შინაარსზე გადასვლა

რადოვან კარაჯიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რადოვან კარაჯიჩი
რადოვან კარაჯიჩი
რადოვან კარაჯიჩი 2016 წელს
სერბთა რესპუბლიკის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
7 აპრილი, 1992 – 19 ივლისი, 1996
ვიცე-პრეზიდენტი  ბილიანა პლავშიჩი, ნიკოლა კოლიევიჩი
წინამორბედითანამდებობა დაარსდა
მემკვიდრებილიანა პლავშიჩი

სერბთა დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
12 ივლისი, 1992 – 19 ივლისი, 1996
წინამორბედითანამდებობა დაარსდა
მემკვიდრეალექსა ბუჰა

დაბადებული19 ივნისი, 1945 (1945-06-19) (79 წლის)
პეტნიიცა, ჩერნოგორია, იუგოსლავია
მოქალაქეობაბოსნია და ჰერცეგოვინის დროშა ბოსნია და ჰერცეგოვინა
ეროვნებასერბი
მეუღლელილიანა ზელენ კარაჯიჩი
შვილები2
განათლებასარაევოს უნივერსიტეტი
პროფესიაფსიქიატრი
ხელმოწერა

რადოვან კარაჯიჩი (სერბ. Радован Караџић; დ. 19 ივნისი, 1945, პეტნიიცა, ჩერნოგორია, იუგოსლავია) — ბოსნიელი სერბი პოლიტიკოსი, ფსიქიატრი, ბოსნიის ომის დროს სერბთა რესპუბლიკის პრეზიდენტი. ომიდან რამდენიმე წელიწადში საერთაშორისო ტრიბუნალმა ყოფილი იუგოსლავიის საკითხებზე (ICTY) იგი დამნაშავედ ცნო გენოციდში, კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებსა და ომის დანაშაულებში.[1]

რადოვან კარაჯიჩი იყო პრაქტიკოსი ფსიქიატრი. მან ბოსნია და ჰერცეგოვინაში თანამოაზრეებთან ერთად დააარსა სერბთა დემოკრატიული პარტია და 1992 წლიდან 1996 წლის ჩათვლით იყო სერბთა რესპუბლიკის პრეზიდენტიც. 1996 წლიდან 2008 წლის ივლისის ჩათვლით იგი იმალებოდა, გაურბოდა რა ICTY-ის მიერ წარდგენილ ბრალს.[2] ბრალდების მხარე კარაჯიჩს ედავებოდა ომის დანაშაულებს, რომელიც მოიცავდა ბოსნიის ომის დროს (1992-1995) ბოსნიელი და ხორვატი მშვიდობიანი მოსახლეობის გენოციდს.[2] ბრალდების კვალდაკვალ, რადოვან კარაჯიჩი, საერთაშორისო ძებნის პერიოდში, მუშაობდა სერბეთში, ბელგრადში ალტერნატიული მედიცინისა და ფსიქოლოგიის ცენტრში და იყენებდა სხვა სახელსა და გვარს.[3]

რადოვან კარაჯიჩი დააკავეს ბელგრადში 2008 წლის 21 ივლისს. დაკავებიდან რამდენიმე დღეში გაიმართა საერთაშორისო ტრიბუნალი ყოფილი იუგოსლავიის საკითხებზე. მისი ექსტრადიცია მოხდა ნიდერლანდებში, სადაც ICTY-ის მოთხოვნით გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საპყრობილეში მოათავსეს, რომელიც სხევენინგენში მდებარეობს. საპყრობილეში მას წარუდგინეს 11-პუნქტიანი ბრალდება, რომელიც მოიცავდა ომის დანაშაულებსა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებს.[4][5] დასავლურმა მედიამ მას ზედმეტსახელი „ბოსნიელი ყასაბი“ შეარქვა.[6][7][8] იგივე მეტსახელით მოიხსენიებენ სერბთა რესპუბლიკის გენერალს რატკო მლადიჩსაც.[9][10][11]

2016 წლის 24 მარტს, კარაჯიჩს ბრალი დაუმტკიცდა სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტის, სამხედრო დანაშაულებსა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებში. საბოლოო ჯამში წარდგენილი 11 ბრალიდან მას 10 დაუმტკიცდა და მიესაჯა პატიმრობა 40 წლის ვადით.[12][13] 2016 წლის 22 ივლისს მან გაასაჩივრა გადაწყვეტილება სააპელაციო ინსტანციაში, რომელიც 2019 წლის 20 მარტს არ დაკმაყოფილდა და თავისუფლების აღკვეთის ღონისძიება — 40 წლის ვადით პატიმრობა, შეეცვალა სამუდამო პატიმრობით.[14] 2021 წლის მაისში გამოცხადდა, რომ მას ბრიტანეთის ციხეში გადაიყვანენ.[15]

