინამორბედი: კონსტანტინე VIII
მემკვიდრე: მიხეილ IV
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 968
დაბ. ადგილი: ლერაპოლისი, მცირე აზია
გარდ. თარიღი: 11 აპრილი 1034
გარდ. ადგილი: კონსტანტინოპოლი
მეუღლე: ზოია
დინასტია: მაკედონელთა
რელიგია: ქრისტიანობა

რომანოზ III არგირუსი (ბერძ. Ρωμανός Γ΄ Αργυρός; დ. 968 — გ. 11 აპრილი, 1034) — ბიზანტიის იმპერატორი 1028-1034 წლებში. იყო კონსტანტინოპოლის წარჩინებულთა წრიდან. გამეფების წინ კონსტანტინოპოლის ეპარქოსის თანამდებობა ეკავა. მფარველობდა ბერ-მონაზვნებს, მის დროს მრავალი ეკლესია-მონასტერი ააგეს. ებრძოდა არაბებს, მაგრამ წარუმატებლად, შეთქმულებმა აბანოში დაახრჩვეს. ის შეცვალა თავისი ცოლის საყვარელმა და შემდგომ მეორე ქმარმა, მიხეილ IV-მ.