პოპკორნი
პოპკორნი (ინგლ. popcorn, popped corn - გამსკდარი სიმინდი) - გაცხელებისას გამსკდარი სიმინდის მარცვლები. ხანდახან მზადდება ზეთში ან კარაქში, ემატება ყველი ან კარამელი. დანამატების გარეშე მდიდარია ანტიოქსიდანტებით და შეიცავს მცირე რაოდენობის შაქარს, ცხიმებს და კალორიებს. ითვლება კინოთეატრის ტრადიციულ საკვებად, ჩვეულებრივად იყიდება მუყაოს ყუთში ან პოლიეთილენის პარკში მარილიანი ან ტკბილი, მაღაზიებში გვხვდება შეფუთვებშიც.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიმინდის ზოგი სახეობის გაცხელებისას გასკდომის თვისება ამერიკებში ათასწლეულების მანძილზე იყო ცნობილი. დღევანდელი მექსიკის ტერიტორიაზე ნაპოვნი იყო 4000 წლის პოპკორნის ნარჩენები. ცნობილია, რომ პოპკორნს კოლუმბის ამერიკაში შემოსვლის დროს საკვებად და სამკაულებად იყენებდნენ, მას რელიგიური მნიშვნელობაც ჰქონდა - გამსკდარი მარცვლის ფორმით მომავლის გაგებას ცდილობდნენ.
დღევანდელი პოპკორნი მე-19 საუკუნეში გაჩნდა. თავდაპირველად მარცვლებს ხელით ამუშავებდნენ, შემდეგ ერთ-ერთმა ამერიკელმა ტკბილეულების მაღაზიის მფლობელმა შექმნა ორთქლზე მომუშავე პოპკორნის მანქანა, რამაც პოპკორნი უფრო ხელმისაწვდომი და პოპულარული გახადა. ამერიკაში პოპკორნით რძით და შაქრით ხშირად საუზმობდნენ, დიდი დეპრესიის, 1920-იანი წლების ეკონომიკური ჩავარდბის დროს კი პოპკორნის მომზადება გლეხებისთვის ხშირად შემოსავლის ძირითადი წყარო ხდებოდა. კინოთეატრების მფლობელები თავდაპირველად ეწინააღმდეგებოდნენ პოპკორნის მანქანების დაყენებას, რადგან პოპკორნი ფილმების ყურებისას მაყურებლის ყურადღებას ფანტავდა. კინოთეატრში პოპკორნის მანქანა პირველად 1936 წელს დაიდგა. პოპკორნის გაყიდვა მფლობელებს მეტ შემოსავალს აძლევდა, ვიდრე ბილეთების გაყიდვა და ბილეთების ფასი დაბლად რჩებოდა დაარქივებული 2020-12-07 საიტზე Wayback Machine. . პოპკორნის მიკროტალღურ ღუმელში მოსამზადებელი პირველი შეფუთვა 70-იან წლებში გაჩნდა. დღეს პოპკორნი მთელ მსოფლიოშია პოპულარული.
მომზადების წესი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარცვლების ასეთი თვისება იხსნება სიმინდის სპეციალური, ფეთქებადი სახეობის მარცვლებში მცირე რაოდენობით სახამებლის შემცველობით, რომელიც შეიცავს წყალს - გაცხელებისას წყალი ორთქლდება, ზრდის წნევას და ხევს მარცვლის ზედაპირს, რის გამოც ის იცვლის ფორმას და დიდდება. ჩვეულებრივი სიმინდის მარცვლებიდან პოპკორნის დამზადება რთული ან შეუძლებელია, ამ სახეობის სიმინდი უმეტესად ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში იზრდება. მომზადებისას მნიშვნელოვანია ტემპერატურის სწორი არჩება - ზედმეტად სწრაფად გაცხელებული სიმინდი არათანაბრად სკდება, ზედმეტად ნელა გაცხელებისას კი შეიძლება საერთოდ არ გასკდეს.