ადრეული წლები და განათლება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რადოვან კარაჯიჩი დაიბადა სერბთა ოჯახში 1945 წლის 19 ივნისს, იუგოსლავიის სოციალისტურ ფედერაციულ რესპუბლიკაში, ჩერნოგორიის სოციალისტური რესპუბლიკის სოფელ პეტნიიცაში, რომელიც ქალაქ შავნიკთან ახლოს მდებარეობს.[16] კარაჯიჩის მამა, ვუკო (1912-1987 წწ.).[17][18] პეტნიიცელი მეწაღე იყო. დედა, იოვანკა (1922-2005),[19] სოფელ პლევლიის (ამჟამად მონტენეგრო) მაცხოვრებელი იყო, რომელიც 1943 წელს 20 წლის ასაკში დაქორწინდა ვუკო კარაჯიჩზე.[20]თავად რადოვან კარაჯიჩი ამტკიცებდა, რომ ის იყო სერბული ენის დიდი რეფორმატორის ვუკ კარაჯიჩის შთამომავალი, თუმცა 2014 წელს ეს მოსაზრება სრულად უარყვეს.[21]

ვუკო კარაჯიჩი, რადოვან კარაჯიჩის მამა ჩეტნიკი (ძირითადად პარტიზანული მეთოდებით, მებრძოლი სამხედრო რაზმი ბალკანეთში) იყო, ანუ იუგოსლავიის სამეფოს დევნილი მთავრობის სამხედრო შენაერთის წევრი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში იბრძოდა, ხოლო ომის შემდგომ პერიოდში, კომუნისტურმა ხელისუფლებამ ვუკო დააკავა და რადოვანის ბავშვობის დიდი ნაწილი მან ციხეში გაატარა.[22] 1960 წელს რადოვან კარაჯიჩი სარაევოში გადაბარგდა, სადაც სარაევოს უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე ჩააბარა.[23] მიუხედავად მამის მილიტარისტული წარსულისა, კარაჯიჩი არ გამოირჩეოდა სამხედრო საქმისადმი ინტერესით. ფართოდ გავრცელებული მოსაზრებაა, რომ მას ერთწლიანი სავალდებულო სამხედრო სამსახური იუგოსლავიის სახალხო არმიაში არც მოუხდია.[24]

1970 წელს კარაჯიჩი სწავლობდა ნევროზულ აშლილობასა და დეპრესიას დანიაში. 1974-1975 წლების პერიოდში იგი სამედიცინო განათლებას იღრმავებდა ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტში.[8][25] იუგოსლავიაში დაბრუნების შემდეგ იგი სარაევოს კოშჩევოს ჰოსპიტალში მუშაობდა.[26] იგი ასევე გატაცებული იყო პოეზიით, მასზე განსაკუთრებული ზეგავლენა იქონია სერბმა პოეტმა დობრიცა ჩოსიჩმა. სწორედ ჩოსიჩის პოეზიამ უბიძგა მას პოლიტიკაში ეცადა ბედი. ამ პერიოდში კარაჯიჩმა შემდეგი თეზისი ჩამოაყალიბა „ბოლშევიზმი არის ცუდი, თუმცა ნაციონალიზმი უარესი“.[27]

ფინანსური დარღვევები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კარაჯიჩის დაპატიმრება 1984 წლის ნოემბერში

სწავლის დასრულების შემდეგ, კარაჯიჩმა მუშაობა დაიწყო სარაევოს მთავარ ჰოსპიტალში, კოშევოში, ფსიქიატრიის სამკურნალო ცენტრში. შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა, რომ კარაჯიჩი ამზადებდა ყალბ ცნობებს მათთვის ვისაც სურდა საპენსიო ასაკზე ადრე პენსიაზე გასვლა და მათთვის, ვისაც სურდა სისხლის სამართლის სასჯელის თავიდან არიდება ფსიქოლოგიური პრობლემების მოტივით.[28] 1983 წელს, კარაჯიჩი ბელგრადის ვოჟდოვაჩის მიკრორაიონში გადაბარგდა. პარტნიორთან მომჩილო კრაიშნიკთან ერთად კარჯიჩმა დააფუძნა წიაღისეულის მომპოვებელი კომპანია „ენერგოინვესტი“. კომპანიის საშუალებით მან მიიღო აგრარული კულტურის განვითარების ფონდიდან სესხი, რომელიც არამიზნობრივად საკუთარი სახლების ასაშენებლად გამოიყენეს ბოსნიის სერბულ ნაწილში ქალაქ პალეში, რომელიც სარაევოსთან მდებარეობს და სამთო-სათხილამურო კურორტის სტატუსი აქვს.[28]

1984 წლის 1 ნოემბერს, რადოვან კარაჯიჩი და მომჩილო კრაიშნიკი დააკავეს და მითვისება-გაფლანგვის მუხლით პატიმრობა შეუფარდეს. 11 თვიანი პატიმრობის შემდეგ მათი მეგობრის, ნიკოლა კოლჟევიჩის ძალისხმევით ისინი საპატიმრო დაწესებულებიდან განთავისუფლდნენ.[27][28] განთავისუფლების მიზეზად მტკიცებულებების არარსებობა დასახელდა. თუმცა, 1985 წლის 26 სექტემბერს კარაჯიჩის საკითხზე სასამართლო განახლდა და საბოლოო ჯამში მას სამწლიანი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც ერთი წელი უკვე მოხდილი ჰქონდა, ხოლო დანარჩენი ციხეში არ გაუტარებია.[29]

