რაიან გოსლინგი
რაიან გოსლინგი | |
---|---|
მშობლიური სახელი | რაიან ტომას გოსლინგი |
დაბადების თარიღი |
12 ნოემბერი, 1980 ლონდონი, ონტარიო, კანადა |
საქმიანობა | მსახიობი, მუსიკოსი |
რაიან ტომას გოსლინგი (დ. 1980 წლის 12 ნოემბერს) არის კანადელი მსახიობი და მუსიკოსი. მისი კარიერა დაიწყო მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ ბავშვი იყო, იმ დროისათვის იგი მიკი მაუსის კლუბში იღებდა მონაწილეობას, დისნის არხზე. (1993–1995) . შემდეგ გამოჩნდა ისეთ გასართობ პროგრამებში, როგორიცაა: Are You Afraid of the Dark? (1995) and Goosebumps (1996). მისი პირველი მთავარი როლი ფილმში ფანატიკოსი (2001) იყო ებრაელი ნეო- ნაცისტი. მალევე იგი გახდა რამდენიმე ფილმის მთავარი ვარსკვლავი, მათ შორისაა მკვლელობა ნომრებით Murder by Numbers(2002), სასაკლაოების წესი The Slaughter Rule (2002), და The United States of Leland (2003).
გოსლინგმა ფართო აღიარება მოიპოვა მას შემდეგ, რაც მთავარი გმირის, ნარკომანი მასწავლებლის როლი შეასრულა, რომანტიკული ჟანრის ფილმში ნოუთბუქი (2004). ის წარდგენილ იქნა გრემის ნომინაციაზეც, როგორც საუკეთესო მსახიობი , მას შემდეგ ითამაშა ღატაკი მარტოხელას როლი ლარსსა და ნამდვილ გოგოებში.