პოლიტიკური კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დობრიცა ჩოსიჩის წახალისებით, რომელიც სერბეთისა და ჩერნოგორიის პირველი პრეზიდენტიც გახდა (1992-1993 წწ.) და იოვან რაშკოვიჩის, ხორვატი სერბების ლიდერის მხარდაჭერით, კარაჯიჩმა თანამოაზრეებთან ერთად 1989 წელს დააფუძნა სერბთა დემოკრატიული პარტია ბოსნია და ჰერცეგოვინაში. პარტიის დაფუძნების მიზანი, ბოსნიელი სერბებისა და ხორვატი სერბების გაერთიანება იყო.

1991 წლის სექტემბერში, კარაჯიჩის პარტიამ ბოსნია და ჰერცეგოვინაში ე. წ. „სერბული ავტონომიური რეგიონების“ ჩამოყალიბება დაიწყო. 1991 წლის 15 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც ბოსნია და ჰერცეგოვინამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რამდენიმე დღეში ჩამოყალიბდა სერბთა ასამბლეაც, რომლის ფუნქციაც ბოსნიაში სერბთა წარმომადგენლობა იყო. ასამბლეამ ასევე გამართა რეფერენდუმი ბოსნიელ სერბებს შორის. რეფერენდუმის საფუძველზე გამოიკვეთა, რომ სერბთა უმრავლესობა მხარს უჭერდა სერბეთისა და ჩერნოგორიის შემადგენლობაში შესვლას, ასევე არ სურდათ იუგოსლავიის დაშლა. იმავე წლის დეკემბერში პარტიის ხელმძღვანელ პირებს საიდუმლო დოკუმენტი დაეგზავნათ, რომლის მიზანიც სერბების მიერ ბოსნია და ჰერცეგოვინის ტერიტორიების ხელში ჩაგდება და ალტერნატიული მთავრობის ჩამოყალიბება იყო.[30]

1992 წლის 9 იანვარს ბოსნიელი სერბების ასამბლეამ ბოსნიელ სერბთა რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 28 თებერვალს, ბოსნიელ სერბთა რესპუბლიკის კონსტიტუცია დამტკიცდა. კონსტიტუციის მიხედვით რესპუბლიკის ტერიტორიაში შედიოდა სერბული ავტონომიური რეგიონები, მუნიციპალიტეტები და ეთნიკურად სერბების მიერ დასახლებული სხვა ტერიტორიები ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ასევე „ყველა რეგიონი, რომელშიც სერბები წარმოადგენენ უმცირესობას მეორე მსოფლიო ომში განხორციელებული გენოციდის გამო“ (თუმცა, გენოციდის ფაქტი რა მტკიცებულებებზე იყო დამყარებული კონსტიტუციაში აღნიშნული არ იყო), თითოეული ზემოთჩამოთვლილი ასევე უნდა შესულიყო იუგოსლავიის ფედერალურ სახელმწიფოში. 1992 წლის 29 თებერვალსა და 1 მარტს ბოსნიის ხელისუფლებამ ჩაატარა რეფერენდუმი, რომელშიც წყდებოდა ბოსნია და ჰერცეგოვინის გამოყოფა იუგოსლავიიდან. სერბების უმრავლესობამ რეფერენდუმს ბოიკოტი გამოუცხადა. ხოლო მომხრეთა შორის იყვნენ ბოსნიელები (ბოსნიელი მუსლიმები) და ხორვატები.[31]

სერბთა რესპუბლიკის პრეზიდენტი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კარაჯიჩი მოსკოვში ვიზიტის დროს, 3 მარტი 1994

1992 წლის 6 და 7 აპრილს ევროპულმა თანამეგობრობამ და აშშ-მ ბოსნია და ჰერცეგოვინა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა.[32][33] გაერომ სახელმწიფოს დამოუკიდებლობის სტატუსი 1992 წლის 22 მაისს მიანიჭა.[34]

კარაჯიჩი სერბთა რესპუბლიკის პრეზიდენტად 1992 წლის 13 მაისს აირჩიეს. გადაწყვეტილება ბოსნიელმა სერბებმა პალეში მიიღეს, იგი არჩევნების გზით არ არჩეულა. პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, კონსტიტუციის მიხედვით, ის ხდებოდა ასევე ბოსნიელი სერბების სამხედრო ძალების მთავარსარდალიც. მის უფლებამოსილებებში შედიოდა ომების დაწყება, სამშვიდობო შეთანხმებების დადება და სამხედრო მაღალჩინოსნების დანიშვნა/განთავისუფლება. კარაჯიჩი სამჯერ გაემგზავრა გაეროში, ნიუ-იორკში 1993 წლის თებერვალსა და მარტში, რათა ბოსნიის მომავალი განეხილა.[35]

1994 წელს იგი მოსკოვში გაემგზავრა, სადაც რუს ოფიციალურ პირებს შეხვდა და მათთან ერთად განიხილა ბოსნიაში არსებული მდგომარეობა.[36] 1994 წელს საბერძნეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ განაცხადა, რომ რადოვან კარაჯიჩი „ღვთის, იესო ქრისტეს ვაჟთა შორის გამორჩეული, მშვიდობისთვის მებრძოლი“ იყო და დააჯილდოვა წმინდა დიონისე ზაკინთოელის პირველი ხარისხის ორდენით.[37] კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომე I-მა განაცხადა, რომ „სერბი ხალხი ღვთის მიერ რჩეული იყო, რათა მათ დაეცვათ მართლმადიდებლობის დასავლეთ კარიბჭეები“.[37]

1995 წლის 4 აგვისტოს, ხორვატი ჯარისკაცები „ოპერაცია შტორმის“ ფარგლებში სერბების მიერ დაკავებულ კრაინას რეგიონზე შეტევას გეგმავდნენ. კარაჯიჩის გადაწყვეტილებით, შეტაკების წინ თანამდებობიდან განთავისუფლდა სერბთა რესპუბლიკის არმიის გენერალი რატკო მლადიჩი, ხოლო არმიის ხელმძღვანელობა ხელში თავად რადოვან კარაჯიჩმა აიღო. კარაჯიჩი რატკო მლადიჩს ადანაშაულებდა სერბებისთვის ორი მნიშვნელოვანი ქალაქის დაკარგვაში, რომლებიც ხორვატებს ჩაუვარდათ ხელში. მლადიჩი დაქვეითდა „მრჩევლის“ თანამდებობამდე, თუმცა თავად არ გეგმავდა ბრძანების უპირობოდ დამორჩილებას, რადგან მას ბოსნიელი სერბების სამხედროები და ხალხი უჭერდა მხარს. კარაჯიჩმა მლადიჩს საპასუხოდ „გიჟი“ უწოდა და მეტად დააქვეითა. თუმცა, სახალხო მხარდაჭერამ კარაჯიჩი აიძულა საკუთარი 11 აგვისტოს ბრძანება უკან წაეღო.[38]

საერთაშორისო ტრიბუნალმა ყოფილი იუგოსლავიის საკითხებზე (ICTY) რადოვან კარაჯიჩს არასერბების წინააღმდეგ ჩადენილი მრავალი სამხედრო დანაშაულისთვის პირად და სამეთაურო პასუხისმგებლობაში წაუყენა ბრალი მისი, როგორც სერბთა რესპუბლიკის უმაღლესი მთავარსარდალისა და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის, როლის გამო. კარაჯიჩს ბრალი დაედო 7500 ბოსნიელის (მუსლიმი) სიკვდილში. მისი პირდაპირი ბრძანებებითა და განკარგულებებით, ბოსნიელმა სერბებმა განახორციელეს სარაევოს ალყა. ICTY-ის მიერ მას ბრალი დაედო 1995 წლის სრებრენიცის გენოციდშიც (სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტა). მას ასევე ბრალი წაუყენეს გაეროს პერსონალის მძევლად აყვანაში 1995 წლის მაისიდან ივნისამდე პერიოდში.[39]

მასთან ერთად ბრალი დაედო გენერალ რატკო მლადიჩსაც. მუხლები, რომლითაც კარაჯიჩს დაედო ბრალი, განკუთვნილი იყო, როგორც ინდივიდუალური პასუხისმგებლობებისთვის, ისე მთავარსარდლური უფლებამოსილებიდან გამომდინარე ჩადენილი დანაშაულისთვის:

  • ხუთ ეპიზოდში დანაშაული კაცობრიობის წინაშე;
  • სამ ეპიზოდში ძალადობა;
  • ერთ ეპიზოდში ჟენევის კონვენციის დარღვევა;[40]
  • ხალხის იძულებითი გადასახლება რელიგიური და ეროვნული იდენტობის გამო.[41]

აშშ-მა 5 მილიონი დოლარი დააწესა მისთვის, ვინც რატკო მლადიჩს დაიჭერდა და გადასცემდა ტრიბუნალს.[42]

1995 წელს კარაჯიჩის დაკავების შესაძლებლობა დაკავებაზე უფლებამოსილმა პირებმა ვერ გამოიყენეს. კარაჯიჩმა ბოსნიელი სერბების სიმპათია დაიმსახურა იმით, რომ მას დიდი ხნის განმავლობაში ვერ აკავებდნენ. იგი მუდმივად უსხლტებოდა ხელიდან მართლმსაჯულებას. წარმოიშვა ლეგენდები, თითქოს კარაჯიჩი გარიგებული იყო რიჩარდ ჰოლბრუკთან (ამერიკელ დიპლომატთან) ასევე, თითქოს არსებობდა ოფიციალური შეთანხმება აშშ-სა და კარაჯიჩს შორის, რომელიც მის დაკავებას შეუძლებელს ხდიდა.[43][44][45][46]

მიმალვის დროს კარაჯიჩს რამდენიმე ადამიანი ეხმარებოდა, მათ შორის ბოსკო რადონჯიჩი, ხოლო 2001 წელს სულაც მის მხარდასაჭერად ათასობით ადამიანი გამოვიდა კარაჯიჩის მშობლიურ ქალაქში.[47] 2003 წელს რადოვანის დედა იოვანკა სახალხოდ გამოვიდა და მოუწოდა კარაჯიჩს დანებებულიყო.[48]

2004 წლის მაისში გაეროსთვის ცნობილი გახდა, რომ სერბთა რესპუბლიკამ შეცდომით მოკლა ICTY-ს მოწმე და ინფორმატორი. გაჩნდა ეჭვი, რომ ინფორმატორის სიკვდილი არ იყო შემთხვევითი.[49]

2005 წელს ბოსნიელი სერბების ლიდერები კარაჯიჩს დანებებისკენ მოუწოდებდნენ, რადგან იგი ხელს უშლიდა ბოსნიელთა და სერბთა ეკონომიკურ და პოლიტიკურ განვითარებას. 2005 წლის 7 ივლისს ნატოს ჯარისკაცებმა კარაჯიჩის შვილი აიყვანეს, თუმცა 10 დღეში გაათავისუფლეს.[50] კარაჯიჩის ცოლმა, ლილიანამ, მოუწოდა ქმარს დანებებულიყო, როგორც თავად ლილიანამ აღნიშნა მან ეს „არანორმალური წნეხის ქვეშ“ გააკეთა.[51]

პერიოდულად კარაჯიჩი ჩნდებოდა სხვადასხვა სპეცსამსახურების თვალთახედვაში, თუმცა მისი დაჭერა შეუძლებელი იყო. 2008 წელს, როდესაც კოსოვომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ბელგრადში გამართული პროტესტის დროს კარაჯიჩის პორტრეტები გამოჩნდა.[52][53]

როგორც გაირკვა, 1999 წლიდან კარაჯიჩი ალტერნატიული მედიცინის სფეროში საქმიანობდა, იყენებდა რა გამოგონილ სახელს დ. დ. დავიდი, რომელსაც სავიზიტო ბარათებზეც კი წერდა. ზოგიერთი წყაროები იუწყებიან, რომ ის იყენებდა ზედმეტსახელს „დრაგან დავიდ დაბიჩსაც“.[54][55][56]

სამართალდამცავებისგან თავის დაღწევა ავსტრიაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ 2007 წლის მაისში ვენაში კარაჯიჩი დაკავებას გადარჩა, სადაც ცხოვრობდა პეტარ გულმაჩის სახელით. თავს ის ხორვატ ექიმად ასაღებდა, რომელიც მცენარეულ პრეპარატებსა და მალამოებს ამზადებდა. ცნობების მიხედვით, რეიდის დროს, რომელიც კარაჯიჩის საცხოვრებელთან ახლოს მიმდინარეობდა, გამოიკითხა პირი ხორვატიული პასპორტით, რომელიც ამტკიცებდა, რომ ვენაში ტრენინგებზე იყო ჩამოსული.[57] პოლიციამ აღნიშნა, რომ პეტარ გულმაჩი/რადოვან კარაჯიჩი კითხვებს აუღელვებლად პასუხობდა, პოლიციამ მისგან თითის ანაბეჭდებიც კი არ აიღო.[58] თუმცა ეს ვერსია ეჭვქვეშ დადგა, როდესაც სერბეთში მცხოვრებმა პიროვნებამ პეტარ გულმაჩმა, განაცხადა, რომ იგი ნამდვილად იმყოფებოდა ვენაში და გამოჰკითხეს პოლიციელებმა.[59] დრაგან კარაჯიჩი, რადოვანის ბიძაშვილი იტალიურ გაზეთთან ინტერვიუში ამტკიცებდა, რომ რადოვანი ესწრებოდა სერია ა-ს მატჩებს, მოინახულა ვენეცია, პეტარ გულმაჩის სახელითა და გვარით.[60][61]

კარაჯიჩი სასამართლოზე, 2008 წელი

დაკავება და სასამართლო

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარაჯიჩი 2008 წლის 21 ივლისს ბელგრადში დააკავეს.[2] როგორც გაირკვა ის მართლაც ასაღებდა თავს ალტერნატიული მედიცინის დოქტორად ბელგრადში, ვენასა და ავსტრიაში.[62] კარაჯიჩი 30 ივლისს ICTY-ის მეურვეობის ქვეშ ჰააგაში გადაიყვანეს.[63] რადოვან კარაჯიჩის მტკიცებით გარკვეული შეთანხმება რიჩარდ ჰოლბრუკს, მადლენ ოლბრაიტსა და მას შორის მართლაც არსებობდა. მისი თქმით, სწორედ შეთანხმების საფუძველზე იყო იგი ხელშეუხებელი 13 წლის განმავლობაში. კარაჯიჩმა ასევე გამოთქვა ეჭვი, რომ მის მოკვლას რიჩარდ ჰოლბრუკი ჰააგაშიც შეეცდებოდა. მუჰამედ საჩირბეი (ბოსნიელ-ამერიკელი იურისტი) ამტკიცებდა, რომ 1996 წელს კარაჯიჩმა და ჰოლბრუკმა შეთანხმება დადეს.[64][65][66] ბრალის წაყენების შემდეგ სასამართლო პროცესი რამდენჯერმე გადაიდო. 2009 წლიდან მოყოლებული, კარაჯიჩმა პროცესის გადადება არაერთგზის მოინდომა. საბოლოო ჯამში პროცესი 2010 წლის 13 აპრილს განახლდა. 2012 წლის 28 ივნისს ტრიბუნალმა კარაჯიჩს გენოციდთან დაკავშირებით ერთ-ერთი ბრალი მოუხსნა, პროკურატურის მიერ არასაკმარისი მტკიცებულებების წარდგენის გამო. თუმცა, ბრალდებები, სრებრენიცის გენოციდის, კაცობრიობის წინაშე და ომის დანაშაულების ნაწილში მაინც დარჩა.[67][68]

საქმეზე დასკვნითი სიტყვა დაიწყო 2014 წლის 29 სექტემბერს და დასრულდა 2014 წლის 7 ოქტომბერს,[69] კარაჯიჩმა განმეორებითი სასამართლოს მოთხოვნა ვერ შეძლო.[70]

2016 წლის 24 მარტს ICTY-მა რადოვან კარაჯიჩი 11-დან 10 ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა 40 წლის ვადით.[71] მოგვიანებით, სააპელაციო ინსტანციამ კარაჯიჩს შეუცვალა 40 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა სამუდამო თავისუფლების აღკვეთით.[14] ბრალი დამტკიცდა გენოციდის, ომის დანაშაულებისა და კაცობრიობის წინაშე დანაშაულების ნაწილში. კარაჯიჩს ბრალი დაუმტკიცდა სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტის ეპიზოდშიც.[15]

რადოვან კარაჯიჩმა რამდენიმე პოეტური კრებული გამოსცა. 1969 წელს რადოვან კარჯიჩი დააჯილდოვეს იოვან დაუკიჩის ჯილდოთი, რომელიც პოეტებს გადაეცემათ. 1994 წლის 16 მაისს კი იგი დააჯილდოვა რუსეთის მწერალთა კავშირმა მიხეილ შოლოხოვის ჯილდოთი, რომელიც ლიტერატურულ მოღვაწეებს გადაეცემათ.[72]

პოლიტიკური საქმიანობისთვის

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლიტიკური საქმიანობისთვის კარაჯიჩს 1994 წელს საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ გადეცა წმინდა დიონისე ზაკინთოელის პირველი ხარისხის ორდენი. 1994 წელს მას გადაეცა სერბთა რესპუბლიკის ორდენი, ხოლო 1995 წელს მოსკოვის ფონდის მიერ იგი დაჯილდოვდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ორდენითაც.[73]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დოკუმენტები
ინტერვიუები
სასამართლოს გადაწყვეტილებები
  • Radovan Karadzic Trial. Reports. Institute for War and Peace Reporting (IWPR). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-25. ციტირების თარიღი: 2022-05-01.
  • Radovan Karadzic on Trial. Balkan Transitional Justice. Balkan Insight.
  • Radovan Karadžić. The Hague Justice Portal. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 დეკემბერი 2018. ციტირების თარიღი: 22 July 2008
  • Rupnik, Jacques. (24 July 2008) The arrest of Karadzic: a step in Europe's direction. Opinion. European Union Institute for Security Studies (ISS).
  • „In pictures: Karadzic detained“. BBC. 22 July 2008.
  • Proving Genocide: The Prosecution of Radovan Karadzic. Bar Association of San Francisco. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-06-23. ციტირების თარიღი: 2022-05-01. (webcast/seminar)
  1. Daily report: East Europe, Issues 191-210. Front Cover United States. Foreign Broadcast Information Service. p. 38.
  2. 2.0 2.1 2.2 „Serbia captures fugitive Karadzic“. BBC. 22 July 2008. ციტირების თარიღი: 24 July 2008.
  3. „Karadzic lived as long-haired, New Age doctor“. Reuters. 22 July 2008. ციტირების თარიღი: 26 July 2008.
  4. The International Criminal Tribunal for the Former Yugoslavia the Prosecutor of the Tribunal Against Radovan Karadzic Amended Indictment. UN. ციტირების თარიღი: 13 September 2010
  5. Case Information Sheet. UN. ციტირების თარიღი: 20 July 2009
  6. Yahoo. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 აგვისტო 2013. ციტირების თარიღი: 5 July 2015
  7. Kavran, Olga (23 July 2008). „Bosnian Serb Leader Radovan Karadzic Arrested: What Lies Ahead“. The Washington Post.
  8. 8.0 8.1 „Karadzic: Psychiatrist-turned 'Butcher of Bosnia'. CNN. 22 July 2008. ციტირების თარიღი: 23 July 2008.
  9. „Serbia Arrests 'Butcher of Bosnia' Ratko Mladic for Alleged War Crimes“. Fox News. 26 May 2011.
  10. 'Butcher of Bosnia' Arrested In Serbia. ციტირების თარიღი: 5 July 2015
  11. „Career soldier Mladic became "butcher of Bosnia". Reuters. 26 May 2011.
  12. Simons, Marlise (2016-03-24). „Radovan Karadzic, a Bosnian Serb, Gets 40 Years Over Genocide and War Crimes“. The New York Times. New York. ციტირების თარიღი: 24 March 2016.
  13. Karadzic sentenced to 40 years for genocide (24 March 2016). ციტირების თარიღი: 2016-03-26
  14. 14.0 14.1 „UN appeals court increases Radovan Karadzic's sentence to life imprisonment“. Washington Post. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 March 2019. ციტირების თარიღი: 2019-03-20.
  15. 15.0 15.1 „Radovan Karadžić to serve rest of sentence in British prison“. The Guardian. Reuters. 12 May 2021. ციტირების თარიღი: 12 May 2021.
  16. Robert J. Donia, Radovan Karadzic: Architect of the Bosnian Genocide, Cambridge University Press, 2014, p. 23
  17. Neću da pogazim reč. Novosti (6 August 2008). ციტირების თარიღი: 24 March 2016
  18. Crnogorac prodao Radovana. Monitor (2 April 2010). ციტირების თარიღი: 24 March 2016
  19. Umrla majka Radovana Karadžića. Index (5 May 2015). ციტირების თარიღი: 24 March 2016
  20. Robert J. Donia, Radovan Karadzic: Architect of the Bosnian Genocide, Cambridge University Press, 2014, p. 23
  21. Robert J. Donia, Radovan Karadzic: Architect of the Bosnian Genocide, Cambridge University Press, 2014, p. 24
  22. Robert J. Donia, Radovan Karadzic: Architect of the Bosnian Genocide, Cambridge University Press, 2014, p. 25
  23. Robert J. Donia, Radovan Karadzic: Architect of the Bosnian Genocide, Cambridge University Press, 2014, p. 27
  24. 'Karadžić nije služio vojsku i piškio je u krevet' Croatian (22 July 2008).
  25. Info on graduate studies at Columbia U.. moreorless.au.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 ივლისი 2008. ციტირების თარიღი: 26 July 2008
  26. Karadzic - The Marketplace Massacre And Radovan Karadzic | The World's Most Wanted Man. ციტირების თარიღი: 25 March 2016
  27. 27.0 27.1 Judah, Tim (1997). The Serbs: History, Myth and the Destruction of Yugoslavia. New Haven and London: Yale University Press. 
  28. 28.0 28.1 28.2 Sudetic, Chuck (1999). Blood and Vengeance: One Family's Story of the War in Bosnia. New York: Penguin Books. 
  29. Radovan Karadžić captured. Serbian newspaper Politika. ციტირების თარიღი: 22 July 2008
  30. Gow, James (2003). The Serbian Project and Its Adversaries: A Strategy of War Crimes. Montreal: McGill-Queen's University Press, გვ. 122–123. ISBN 978-1850654995. 
  31. Nettelfield, Lara J. (2010). Courting Democracy in Bosnia and Herzegovina (p. 67). Cambridge University Press. ISBN 978-1-58544-226-3.
  32. Riding, Alan (7 April 1992). „Europe Nods to Bosnia, Not Macedonia“. New York Times. ციტირების თარიღი: 30 December 2015.
  33. A guide to the United States' history of recognition, diplomatic, and consular relations, by country, since 1776: Bosnia-Herzegovina. US Department of State, Office of the Historian.
  34. Member States of the United Nations. United Nations.
  35. Doe v. Karadzic — Appellee's Brief. Yale University. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 მაისი 2008. ციტირების თარიღი: 25 July 2008
  36. „Karadzic arrest hailed as step towards Serbia EU membership“. Sydney Morning Herald. 22 July 2008. ციტირების თარიღი: 25 July 2008.
  37. 37.0 37.1 Velikonja, Mitja (2003). Religious separation and political intolerance in Bosnia-Herzegovina. College Station: Texas A&M University Press, გვ. 265. ISBN 978-1-58544-226-3. 
  38. The Hague's Most Wanted – timeline of events. SETimes.com (21 July 2008). Retrieved 13 November 2010.
  39. Prosecutor v. Radovan Karadžić, Decision of 11 December 2012, ICTY
  40. UN Indictment.
  41. „Karadzic will fight extradition“. BBC. 23 July 2008. ციტირების თარიღი: 4 January 2010.
  42. Rewards for Justice. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 აპრილი 2008. ციტირების თარიღი: 13 July 2015
  43. Kadić v. Karadžić, 70 F.3d 232 (2d Cir. 1995)
  44. „Hague probes Karadzic 'deal' claim“. BBC. 26 October 2007. ციტირების თარიღი: 24 July 2008.
  45. Jon Swaine (4 August 2008). „Radovan Karadzic 'was under US protection until 2000'. The Telegraph. London, UK. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 January 2022. ციტირების თარიღი: 13 July 2015.
  46. Nick Hawton (26 October 2007). „Hague probes Karadzic 'deal' claim“. BBC. ციტირების თარიღი: 13 July 2015.
  47. Radovan Karadzic: A Deeply Misunderstood Mass Murderer. Esquire. ციტირების თარიღი: 28 July 2008
  48. Hollingshead, Iain (1 July 2006). „Whatever happened to ... Radovan Karadzic?“. The Guardian. London. ციტირების თარიღი: 24 July 2008.
  49. Update on Conditions for Return to Bosnia and Herzegovina (2005). ციტირების თარიღი: 13 July 2015
  50. „Nato troops arrest Karadzic's son“. BBC. 7 July 2005. ციტირების თარიღი: 13 July 2015.
  51. „Karadzic's wife urges surrender“. BBC. 29 July 2005. ციტირების თარიღი: 4 January 2010. See also:Radovane, predaj se!. Yugoslavia News (29 July 2005). დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 13 July 2015
  52. Photos at „Belgrade Riots“. TIME Magazine. 21 February 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 February 2008. ციტირების თარიღი: 26 July 2008.
  53. „Belgrade Riots“. TIME Magazine. 21 February 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 February 2008. ციტირების თარიღი: 26 July 2008.
  54. „Karadžić "practiced alternative medicine". B92. 22 July 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 February 2014.
  55. „Karadžićevi savjeti: Kod problema sa seksom najbolja je terapija u paru (Karadžić's tips: For problems with sex the best therapy is with couples)“. Vijestinet (ხორვატული). 22 July 2008.
  56. Stojanovic, Dusan (22 July 2008). „Karadzic hid in plain view to elude capture“. WRAL. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 July 2008.
  57. Karadzic nannte sich "Peter Schauspieler". Austria Press Agency. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 მაისი 2011. ციტირების თარიღი: 26 July 2008
  58. Groendahl, Boris (25 July 2008). „Karadzic escaped arrest in Austria last year“. Reuters. ციტირების თარიღი: 26 July 2008.
  59. Popović, V.. (27 July 2008) Dabić glumio Glumca bs. ციტირების თარიღი: 21 April 2017
  60. „Radovan Karadzic stole a lookalike's image“. The Daily Telegraph. 28 July 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 January 2022. ციტირების თარიღი: 21 April 2017.
  61. Mio zio Karadzic in Italia: allo stadio per tifare Inter it. Corriere della Sera. ციტირების თარიღი: 20 December 2010
  62. „Karadzic interviewed about details of his arrest“. Associated Press. ციტირების თარიღი: 26 July 2008.
  63. „Karadzic being held in same jail as Milosevic“. gmanews.tv. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 May 2011. ციტირების თარიღი: 13 July 2015.
  64. „Karadzic appears at UN court“. Washington Post. 1 August 2008. ციტირების თარიღი: 20 December 2010.
  65. Holbrooke promised no ICTY trial: Karadzic (1 August 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 სექტემბერი 2010. ციტირების თარიღი: 20 December 2010
  66. „US wants me dead: Karadžić“. AFP. 1 აგვისტო 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 მაისი 2011. ციტირების თარიღი: 20 დეკემბერი 2010.
  67. IT-95-5/18: Motion challenging the legal validity and legitimacy of the International Criminal Tribunal for the Former Yugoslavia (English, 16 Pages) (20 November 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 თებერვალი 2011. ციტირების თარიღი: 20 December 2010
  68. „Karadzic refuses war crimes pleas“. BBC News. 29 August 2008. ციტირების თარიღი: 22 May 2010.
  69. Case information sheet: Radovan Karadžić, ICTY
  70. „NO RE-MATCH IN KARADZIC CASE“. Sense Agency. 14 August 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 აგვისტო 2014. ციტირების თარიღი: 13 July 2015.
  71. Karadzic sentenced to 40 years for genocide (24 March 2016). ციტირების თარიღი: 25 March 2016
  72. Montenegrin PEN Center. Montenegrin Association of America. ციტირების თარიღი: 25 July 2008 See also: Sholohov Prize to Milosevic. antic.org. ციტირების თარიღი: 25 July 2008
  73. angelina markovic. Љиљана билатовић - Медић: "Михаил Шолохов" Караџићу. Радован Караџић – ОДБРАНА. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 ოქტომბერი 2015. ციტირების თარიღი: 5 July 2015